კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურმე ეწყინა...


ყველაფერი იდეალურად იწყება: თავიდან არის დიდი სურვილი, ესმოდეს შენი, დაგეთანხმოს ყოველთვის ყველაფერში, მაგრამ, ეს მანამ ხდება, სანამ თავის საწადელს მიაღწევს, ანუ, თქვენს გულს მოინადირებს. მერე კი იწყება დაუმსახურებელი კრიტიკა. მამაკაცი მანამდეა დამთმობი და „მარად აღფრთოვანებული“, სანამ ქალს თავისად დაიგულებს. ამის შემდეგ კი, რატომღაც, ცდილობს, გადააკეთოს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ერთ დღეს „აღმოაჩენს“, რომ კაბა, რომელიც მას ასე ძალიან მოსწონდა, ახლა „გასუქებთ“; მოკლე და ვიწრო ქვედაბოლო ისე აღარ გიხდებათ; ჯინსი თქვენი სტილი არ არის. ერთი სიტყვით, ხშირად მოახერხებს, გული გატკინოთ. საქმე ისაა, რომ მამაკაცების დიდი უმრავლესობა მესაკუთრე და ეგოისტია. სწორედ ამ ორი თვისებიდან გამომდინარე და, კიდევ იმიტომ, რომ, შეიძლება, „გუშინ“ ყურადღება დააკელით, ის ცდილობს, სამაგიერო ამ ფორმით გადაგიხადოთ. როგორ დაიცვათ თავი? ძალიან ადვილად: თუ შეძლებთ, რომ ერთი-ორი შენიშვნა ან „კეთილი რჩევა“ ყურს იქით გაატაროთ, შეიძლება, თქვენს მეუღლეს აღარ გაუჩნდეს სურვილი, კორექტივი შეიტანოს თქვენს ჩაცმულობასა თუ ქცევაში. მამაკაცს, შეიძლება, უცებ ეწყინოს ის, რომ თქვენ მასთან შეუთანხმებლად იყიდეთ ახალი კაბა, პერანგი თუ შარვალი, მაგრამ, არაფერი გითხრათ. თუმცა, ამას არ დაივიწყებს და შეეცდება, ეს ნივთი თქვენი გარდერობიდან დღის სინათლეზე არ გამოვიდეს. თუ არ გინდათ, რომ კარადა ასეთი ტანსაცმლით გაივსოს, შეეცადეთ, მეუღლე საყიდლებზე წაიყვანოთ და რჩევა ჰკითხოთ. მისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მის აზრს ითვალისწინებენ. აამეთ მას, რათა უნებლიედ არ აწყენინოთ.


скачать dle 11.3