კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განმეორებითი შემოწმება და ფეხმძიმე „ქალბატონი“ მილიციელი


ფეხმძიმე ქალბატონი

მე და ჩემი მეგობარი, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებ და პირობითად გივის ვუწოდებ, „მურში“ ვმუშაობდით. მიუხედავად იმისა, რომ გივი კარგი ოპერი იყო, ერთი დიდი მინუსი ჰქონდა, ის ნარკომანი იყოთ. მართალია, ყოველდღე არ „კაიფობდა“ და ეგრეთ წოდებულ „გნილოი“ ნარკომანების რიცხვს არ ეკუთვნოდა, მაგრამ, მაინც ნარკომანი იყო და ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, თვეში ერთხელ მაინც „იჩხირავდა“... სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, „მურში“ ანტინარკოტიკული რეიდები ტარდებოდა. კომისია მოულოდნელად მოდიოდა სამსახურში. შემდეგ, ყველას ერთ რიგში დაგვამწკრივებდნენ და სპეციალურ ქილებში გვაშარდვინებდნენ. ბოლოს ამ ქილების შიგთავსს ექსპერტიზას უტარებდნენ და თუკი ბოლო 30 დღის განმავლობაში ვინმეს ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, აუცილებლად ავლენდნენ. გამოვლენილ ნარკომანებს კი სამსახურიდან აგდებდნენ და ზოგჯერ ციხეშიც კი ამწესებდნენ. გივიმ ზედამხედველობის ინსპექციაში ნაცნობი მონახა, რომელიც ნარკოშემოწმების ზუსტ თარიღს ატყობინებდა მას და ისიც ერთი თვით ადრე წყვეტდა ნარკოტიკების მიღებას. კომისიაზე „პირნათელი“ წარდგებოდა ხოლმე და მისი შარდი კრისტალივით „სუფთა“ იყო... ერთ-ერთი ასეთი შემოწმების მერე, გივიმ ჩემ წინ თავხედურად „გაიჩხირა“ და გენერალური ინსპექციის მისამართით თქვა: „გოიმები, კიდეც ვკაიფობ და ამათაც ვატყუებო...“ მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. გივის ცოტა ხანში მისმა ნაცნობმა დაურეკა და უთხრა:

– ხვალაც შემოწმებაა და იცოდეო...

გივი გაშრა, გაფითრდა და ამოილუღლუღა: „დავიღუპეო“. თუმცა, გამოსავალი მოვნახეთ და გივიმ თავისი მეუღლის შარდი მოიტანა, რომელიც ლიმონათის ბოთლში ესხა და კომისიის წევრებს სწორედ ცოლის შარდი მისცა შესამოწმებლად. შემოწმება კი ასეთი სისტემით ტარდებოდა. ჩაწყობა რომ გამოერიცხათ, ლაბორატორიის უფროსს შარდი ნომრების მიხედვით ეძლეოდა და მათზე გვარები არ ეწერა. გვარების სია კი, გენერალური ინსპექციის უფროსს ჰქონდა. ამგვარად, ჩაწყობა გამორიცხული იყო...

ანალიზის შედეგებს ლაბორატორიის უფროსი კითხულობდა. იქვე იდგა გენინსპექციის და ლაბორატორიის უფროსიც. თუ გამოცხადდებოდა: „ნომერ ცამეტის შარდში ნარკოტიკული ნივთიერებაა აღმოჩენილი“, გენინსპექციის უფროსი სიას ჩახედავდა და სახალხოდ გამოაცხადებდა: „ცამეტი – სიდოროვი“. ყველა სიდოროვს უყურებდა. ის კი წამოწითლებული და თავჩაღუნული ტოვებდა დარბაზს და ასე შემდეგ.

როდესაც განმეორებითი შემოწმების შედეგების გასაცნობად დარბაზში შეგვკრიბეს და მე და გივი გვერდიგვერდ დავსხედით, მან მითხრა:

– მეხუთე ვარ, შენ?

– პირველი, – მივუგე გივის და ლაბორატორიის უფროსმა თქვა: „პირველი სუფთაა“...

მეოთხეც სუფთა აღმოჩნდა და ლაბორატორიის უფროსმა თქვა:

– მეხუთე ნომერი ქალბატონი ფეხმძიმედაა...

გენინსპექციის უფროსმა სიას ჩახედა და ჯერ გივის შეხედა, მერე კი ლაბორატორიის უფროსი გააჩერა და გივის სახალხოდ უთხრა:

– ფეხზე აბრძანდი, ფეხმძიმე ქალბატონო, რომ ყველამ დაგინახოს...

რა თქმა უნდა, გივის ცოლი იყო ფეხმძიმედ, ხოლო გივის კი განმეორებითი შემოწმება აღარ ჩაუტარეს და მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანი იყო, სამსახურში დატოვეს. თუმცა, მას მერე გივის აღარ „გაუჩხერია“.

პოლკოვნიკ ომარ კარტოზიას ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3