იოცნებე წესებით
თუ საკუთარ ოცნებებში კარგად გაერკვევი და ზუსტად გეცოდინება, რა გინდა, ოცნება აუცილებლად ასრულდება. იქნებ, არ იცი, რომ ოცნებასაც თავისი წესები აქვს.
წესი პირველი: არასდროს იოცნებო იმაზე, რაც იცი, რომ არასოდეს ახდება. ნუ მოიტყუებ თავს და ნუ გაუჯიუტდები შენს ინტუიციას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებ.
წესი მეორე: დაბლა დასწიე თამასა, რომელიც ისე მაღლა გაავლე, რომ, ეჭვიც კი გეპარება, შესწვდები კი მას როდისმე?! შენ ხომ ყველაზე უკეთესად იცი საკუთარი შესაძლებლობები! ხომ იცი, რომ ვერასოდეს გახდები დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, მაგრამ ეს სულაც არ არის ტრაგედია, ცხოვრება ამის გარეშეც მშვენიერია.
წესი მესამე: იფიქრე, იფიქრე და კიდევ ერთხელ იფიქრე. ფიქრი სასარგებლოა, მაგრამ, ეს ფიქრები პოზიტიური უნდა იყოს. როცა ცუდს ფიქრობ, შენი ტვინი უარყოფით იმპულსებს გამოსცემს, რაც აუცილებლად შეგიშლის ხელს ნორმალურ მუშაობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
წესი მესამე: იმოქმედე! ნუ დაჯდები გულზე ხელებდაკრეფილი და ნუ იწუწუნებ იმაზე, რომ ცხოვრებაში არ გაგიმართლა. მნიშვნელობა არ აქვს, რას ეძებ – სიყვარულს თუ წარმატებული კარიერის გაკეთება გინდა. ნუ გაუშვებ ხელიდან რეალურ შანსს, ნუ იქნები ზედმეტად მკაცრი და კრიტიკული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შენ გარშემო არიან. დაიმახსოვრე, ურთიერთობის ოქროს პრინციპი: მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.
წესი მეოთხე: იოცნებე მხოლოდ თავისუფალ დროს, რადგან ადამიანებს დასაკარგავი დრო ნამდვილად არ გვაქვს. საკუთარი თავის რეალიზება არა მხოლოდ ოცნებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც უნდა მოახდინო. ასე რომ, ნუ გაერთობი. გახსოვდეს, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შენი ხვალინდელი დღე.