კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცი – უფლისწულის წინააღმდეგ


მაინც, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ უფლისწულთან ცხოვრება უდიდესი ბედნიერებაა და ქალი, რომელსაც ასეთი ბედნიერება ხვდება წილად, სიცოცხლის ბოლომდე უპრობლემოდ იცხოვრებს? მოდი, ვნახოთ, რა უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ მამაკაცს ზღაპრულ უფლისწულთან შედარებით.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვეულებრივი მამაკაცი შეიძლება იგინებოდეს, ჩხუბობდეს და არ ჰქონდეს მეფური მანერები, მაგრამ ის არც თქვენგან მოითხოვს, თავი დედოფალივით გეჭიროთ. ჩვეულებრივი მამაკაცი ადვილად მიდის კომპრომისზე, ადვილად გაპატიებთ და ესმის თქვენი. ზღაპრულად კარგი რაინდი, რომელსაც თქვენ ელოდებით, შეიძლება, არასოდეს გამოჩნდეს. მის ლოდინში კი დიდი შანსი გაქვთ, ცხოვრების ერთგული თანამგზავრი დაკარგოთ. მოგვიანებით აუცილებლად მიხვდებით და ინანებთ, მაგრამ ძალიან გვიან იქნება. ნურასდროს „შეავსებთ“ ანკეტას წინასწარ, თქვენთვის სასურველი მონაცემებით, ანუ, მე მინდა ლამაზი, პატიოსანი, კეთილი, ჭკვიანი, მხიარული, მდიდარი... – ასე მარტივად არ არის საქმე. ყველაფერი ერთად, ერთ „სასაჩუქრე კალათაში“ – არ არსებობს. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ არც თქვენ ხართ იდეალური. ჩვეულებრივ მამაკაცთან ურთიერთობა უფრო მარტივია, რადგან მასთან თავს კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობთ, არ დაკომპლექსდებით და არ იფიქრებთ იმაზე, რომ რაღაც შეგეშლებათ, რაღაცას ისე ვერ იტყვით და ყველაფერს გააფუჭებთ.

იდეალური მამაკაცი პრობლემაა. არ გჯერათ? მაშინ, თქვით, რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რომ მის იდეალურობასთან „ახლოს მიხვიდეთ“? გაწამდებით და დაიტანჯებით. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ადამიანი იმიტომაც არის ადამიანი, რომ შეცდომებზე ისწავლოს და გაიზარდოს, ზოგჯერ – სხვისაზე, ზოგჯერ – თავისაზე. ასე რომ, იქნებ, ღირს გაუღიმოთ და თქვენკენ მოუხმოთ მამაკაცს, რომელიც უკვე მერამდენე თვეა, უშედეგოდ ცდილობს თქვენი გულის მოგებას.


скачать dle 11.3