კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ებრძვის ნანიკო ხაზარაძე მამაკაცებს და ვის არ ემუქრება ის პირდაპირ ეთერში გაპუტვით


„იმედის“ სატელევიზიო ეთერს ახალი თოქშოუ შეემატა. ყოველდღე პირდაპირ ეთერში დოდო ხურცილავა, ნანიკო ხაზარაძე და ია ფარულავა საკუთარ შოუს დადგამენ – გადაცემის ფორმატის მიხედვით სამი ერთმანეთისგან განსხვავებული მენტალიტეტის ქალის საუბრის თემა მრავალფეროვანი უნდა იყოს, რაზედაც თავად წამყვანებიც თანხმდებიან. თუმცა, ისინი სტუდიაში გუგულების როლში ყოფნაზე უარს ამბობენ და სიურპრიზებს არა მხოლოდ ქალებს, მამაკაცებსაც ჰპირდებიან.


– სატელევიზიო სივრცეში უკვე არსებობს გადაცემა, რომელშიც ქალები „სამზარეულოში“ ქალურ თემებზე „ჭორაობენ“, რატომ გაჩნდა კიდევ ერთი ასეთი გადაცემის შექმნის იდეა?

დოდო ხურცილავა: მე ვფიქრობ, რომ ეს ორი გადაცემა ერთნაირი არ იქნება, თუმცა სამზარეულო სულაც არაა ხელწამოსაკრავი თემა – საბჭოთა კავშირის არსებობის დროს სამზარეულოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ წყდებოდა. დრამატურგიაშიც კი არსებობდა მიმდინარეობა „ჭუჭყიანი ნიჟარა“. ასე რომ, სამზარეულო ყოველთვის იქნება აქტუალური, როდესაც ქალები ჭორაობას გადაწყვეტენ.

ნანიკო ხაზარაძე: და არა მხოლოდ ქალები, ჩემი აზრით, კაცები ქალებზე ნაკლები ჭორიკნები არ არიან.

დოდო: ჩვენს გადაცემაში საუბარი იქნება ყველაფერზე, მათ შორის იმაზეც თუ რა მოხდა თბილისში წინა დღეს. ჩვენ გამოვთქვამთ საკუთარ მოსაზრებებს ტრადიციულ და არატრადიციულ თემებზე, ვისაუბრებთ მოდაზე, ფეხბურთზე.

ნანიკო: ვისაუბრებთ მანქანებზეც, მე პირადად მანქანას ისე დავშლი და ავაწყობ, ნებისმიერ მამაკაცს შეშურდება. ფეხბურთში „პრაფანი“ ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, დოდო ერკვევა კარგად. თან, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და ამ მხრივაც საინტერესო დისკუსიები გველის.

– რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი თქვენი გადაცემა და როგორი ფორმატით გავა ეთერში?

– ვისხდებით სტუდიაში მაგიდასთან, შეიძლება სტუმარი ხაჭაპურზეც კი დავპატიჟოთ. ჩვენი გადაცემა გათვლილია ქალებზე, კაცებზე, მათზე ვინც სამის ნახევარზე სახლშია და ტელევიზორს უყურებს.

– ქალბატონო დოდო, რატომ შეგარჩიეს გადაცემისთვის სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, როგორ შეიქმნა თქვენი ტრიო?

– ჩვენი ტრიო სრულიად შემთხვევით შედგა. საკმაოდ ბევრი ადამიანი გასინჯეს და არჩევანი ჩვენს სამეულზე გააკეთეს. მე და ნანიკოს გვქონდა ერთად მუშაობის გამოცდილება „ნანიკოს შოუში“ და სიმართლე გითხრათ, მასთან მუშაობა ძალიან მომეწონა.

– ია ფარულავა „დაზვერეთ,“ ხომ უნდა იცოდეთ ვისთან ერთად იწყებთ ახალ საქმეს?

– არა, დაზვერვა არ დამჭირვებია. მე მგონი, ერთმანეთის გაცნობა პირდაპირ ეთერში ჯობია. სულ არაა საჭირო, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობდეთ და ერთნაირი ხასიათი გვქონდეს. ახალი გადაცემის ავტორებმა ჩვენში დაინახეს ის, რაც მათ და გადაცემას სჭირდებოდა. ჩვენს შორის არსებული ასაკობრივი განსხვავება, დაახლოებით, ათი წელია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი და აზროვნება გვაქვს. ია არის ამერიკანიზებული, ნანიკო ძალიან თანამედროვე, მაგრამ ტრადიციული, მე მაქვს ქართული ხასიათი, მაგრამ ვარ ანჩხლი. ხანდახან შეიძლება, როლები ისე შეიცვალოს და მე ისეთი თანამედროვე აღმოვჩნდე, მათ რომ არც დაესიზმრებათ. იქვე სტუდიაში მოვუწყობ სიურპრიზებს ჩემს თანამედროვე და ტრადიციულ ნანიკოს (იცინის).

– ნანიკო და ტრადიციული?

ნანიკო: თქვენ არ იცით, მე როგორი ჩოხა მაცვია შიგნით (იცინის). ჩემი გარეგნული იმიჯი მხოლოდ გარეგნულია. ისე, ძალიან ჩიხტიკოპიანი ვარ. ვინც მე კარგად მიცნობს, ეს მშვენივრად იცის.

– ბოლო დროს ძალიან შეიცვალე იმიჯი.

– ეს ხელოვნურად არ გამიკეთებია, ბუნებრივად მოხდა. ტოროლას როლში ხომ არ დავრჩებოდი? გავიზარდე, ასაკი და გამოცდილება მომემატა, დროსთან და განწყობასთან ადეკვატურად შევიცვალე. ბევრი რამ აღარ მიზიდავს, თავისთავად ვთქვი უარი იმ რაღაცეებზე. ჩავკეტე სკივრში, რომელიც დავლუქე და დავასრულე. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. მაგალითად, ახლა საერთოდ აღარ მიყვარს ხალხმრავლობა და სახლში ყოფნა მირჩევნია დედამიწის ზურგზე ყველაფერს. ესეც დრომ მოიტანა. ახლაც საკმაოდ დიდხანს მომიწია სახლში ყოფნა. მე მიჩვეული ვარ ტაიმ-აუტებს, თუმცა ძალიან მინდოდა ტელევიზიაში მუშაობის დაწყება. ბოლო პერიოდში რამდენიმე ქასთინგშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ უარი მითხრეს. ამის გამო ძალიან არ გავნაწყენებულვარ. ამ გადაცემაში მუშაობაც მინდოდა, ჩემი ემოციები არ დამიფარავს და ხმამაღლა ვამბობდი: გთხოვთ, ამიყვანეთ-მეთქი, საბედნიეროდ, ამჯერად გამიმართლა.

– როდესაც გადაცემას რამდენიმე წამყვანი ჰყავს, ეს პრობლემებს იწვევს ხოლმე, რომელიც ეკრანზეც კი ჩანს. მთლად ჰარმონიული არ უნდა იყოს თქვენი ტრიო, მით უმეტეს, რომ ორ წამყვანს საკმაოდ სკანდალური იმიჯი აქვს.

დოდო: არსებობს რაღაც-რაღაცეები, რასაც ვერავინ გადააბიჯებს. ზურგს უკან ყოველთვის დგას შენი ოჯახი, რომელიც ან გიმაგრებს ზურგს, ან პირიქით გირყევს. უნდა იცხოვრო ისე, როგორც გიცხოვრია, მნიშვნელობა არ აქვს სად მოხვდები.

ნანიკო: მე ვფიქრობ, რომ წამყვანთა შორის ერთგვარი „კონფლიქტი“ უკეთესიც კი არის, ვიდრე ასე შეხმატკბილებულად, გუგულებივით ჯდომა სტუდიაში. ერთმანეთს თმაში არ ვეცემით და არ გავპუტავთ, თუმცა დისონანსები აუცილებლად იქნება (იცინის).

– ვისგან ემუქრება სამეულს ეს საფრთხე?

– ჩვენს შორის ყველაზე დიდი ინტრიგანი დოდოშკაა და მას დავუთმობთ ასპარეზს.

– როგორც ვიცი, გადაცემისთვის ერთგვარ ექსპერიმენტზე წახვედით და თმის ფერიც კი სპეციალურად შეარჩიეთ.

– ჩვენ ვიქნებით ჭრელი ტრიო – დოდოშკა წითელი თმით, მე – ყვითლით და ია შავი თმით. ესეც ერთგვარი ინტრიგაა.

დოდო: მე გავთქვამ ამ საიდუმლოს. ძალიან გამიჭაღარავდა თმა და ვერცხლისფრად მქონდა შეღებილი, მაგრამ ეკრანს ვერცხლისფერი არ მოუხდა. სატელევიზიო იმიჯმა წითელი ფერი მოითხოვა. მე ასეთი ხასიათი მაქვს – ნებისმიერ საქმეში თავიდან ბოლომდე ვერთვები, ამიტომაც იოლად წავედი ამ მსხვერპლზე.

– გადაცემის ავტორებს თქვენგან სხვა მსხვერპლი არ მოუთხოვიათ? თუნდაც ჩაცმულობასთან დაკავშირებით..

– ამ ექსპერიმენტზე ნამდვილად არ წავიდოდი. მე ჩაცმის გარკვეული სტილი მაქვს, რომელსაც ვერ დავარღვევ. როგორ კარგადაც არ უნდა ჩამაცვას ვინმემ, თუ სამოსი ვერ მოვირგე, კომფორტულად ვერ ვიქნები.

ნანიკო: ჩვენს სტილს არავინ შეეხება, როგორებიც ვართ სინამდვილეში ისეთები ვიქნებით გადაცემაშიც. შევდგები მაღალ ქუსლებზე, გავიკეთებ მაკიაჟს და ჩავიცვამ კაბებს. ისე, მაკიაჟსაც არ გავიკეთებდი, ამისი საშუალება რომ იყოს. ვერ ვიტან ჩემს სახეზე ფოთიალს რომ იწყებენ. დასამალი არაფერი მაქვს – არც სახეზე, არც ცხოვრებაში. ჩვენ შევხვდით უფროსობას ყველაზე მაღალ ინსტანციაში. მათ ყველაფრის უფლება მოგვცეს, გარდა იმისა, რომ კარატეს ილეთები არ უნდა გამოვიყენოთ (იცინის).

– ქალბატონო დოდო, ია და ნანიკო თქვენს გამოცდილებას და რჩევებს მიიღებენ?

– მე დიდი ხანია ლექციებს ვკითხულობ და ახალგაზრდებთან მუშაობის სტრატეგია ვიცი... ხანდახან მეც დამჭირდება ამათგან რჩევები. ამას წინათ ნანიკო თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მელაპარაკებოდა და აშკარად ჩამჭრა (იცინის), მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებით ვიქნებით საინტერესო...

– ერთ-ერთი თქვენგანი „დაგვემუქრეთ,“ ჩემს პირად ისტორიებს საკუთარ გადაცემაში მოვყვებიო, როგორც ჩანს, ქალური თემები და სასიყვარულო ისტორიები „დღის თოქშოუს“ მთავარი თემებია. სამი ქალი ერთად ფემინიზმისკენ ხომ არ მიდიხართ?

ნანიკო: სამი ქალი ერთად ნამდვილად დიდი ძალაა, მაგრამ არავითარი ფემინიზმი! ჩვენი გადაცემა არ იქნება ფემინისტური, მამაკაცებს არ დავჩაგრავთ. ის, რომ მე მარტოხელა დედა ვარ, სულაც არ მიმაჩნია უბედურებად. როგორ და რატომ შეიძლება ებრძოლო მამაკაცს, რომელიც ერთადერთია ვინც ქალს სრულფასოვნების შეგრძნებას ანიჭებს? რატომ უნდა ებრძოლო იმას, რაც გახარებს? იმიტომ რომ, გატკინა? მერე რა, სხვა არ გატკენს? მე ვფიქრობ, არაფერია იმაში ცუდი, თუ გადაცემაში საკუთარ ცხოვრებისეულ ისტორიებს მოყვები. ამით ტკივილისგან თავისუფლდები კიდეც, ოღონდ დეტალებზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. მე ჩემს სამზარეულოში და გარდერობში შეიძლება ახლო მეგობარიც არ შევიყვანო. ორივე მათგანი ყველასთვის დალუქულია, მაგრამ ემოციის დამალვა არასწორად მიმაჩნია.

დოდო: პირად ისტორიებზე თავისუფლად საუბარი შეიძლება, მე უფრო გამომივიდეს, ვიდრე იას და ნანიკოს. წლების მერე გრძნობები ცივდება და საკუთარი ასაკი საშუალებას გაძლევს, იყო უფრო გახსნილი პირად თემებზე საუბრისას. თუმცა, ვერ მოვყვები იმ დეტალებს, რომლებიც ჯერ კიდევ მტკივნეულია ჩემთვის. იყო დრო, დედაჩემის სახელს ვერ ვახსენებდი, ახლა მასზე თავისუფლად შემიძლია, ვილაპარაკო.

– სამ ქალს პირადი ისტორიებით მაინც თუ გაქვთ რაიმე საერთო?

– ალბათ, სამივეს გვიყვარდა, სამივეს გვღალატობდნენ, ჩვენც ვღალატობდით, მივუტოვებივართ და მიგვიტოვებია. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ცხოვრებისეული გზა გვაქვს, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ალბათ, ამიტომაც იქნება ჩვენი სამეული საინტერესო.


скачать dle 11.3