კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შევამზადოთ ცხოველი ვაქცინაციისთვის და რატომ უნდა მოვარიდოთ ვაქცინაციის შემდეგ ტრანსპორტირებას და ფიზიკურ დატვირთვას


არის შემთხვევები, როცა პატრონი თავის ოთხფეხა მეგობარს ვაქცინაციებს არ უტარებს და თავს სხვადასხვა არგუმენტით იმართლებს. ზოგს ჰგონია, რომ ეს არცთუ ისე კარგი გამოსავალია დაავადების თავიდან ასაცილებლად, ზოგს უბრალოდ, ეშინია მისი უკურეაქციის, ზოგიც ამტკიცებს, რომ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. ფაქტი ერთია, ვაქცინაცია ძაღლს იცავს საშიში დაავადებისგან და მისი გაკეთება აუცილებელია. ამ საინტერესო და აუცილებელი თემის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ, რომელიც კიდევ უფრო დაგარწმუნებთ თუ რა დადებითი მხარე აქვს აცრის ჩატარებას ცხოველისთვის.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ჩვენი ოთხფეხა მეგობრები რომ დავიცვათ საშიში ინფექციებისგან, ამისთვის საჭიროა, მოვახდინოთ მათი დროული და სწორი ვაქცინაცია (აცრები), რისი საშუალებითაც ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება.

ადრე შეამჩნიეს, რომ დაავადებაგადატანილი ორგანიზმი ხშირად მეორედ არ ავადდებოდა, რაც დამოკიდებულია იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე. დაავადების გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს აქტიური იმუნიტეტი ეწოდება. იმუნიტეტის ჩამოყალიბება ორგანიზმში არის ისეთი სპეციფიკური ლიმფოციტებისა და ანტისხეულების პროდუცირება, რომელიც დაავადების აღმძვრელ მიკროორგანიზმებს განვითარების საშუალებას არ მისცემს. ასეთი ანტისხეულების არსებობა ორგანიზმში შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, ან წლების განმავლობაში, რომელსაც შეუძლია დაიცვას ორგანიზმი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასეთივე იმუნიტეტი ყალიბდება ძაღლებში სწორი ვაქცინაციის შედეგად. ვაქცინაციის მიზანია შექმნას აქტიური იმუნიტეტი და არ დაუშვას ცხოველის დაავადება.

– რა და რა სახის ვაქცინა არსებობს?

– არსებობს მონოვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მხოლოდ ერთი დაავადების საწინააღმდეგოდ და კომპლექსური ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ერთდროულად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგოდ.

ვაქცინაციის მიზანია შეუქმნათ ლეკვებს ვაქცინის შემდგომი აქტიური იმუნიტეტი, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდანვე. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ქვეითდება და ქრება 9-12 კვირის ასაკში. სასურველია, თუ ამ პერიოდისთვის უკვე დაწყებული გვექნება ლეკვისთვის აცრები.

ადრეულ ასაკში დაწყებული ვაქცინაცია უზრუნველყოფს ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას ორგანიზმში, რაც დაავადებისაგან იცავს ცხოველს.

– ვაქცინის მიღებიდან რამდენ ხანში ხდება ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება?

– იმუნიტეტის გამომუშავება ორგანიზმში ხდება ვაქცინის შეყვანიდან 10-14 დღის შემდეგ. ამ პერიოდისთვის ლეკვის ორგანიზმი დასუსტებული და მეტად მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. ისეთ ვაქცინებს, რომლებსაც სჭირდება განმეორებითი ვაქცინაცია, ანუ რევაქცინაცია, იმუნიტეტს უყალიბებს რევაქცინაციის მომენტიდან ორი კვირის – 14 დღის გასვლის შემდეგ.

– როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ცხოველს იმუნიტეტი?

– იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის საჭიროა ყოველწლიური რევაქცინაცია.

ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებს ცრიან 12 კვირის ასაკში და შემდეგ ყოველ წელიწადში ერთხელ.

– ვაქცინაციის პერიოდში თუ არის ისეთი რამ, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ?

– უნდა დავიმახსოვროთ, რომ ვაქცინაციის პერიოდიში ლეკვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და არ უნდა დავუშვათ სტრესის ფაქტორები – ფიზიკური დატვირთვა, დაავადებულ ძაღლებთან კონტაქტი, არასრულფასოვანი კვება, ტრანსპორტირება, რაც ხელს შეუშლის იმუნიტეტის გამომუშავებას და შეიძლება, დაავადების პროვოცირებაც მოახდინოს.

ვაქცინაცია უტარდება მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელ (დაავადების ნიშნების არმქონე) ცხოველებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ დეჰელმინთიზაცია, ანუ დამუშავებული არიან ჰელმინთების საწინააღმდეგოდ ორჯერადად, 10-14 დღის ინტერვალით. ცხოველი აუცილებლად უნდა გავასუფთავოთ გარეგანი პარაზიტებისგან.

სასურველია, გავუხსნათ ვეტპასპორტი, სადაც ვეტერინარი ყველა საჭირი მანიპულაციას შეიტანს, ვაქცინაციისა და დეჰელმინთიზაციის თარიღებს.

– რა ხანგრძლივობით მოქმედებს ორგანიზმში ვაქცინა?

– ვაქცინაციიდან გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აღმძვრელსა და ვაქცინაზე. შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან წლამდე. ვაქცინების უმრავლესობა უზრუნველყოფს იმუნიტეტის ხანგრძლივობას ერთ წლამდე, რის შემდეგაც საჭიროა რევაქცინაცია.

სასურველია, ვაქცინაციისთვის გამოყენებული იყოს ისეთი პრეპარატები, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი ფირმებისა და კომპანიების მიერ არის წარმოებული და შენახვისა და ტრანსპორტირების წესები მკაცრად არის დაცული.


скачать dle 11.3