კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ეშინია რუსეთს დასავლეთის სანქციების და დაიწყება თუ არა ბირთვული ომი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში



განვაგრძობთ რუსულ-ქართული ურთიერთობის ანალიზს. ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარია რუსი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ტევე-ცენტრის“ პროგრამა „პოსტსკრიპტუმის“ ავტორი და წამყვანი ალექსეი პუშკოვი.



– თქვენ როგორ აფასებთ რუსულ-ქართული ურთიერთობების დღევანდელობას?

– ურთიერთობა ძალიან ცუდია, ვგულისხმობ ხელმძღვანელობის დონეს. გვარი „პუტინი“ თბილისის ოფიციალური წევრების მიერ აღიქმება, როგორც მტრული; სააკაშვილი კი რუსეთში განიხილება ადამიანად, რომელთანაც რუსეთი არასდროს დაიჭერს საქმეს.

– ესეც მხოლოდ ოფიციალურ დონეზეა?

– ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი: პარადოქსი ისაა, რომ ასეთ ფონზე ხალხებს შორის საბაზისო დამოკიდებულება კარგია. ვფიქრობ, რუსეთში არსებობს თანაგრძნობის განცდა საქართველოსადმი. იქიდან გამომდინარე, რაც ვიცი ჩემი ქართველი ნაცნობებისგან, ქართული ცნობიერების სიღრმეებში რუსეთისადმი მტრობა არ არის, არსებობს პოლიტიკური გაღიზიანება, აღშფოთება იმ კამპანიით, რომელიც, თავის დროზე, რუსეთში მოხდა, მაგრამ ეს ზედაპირულია, არ გამჯდარა გენეტიკურ აპარატში და, თუკი ხელმძღვანელობა გამონახავდა საერთო ენას, ვფიქრობ, რომ ხალხი ძალიან სწრაფად აღადგენდა ურთიერთობას. რაც შეეხება სააკაშვილს: მისდამი, როგორც მტრისადმი, რუსეთში დამოკიდებულება ზოგად ნაციონალურია და ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანამ ღრმად განიცადა რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვა და ის, რაც მოხდა ცხინვალში. ოღონდ ეს ემოციები მიმართულია არა ზოგადად ქართველი ხალხისადმი, არამედ პირადად სააკაშვილისადმი.

– მე არ ვიცი, გასცა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის დაბომბვის ბრძანება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ცხინვალი ქართული ქალაქია და მისი დაბომბვა ჩემთვის მიუღებელია. მეორე მხრივ, რუსეთმა დაამყარა წესრიგი ჩეჩნეთში, იმიტომ რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა, საქართველოს კი რატომღაც არ შეუძლია წესრიგის დამყარება ცხინვალში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაა. ამიხსენით, რა განსხვავებაა ამ ორ მოვლენას შორის?

– წესრიგის დამყარება ოფიციალური ტერმინია, ზოგადად, რუსულ ცნობიერებაში მიიჩნევა, რომ რუსეთმა მოთოკა ჩეჩენი ტერორისტები და სეპარატისტები. რუსულ და არა მხოლოდ რუსულ ცნობიერებაში ჩეჩნებმა იმ ტერორისტული აქტებით, რომლებიც განახორციელეს, შეცვალეს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულება. ამ ტერაქტებამდე მათ უწოდებდნენ თავისუფლებისათვის მებრძოლებს, ამის შემდეგ კი – უკვე ჩეჩენ სეპარატისტებს და, სულ უფრო და უფრო ხშირად – ტერორისტებს. მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ქართველ ჟურნალისტებსა და საქართველოს ხელისუფლებას თავისი დამოკიდებულება აქვს აფხაზებისა და „იუჟნაია ოსეტიას“ წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ აფხაზ „ბოევიკებს“ არ დაუკავებიათ თბილისის ცენტრში თეატრი და ჩვენს ცინიკურ დროში, ამ მხრივ, აფხაზ და ჩეჩენ „ბოევიკებს“ შორის განსხვავება არის.

– მათ ჩვენ ვუწოდებთ სეპარატისტებს.

– ასევე, ცნობილია მათი არგუმენტები, მათ იომეს დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლაში დაკარგეს სამ-ნახევარი ათასი ადამიანი და ასე შემდეგ. რუსეთში ფიქრობენ, რომ რუსეთს ჰქონდა ჩეჩნეთში მოქმედების საფუძველი, იმიტომ რომ იქიდან წამოვიდა ტერორიზმის ტალღა, რაც მანამდე არასდროს ყოფილა რუსეთის ისტორიაში, მაშინ, როდესაც აფხაზები იცავდნენ თავიანთ ტერიტორიას და არ ესხმოდნენ თავს თბილისს ან საქართველოს სხვა ქალაქებს.

– მიუხედავად ამისა, რუსეთმა ჩეჩნეთში წესრიგი მანამდე დაამყარა…

– წესრიგი კი არ დაამყარა, შეინარჩუნა ჩეჩნეთი თავის შემადგენლობაში.

– კი ბატონო, შეინარჩუნა ჩეჩნეთი თავის შემადგენლობაში, ვიდრე დასავლეთი ჩეჩენ „ბოევიკებს“ ტერორისტებად შერაცხავდა?

– რუსეთმა ეს ოპერაცია მანამდე დაიწყო.

– იმას ვგულისხმობ, დასავლეთს ტერორისტებად რომ არც შეერაცხა ჩეჩენი „ბოევიკები“, რუსეთი მაინც დატოვებდა ჩეჩნეთს თავის შემადგენლობაში.

– მე 30 წლის განმავლობაში ვმუშაობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და იქ არსებობს ერთი მარტივი და პრიმიტიული კანონი: თუ თქვენ შეძლებთ ყოფილ ცენტრზე გამარჯვებას, მოძებნით ისეთ ლიდერებს, რომლებიც არ ითამაშებენ ორმაგ თამაშს და მოახერხებთ მოსახლეობის ისეთ მობილიზებას, რომ არავინ წავა ყოფილ ცენტრთან მოლაპარაკებაზე, როგორც წესი, მიაღწევთ დამოუკიდებლობას და ამის ერთ-ერთი მაგალითია კოსოვო.

– გაგაწყვეტინებთ, აფხაზეთში არ არის ქართველი მოსახლეობა, იმიტომ, რომ ისინი გამოაძევეს, თორემ მოსახლეობის მობილიზება შეუძლებელი იქნებოდა.

– ბაღაფშს ცოლი ქართველი ჰყავს.

– ბაღაფშიც თავისი წარმოშობით ლაზია და აფხაზური გვარების დიდი უმეტესობა ქართულია, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ ქართველებზე, რომლებიც თავს ქართველებად მიიჩნევენ და აფხაზეთიდან გამოაძევეს.

– დავასრულებ ჩემს აზრს: ისე აეწყო კაცობრიობის ისტორია, რომ რაღაც ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია ძალთა გადანაწილებაზე. ჩეჩნეთში რუსეთმა წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც წავიდნენ ცენტრთან მოლაპარაკებაზე, ანუ, როდესაც განხეთქილება დაიწყო ჩეჩნეთის სეპარატისტულ მოძრაობაში. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას რომ მოეხერხებინა აფხაზი საზოგადოების გათიშვა, მოვლენები სხვა სცენარით განვითარდებოდა. იმის მიხედვით, რაც აფხაზეთში ხდებოდა, პირადად ჩემთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

– რუსეთი არ აპირებს თავისი აღიარებების უკან წაღებას, საქართველო არ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასთან შეგუებას. რის იმედი აქვს რუსეთს: საქართველო, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდება, შეეგუოს ვითარებას?

– მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მიმართულება არ არის პირველხარისხოვანი. რუსეთის საგარეო პოლიტიკაში კრიტიკული მიმართულებებია: ჩინეთი, აშშ, ევროპა, უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი. მეორე ადგილზე არიან: შუა აზია, ირანი, ინდოეთი, არაბული სამყარო, ვენესუელა; ამის შემდეგ მოდის, უბრალოდ, მნიშვნელოვანი მიმართულებები: საქართველო, კორეა…

– აზერბაიჯანი სად ხვდება?

– მესამე რიგში.

– ესე იგი, ჩვენთან. სომხეთი?

– სომხეთი მოკავშირეა.

– რაკი ბელორუსია ახსენეთ და ისიც მოკავშირეა, იმიტომ დავინტერესდი სომხეთით.

– თუ ყველაფერი კარგადაა, სომხეთი არ არის კრიტიკული მიმართულება, თუ იქ დაიწყება პრობლემები, მაშინ სომხეთი უკვე კრიტიკული მიმართულება გახდება, რადგან მოკავშირის დაკარგვა ყოველთვის მტკივნეულია. ამდენად, იმის თქმა, რომ რუსეთი ყოველდღე აანალიზებს საქართველოსთან ურთიერთობას, არასწორია. რის იმედი აქვს თურქეთს, რომელმაც აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსი? არაფრის, უბრალოდ თურქეთი არასდროს დააგდებს ჩრდილოეთ კვიპროსს ბედის ანაბარა. საერთოდაც, სააკაშვილს რომ არ დაეწყო ცხინვალის შტურმი, რუსეთის ხელისუფლება არ წავიდოდა აღიარებაზე.

– ამბობთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის საქართველო არ არის კრიტიკული მიმართულება, მაგრამ პირველ სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს რუსეთის მოსწავლეებს და ლაპარაკობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე?

– ამ ყველაფრის მიზეზია ემოციები. საქართველო ორას წელს იყო რუსეთის შემადგენლობაში, თვითონ მოვიდა, ჩვენ მისთვის არ გვითხოვია, თავად გააკეთა არჩევანი ირანსა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ და ჩვენ 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ერთად, ვიბრძოდით ერთად, ერთ-ერთმა ქართველმა აღმართა წითელი დროშა რაიხსტაგზე.

– არა მხოლოდ წითელი დროშა აღმართა, ქართველი იყო იმ ომის მთავარსარდალი.

– ასე ვთქვათ, ბაგრატიონიდან აბულაძემდე, საქართველოს კულტურა და ისტორია არის რუსეთის ისტორიისა და კულტურის ნაწილი, ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს რუსულ კულტურაში და, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსული კულტურაც არის ქართული კულტურის ნაწილი. ანუ ამ ორი ხალხის ბედი გადაეჯაჭვა და მედვედევმაც ისაუბრა რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიაზე, შესაძლოა, სრულიად გაუცნობიერებლადაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ემოციები დიდ როლს ასრულებს პოლიტიკაში. სხვათა შორის, თუ რამეს შეუძლია რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება, ეს სწორედაც რომ ემოციური საწყისია.

– ანუ აღარ აინტერესებს რუსეთს საქართველოს განცდები აგვისტოს შემდეგ?

– თქვენ აფასებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებას, როგორც ცივი გონებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

– არა, მე ამას ვაფასებ, როგორც ჩიხს, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

– მე კი ამას ვაფასებ, როგორც რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოუვალ სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილებას. ცხინვალის შტურმის შემდეგ მედვედევსა და პუტინს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ; მათ გააკეთეს ის, რასაც მათგან რუსეთის საზოგადოებრივი აზრი ელოდა. პოლიტიკაში არსებობს სიტუაციები, როდესაც არ არსებობს კარგი გადაწყვეტილებები და, არსებობს, მაგალითად, ხუთი ცუდი გადაწყვეტილება. პუტინსა და მედვედევს, უბრალოდ, არ ჰქონდათ კარგი გადაწყვეტილება. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარება იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ არ შეეძლოთ, არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. შეიძლება, იკითხოთ: რას ფიქრობდნენ ისინი საქართველოს რეაქციაზე? არაფერსაც არ ფიქრობდნენ.

– არ აინტერესებდათ?

– არა, ისინი ხელმძღვანელობდნენ იმ მოსაზრებით, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, როგორც რუსეთის ხელმძღვანელებს, რომლებიც აძლევდნენ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ უსაფრთხოების გარანტიებს.

– ანუ იმ კონკრეტულ მომენტში რუსეთმა ამერიკას აჯობა?

– მე არ ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკა მხარე იყო და იმ დროს რუსეთის ხელისუფლება არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეჯობნა ამერიკისთვის. ის ფიქრობდა, რომ შეესრულებინა საზოგადოებრივი დაკვეთა და ამის შემდეგ უცბად გაირკვა, რომ რუსეთმა აჯობა ამერიკას, მაგრამ ეს გაირკვა შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ამერიკას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, მაშინ არავის ეგონა, რომ რუსეთს ეს გაუვიდოდა. თუმცა პირადად მე ვფიქრობდი, რომ გაუვიდოდა, რადგან ბუში დასუსტებული იყო ერაყის ომით, ევროკავშირი დამოკიდებული იყო და არის რუსულ გაზზე. მაგრამ, ერთია, როდესაც შორიდან აფასებ სიტუაციას და მეორე, როდესაც თვითონ იღებ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ჩემი აზრით, პუტინმა და მედვედევმა მიიღეს გადაწყვეტილება ისე, რომ შედეგებზე არ უფიქრიათ. თანაც, გაითვალისწინეთ, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცხელ გულზე, 26 აგვისტოს, როდესაც მოვლენების ფინალი ჯერ კიდევ არ იყო ნათელი.

– ჩვენთან არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილმა ითამაშა რუსული თამაში და მას რუსეთმა ყველა საშუალებით უბიძგა მოვლენების ისეთი განვითარებისკენ, რაც აგვისტოში მოხდა.

– სააკაშვილმა დე-ფაქტო ითამაშა რუსული თამაში. საერთოდ, ყველა საგარეო-პოლიტიკურ მოქმედებას აქვს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებიც განსაზღვრავს, რამდენადაა მომზადებული ეს გადაწყვეტილებები. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარება არ იყო მომზადებული რუსეთის მიერ და ამის დადასტურებაა ის, რომ ისინი მხოლოდ ნიკარაგუამ აღიარა.

– უგო ჩავესმაც აღიარა.

– ერთი წლის შემდეგ, მაგრამ, როდესაც ამერიკელებმა აღიარეს კოსოვო, ის მაშინვე აღიარა თექვსმეტმა სახელმწიფომ, ნახევარი წლის შემდეგ კი – 35-მა თუ 40-მა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკასა და ევროკავშირის მსხვილ სახელმწიფოებს მომზადებული ჰქონდათ კოსოვოს აღიარების საფუძველი, რუსეთი კი ამ აღიარებას არ ამზადებდა, რადგან თითქმის მარტო დარჩა. არადა რუსეთს საკმარისი ავტორიტეტი აქვს საიმისოდ, რომ ხუთ-ექვს სახელმწიფოს მაინც ეღიარებინა აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობა. რატომ არ მოხდა ეს? იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება საკმაოდ სპონტანურად მიიღო.

– გამოდის, რომ რუსეთს არ აინტერესებს საქართველოს დანარჩენი ტერიტორია?

– როგორ არ აინტერესებს?!

– და როგორ წარმოუდგენია ეს ურთიერთობა? მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი მიწა იყო და ის რუსეთმა წამართვა. როგორ უნდა აღვადგინო ურთიერთობა რუსეთთან?

– მე მგონია, რომ რუსეთს არ აქვს საქართველოსადმი შორს გამიზნული სტრატეგია. განიცდის თუ არა რუსეთი, რომ საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა აქვს? რა თქმა უნდა, ვის ახარებს ცუდი ურთიერთობა?! არც ამერიკელებს მოსწონთ, რომ ისინი არ უყვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო რუსეთი უარს იტყვის თავის აღიარებაზე. სიტუაციის უკან დაბრუნება მიუღებელია როგორც პოლიტიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. საქართველოს რეაქციის გამო რუსეთი თავის აღიარებას უკან არ წაიღებს.

– რუსეთი ბლოკავდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას კონფლიქტური რეგიონებით, ამ აღიარებით რუსეთმა ნატოსკენ გაუხსნა გზა საქართველოს?

– ცნობილია, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ნატოს გაფართოებით; მეორე მხრივ, თუ ნატო მაინც მიიღებს საქართველოს, ეს ნატოსა და რუსეთს შორის დაუძლეველ კრიზისს გამოიწვევს.

– და, რაში გამოიხატება ეს დაუძლევლობა?

– ჩემი აზრით, მოხდება ნატოსთან ჩვენი ურთიერთობის სრული გადახედვა და რუსეთს ხელი გაეხსნება, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება ნებისმიერი საშუალებით.

– ანუ, მივუახლოვდებით ბირთვულ ომს?

– არა, ეს მხოლოდ პოლიტიკური თამაშებია. უბრალოდ, რუსეთი აღარ იქნება ნატოს პარტნიორი. პირადად მე ნატოს მარტო დავტოვებდი თალიბებთან, შევწყვეტდი ამერიკელებისა და ნატოს სამხედრო ტვირთების გადასროლას რუსეთის ტერიტორიით.

– თუ საქართველო ნატოს წევრი იქნება, ჩვენ გავატარებთ ამ სამხედრო ტვირთებს ავღანეთისკენ.

– თქვენ ხომ რუსეთის რეაქციაზე მკითხეთ და მეც გიპასუხეთ. სხვა საქმეა, რას გააკეთებენ ნატო და საქართველო, ეს მათი გადასაწყვეტია. იმის თქმა მინდა, რომ რუსეთისთვის საქართველოს ნატოში შესვლა უარყოფითი მოვლენაა, თუმცა ვიცით, რომ მოსახლეობის 70-მა პროცენტმა რეფერენდუმზე თანხმობა განაცხადა ნატოში გაწევრიანებაზე. რუსეთში არ არიან გულუბრყვილო ადამიანები და მათ იციან, რომ აგვისტოს შემდეგ ასეთთა რიცხვი არ შემცირდებოდა, პირიქით. ამიტომ საქართველოსგან ლოიალობას არავინ ელის.

– თუ სწორად მივხვდი, რუსეთისთვის საქართველო, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არანაირი ფაქტორი არ არის?

– საქართველო არ დგას პოზიტიურ დღის წესრიგში, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნეგატიურ დღის წესრიგში; ვიქტორ იუშჩენკოს შემდეგ მეორე – მიხეილ სააკაშვილია.

– მიიჩნევა, რომ ამ ვითარებაში დიალოგის არარსებობა კომფორტული მდგომარეობაა რუსეთისთვის და, შესაბამისად, სააკაშვილიც ხელსაყრელი პარტნიორია. ეთანხმებით?

– მე ასე არ ვფიქრობ. რუსეთში არ აქვთ მიზანი, რომ არ ელაპარაკონ საქართველოს. პირიქით, დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რუსეთისთვის მომგებიანია დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან. მაშინ ჩვენ ვიტყოდით, იყო ომი, გვქონდა კრიზისი, ვაღიარეთ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, მაგრამ, ხომ ხედავთ, მაინც ვლაპარაკობთ საქართველოს ხელისუფლებასთანო. ასე რომ, თუ არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გახდება სხვა პოლიტიკური ფიგურა, პირიქით, ეს გააფართოებდა რუსეთის დიპლომატიურ შესაძლებლობებს, მანევრის საშუალებასაც მისცემდა. საერთაშორისო თვალსაზრისით, რუსეთს სჭირდება საქართველოსთან დიალოგი, ეს მის იმიჯს გააკეთილშობილებდა.

– და რა უნდა იყოს ამ დიალოგის თემა?

– ეს რთული საკითხია... მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები.

– რუსეთი და საქართველო, ოღონდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე?

– შავი ზღვის რეჟიმი.

– ანუ, საქართველო ნატოს გარეშე?

– არ მგონია, რომ საქართველოსთან ნატოს თემის განხილვას დავიწყებდით. შავი ზღვის თემა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია. არის სხვა თემებიც, მათ შორის, ავღანეთის თემა.

– დავაკონკრეტებ: რუსეთს უნდა დიალოგი საქართველოსთან, რომელიც არ იქნება ნატოს პარტნიორი?

– ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ტრიალოგი; ეს უნდა იყოს დიალოგი – რუსეთი და საქართველო; ნატო არაფერ შუაშია.

– საქართველომ უარი უნდა თქვას პრონატოურ ორიენტაციაზე?

– ეს საქართველოს უფლებაა, მაგრამ ჩვენ მეზობლები ვართ და ანგარიში უნდა გაგვიწიოთ. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდება ნატოს ან ამერიკული ბაზები, რა თქმა უნდა, დიალოგი რუსეთთან უსაგნო იქნება.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3