კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-21(491)


თუ ჩვენი მოწინააღმდეგე მხოლოდ ბედისწერაა და მხოლოდ ის გვიგზავნის გამოწვევას, მაშინ რატომ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს, რას ვერჩით და რას ვემართლებით? ხომ არ აჯობებდა, ყველანი გავერთიანებულიყავით ბედისწერის წინააღმდეგ, დავპირისპირებოდით მას და გამარჯვებაც ერთად გვეზეიმა? მაგრამ, ადამიანები ან ვერ ხვდებიან, ვინ არის მათი ჭეშმარიტი მტერი, ან, ამის აღიარება, უბრალოდ, არ სურთ, რადგან შენს მსგავსთან ბრძოლა გაცილებით ადვილია. სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, კორიდის არენაზე ყველა ხარი რომ გაერთიანებულიყო მატადორების წინააღმდეგ... ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ, მაინც სცადეთ... დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თავმომწონე მატადორები ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ და საფრთხე სეირის საყურებლად შეგროვილ ხალხსაც დაემუქრებოდა, მაგრამ, ხარი მაინც ხარია... ადამიანებს კი ზოგჯერ ხარებივით არ გვყოფნის ჭკუა... ერთნი ერთმანეთს უპირისპირდებიან, დანარჩენები კი სიამოვნებით უყურებენ სეირს...

***

ყველანი სასადილო ოთახში შეიკრიბნენ. ქალები უზარმაზარი ბუხრის გვერდით მდგარ დიდ სავარძლებში ისხდნენ. არც ერთს არ ეტყობოდა ლაპარაკის ხალისი: თიკა საკუთარ თითებს ისე ათვალიერებდა, თითქოს პირველად ხედავდა; იას მზერა ნიკუშასკენ იყო მიმართული; ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ჭურჭლის წკარუნი და ჩუმი შრიალი არღვევდა. მოსამსახურე ქალი სუფრას შლიდა; ჟანი დაძაბული სახით ეწეოდა სიგარას. ნიკუშამ ვახოსა და ლევანს შეხედა:

– მგონი, რაღაც უნდა გადავწყვიტოთ... – თქვა ხმადაბლა.

ლევანმა თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. ვახო გაცხარდა:

– თავს ნუ აკანტურებ, ბიჭო... მართალია ეს კაცი, რაღაც უნდა გადაწყდეს. აბა, რა ვქნათ, წყალს და ქარს გავატანოთ ჩვენი ამდენი წლის მეგობრობა?

– მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა, – ლევანმა ნიკუშას შეხედა, – თუ გინდა, დღესვე გავემგზავრებით, შენ მარტო გვითხარი.

– არც ვიცი, რა ვთქვა. არ მინდა, რომ გაემგზავროთ, მაგრამ...

– ვერც ჩვენი დარჩენის მიზეზს ხედავ, ხომ მართალია? – ჩაიცინა ლევანმა, – გასაგებია, დილით წავალთ.

– არაფერიც არ არის გასაგები, – განაწყენდა ნიკუშა, – ისევ ნუ ცდილობ, სიტუაციის არევას. ელენეს თინიკოსთან უნდა საუბარი და საერთოდ, რადგან აქ ხართ, აჯობებს, ყველაფერი ბოლომდე გაირკვეს.

– ვეთანხმები ნიკუშას, – თქვა ვახომ, – ყველაფერი ბოლომდე უნდა გაირკვეს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ყოველთვის და ყველაფერში. კიდევ არის ერთი საკითხი, რასაც ისე ვერ დავტოვებ, – ვახომ იასკენ გაიხედა, – ნიკუშ, მომისმინე, მარტო ლაპარაკით არაფერი გამოდის, აქტიურ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ.

– უჰ, განაცხადა ბიჭმა! – დასცინა ლევანმა, – აქტიური მოქმედებისკენ რომ მოგვიწოდებ, იქნებ, ისიც გვითხრა, რა გავაკეთოთ – ოღონდ ის არა, რაც უკვე გააკეთეთ და შედეგი ორივეს სახეზე გაწერიათ. გაფრთხილებთ, თუ კიდევ ეცდებით პრობლემების მუშტით მოგვარებას, ორივეს ისე მიგბეგვავთ, ტვინიდან გამოგიფერთხავთ მაგ სისულელეებს.

– მუშტით გარკვევას აღარ ვაპირებთ, მაგრამ მე არ ვიცი, რა პრობლემებზეა საერთოდ ლაპარაკი, – თქვა ლევანმა, – მე აქ არც საჩხუბრად ჩამოვსულვარ და არც რამე სარგებლის მისაღებად. გულწრფელად გამიხარდა, როცა ჩვენი ნათესაობის ამბავი გავიგე და თინიკომაც ვეღარ გაძლო, ნიკუშა რომ არ ენახა. მესმის, რომ ჩვენს ასაკში ძნელია, ვინმე დად ან ძმად მიიღო, მით უმეტეს, თუკი მანამდე ამის შესახებ წარმოდგენა არ გქონდა, მაგრამ, ამით რეალობა ხომ არ იცვლება?!

– შენ იმიტომ არ მოგხვედრია, რომ თინიკოსი და ჩემი დაძმობის ამბავი გაამხილე, – პირქუშად ჩაილაპარაკა ნიკუშამ, – ისე, მართალი ხარ. მეც ვერ ვხვდები, რა პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. იმ ამბავს, რატომაც გცემე, მაინც ვერ დავივიწყებ, გამორიცხულია. შეურაცხყოფა მომაყენე და ამას ვერ გაპატიებ. არც იოცნებო. არ გაპატიებ, მით უმეტეს, შენ, ჩემს მეგობარს, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა!

– იქნებ, მეც მითხრათ, რა შეურაცხყოფაზეა ლაპარაკი, თორემ, რა პონტია, ჩემ გარეშე რომ არკვევთ ურთიერთობას, მაშინ, როცა მე აქ ვზივარ! – გაბრაზდა ვახო.

ნიკუშამ ლევანს გადახედა:

– მგონი, უფლება აქვს, იცოდეს, არა?!

– რა თქმა უნდა, მაქვს, მაგას კითხვა რად უნდა? – გაიბადრა ვახო, – აბა, მიდი, მითხარით, რაშია საქმე. რატომ ეცით ერთმანეთს უხეირო მამლებივით?

– ვახო, ცოტა წესიერად ილაპარაკე! მეტისმეტი ნუ მოგივა, – გააფრთხილა ლევანმა, – რა უბედურებაა ეს სულელური შედარებები.

– შენ, საერთოდ, ვალში ხარ ჩემთან და გირჩევ, ეს არ დაივიწყო – რომ არ მომესწრო, უარესად იქნებოდი დაბეგვილ-დაჟეჟილი, თუ საერთოდ დაგტოვებდა ცოცხალს.

– არ არის საჭირო სიტუაციის დამძიმება. ჩხუბი ადრეც მოგვსვლია. ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ, თუ გინდა, რომ მართლა დაგვეხმარო.

– კარგი, მინდა და დაგეხმარებით კიდეც. მითხარი, რა მოხდა.

ლევანმა და ნიკუშამ ერთმანეთს გადახედეს.

– ჰა, დროზე შეთანხმდით, რომელი მოყვება, – ვახო მიხვდა, რომ ორივე აყოვნებდა საუბრის დაწყებას.

– შენ იტყვი, თუ მე ვთქვა, როგორ მაფურთხებდი სულში მთელი ეს წლები?!

– რაო?! სულში მაფურთხებდიო? რა პონტია, გადავირევი.. ამისთანა რა ჩაიდინე, ბიჭო... – ხელები გაშალა ვახომ და ლევანს შეუბღვირა.

– დამშვიდდი, განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, ჭორიკანა არ ვარ და არ ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა. ნიკუშა კი ფიქრობს, რომ არაკაცურად მოვიქეცი. მაინტერესებს, თვითონ როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას.

– მოვიდოდი და პირდაპირ გეტყოდი. დიახ, გულახდილად გეტყოდი ყველაფერს, – მტკიცედ თქვა ნიკუშამ, – შეიძლება, ამას ცუდი შედეგი მოჰყოლოდა, შეიძლება, დამეკარგე კიდეც, მაგრამ ტყუილს მაინც არ გეტყოდი, არავითარ შემთხვევაში არ გეტყოდი!

– შენ არ ხარ ჩემს ადგილას და ამას იმიტომ ამბობ. ვერ ავტეხდი სკანდალს სხვისი ცხოვრების გაქექვით. რატომ უნდა დამებეზღებინა ან საკუთარი თავი ან სხვა ვინმე წარსულის ზედაპირზე ამოტივტივებით?!

– მაგ წარსულმა, შენ რომ ზედაპირზე ამოტივტივება დაგეზარა, მე ცხოვრება დამინგრია და კიდევ დიდხანს გამიმწარებს სიცოცხლეს!

– ვაჰ, მეტყვით თუ კიდევ დიდხანს მომიწევს თქვენი აბდა-უბდა ლაპარაკის მოსმენა? გავგიჟდი უკვე! ჩემით მაინც ვერ მივხვდები, ხომ იცით...

– მისახვედრი ბევრი არაფერია. ლევან, უთხარი შენს მეგობარს, ვინ არის შენი სიმამრი.

– ჩემი სიმამრი? რომელი გაინტერესებთ, იქნებ დამიკონკრეტოთ, თორემ დავიბენი. ერთი, ბიოლოგიური სიმამრი მამაშენია. მეორე – ბატონი ზურაბი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბიოლოგიურ სიმამრად მიმაჩნდა. ახლა რა ვქნა? მითხარით, დამეხმარეთ... ვის მოვთხოვო პასუხი. მკვდარს?

– თავს ნუ ისაწყლებ და ნურც იმას ცდილობ, შეგიბრალოთ, არ ხარ ასეთი მიამიტი, – ნიკუშას გაეღიმა და ვახოს მიუბრუნდა, – ხედავ, როგორ ცდილობს უდანაშაულოდ მოგვაჩვენოს თავი? იმდენს იზამს, ისევ ავფეთქდები და გადავირევი...

– მოიცა, მოიცა... მგონი, მივხვდი... ბატონი ზურაბი გადის საქმეში? აჰა, ცოტა რომ დამეხმაროთ, სიტუაციაც გაიასნდება.

– დედაჩემი ზურაბის საყვარელი იყო, – ხმადაბლა, უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიკუშამ და მაშინვე წამოენთო, – ამან კი, იცოდა ეს ყველაფერი, იცოდა და არაფერი მითხრა. ახლა თქვი, არ უნდა მეცემა?

ვახომ წაუსტვინა:

– ბიჭო, შენ სულ გაგიჟებულხარ. მართლა იცოდი და არაფერი თქვი? მთელი ეს წლები, ეს რომ „ლომკაში“ იყო და გიჟდებოდა, შენ შენთვის კაიფობდი? ვა, მართლა საცემი ყოფილხარ, ტო!..

– ახლა გეყოფა! – გაცხარდა ლევანიც, – ჰო, რაც თიკა ჩემი ცოლია, სულ ვიცი და ნიკუშას ნერვებზე შეგნებულად ვთამაშობდი. ეგ კი არა, მანამდეც ვიცოდი. მე ხომ ყოველთვის ყველაფერი ვიცი...

– ნუ ყვირი, ტო... რა დღეში ხარ?! მაინც ვერ გაიმართლებ თავს. უნდა გეთქვა, ტო... რანაირად იყავი ჩუმად, ვერ ვხვდები...

– არც ისე მარტივად არის საქმე, შენ რომ გგონია. ცოტა ტვინი გაანძრიე! დაფიქრდი და მიხვდები, რომ ვერაფერს ვიტყოდი. ამ ნაღმს ვერ ავაფეთქებდი. სწორედ იმიტომ ვერ აფეთქებდი, რომ ამას ასეთი „ლომკა“ ჰქონდა. აბა, თქვი, შენ იქნებოდი გარანტი, რომ ზურაბს არ მოკლავდა?

– რომელი მკვლელი მე ვარ?

– გაჩუმდი, რა, ნიკუშ... თითქოს არ გიცნობდე! ზუსტად ვიცი, რომ უზარმაზარ პრობლემას შექმნიდი.

– ახლა? ახლა რომ მოვკლა?

– ახლა აღარ მოკლავ... – ლევანმა ცოლისკენ გაიხედა, – თიკა დაძაბული იყურებოდა მოსაუბრეებისკენ. სავარძლის სახელურებზე ჩაფრენილი თითები უკანკალებდა.

– რატომ, რატომ აღარ მოვკლავ? – ისევ ჰკითხა ნიკუშამ, – დავმშვიდდი თუ შევიცვალე? ისევ ის ნიკუშა ვარ, ჩემო ძვირფასო და ტკბილო, ისევ ემოციებით ვხელმძღვანელობ...

– ჰო, მაგრამ ახლა მედლის მეორე მხარეც გამოჩნდა, – ჩაეღიმა ლევანს და ნიკუშა გაფითრდა, – დედაშენის შეცდომას, თუკი ამას შეცდომა ერქვა, მამაშენისაც დაემატა: მამაშენმა უკვე გაუსწორა ანგარიში ზურაბს შენ მაგივრად და სამაგიეროც გადაუხადა. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ზურაბი გაცილებით დაზარალდა.

– ზურაბს შენი დასაცავი არაფერი სჭირს. მის ადვოკატად არ გამოდგები.

– არც ვაპირებ. უბრალოდ, მინდა, ყველას დაგანახვოთ რეალობა. არ არის ისე, თქვენ რომ გგონიათ. დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ ამოიღებდით ხმას.

თინიკო ადგა და ქმართან მივიდა:

– შეიძლება, რაღაც ვთქვა? ნიკუშ, მეც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში ვარ, როგორშიც შენ, მაგრამ აგრესია დედაჩემის მიმართ არ მაქვს. სხვათა შორის, არც მამაშენის, უფრო სწორად, არც მამაჩვენის მიმართ. აზრი არ აქვს და იმიტომ. რას შევცვლით? – ვერაფერს, აბსოლუტურად ვერაფერს!

– შენ ქალი ხარ, თიკა და, შეგიძლია, უფრო „ლაითად“ შეხედო ამ ყველაფერს.

– ქალობა არაფერ შუაშია. დედაშენსაც ისეთი არაფერი ჩაუდენია, რისი პატიებაც არ შეიძლება. დედაჩემმა კი მთელი ცხოვრება უცხო კაცისთვის მაძახებინა „მამა“. შენ ვერც წარმოიდგენ, როგორი საზიზღარი განცდა მეუფლება, როცა ამას ვაცნობიერებ. არავის ვუსურვებ, იგივე განიცადოს, რაც მე დედაჩემის აღიარებით განვიცადე, – თიკამ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.

ვახომ თავზე იტაცა ხელები.

– ახლა გავგიჟდები... არა, რა ტყუილი მაგარი ცუდი პონტია. თავიდანვე უნდა გაიასნდეს ყველაფერი.

ჟანმა სიგარა საფერფლეზე დადო და მოსაუბრეებთან მივიდა.

– მე მაინც ყველაფერი მესმის... ვერ ვიტყვი, რომ ყველა სიტყვა გავიგე, მაგრამ ადრეც რაღაცეებს ვხვდებოდი. ნიკუშა, მოდი, ამ ამბავს სხვა კუთხით შევხედოთ... შენც, თინა... თქვენი მშობლების წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა თქვენ ერთმანეთი გაპოვნინათ, უკვე ერთმანეთი გყავთ. ამაზე დიდი ბედნიერება შეიძლება, იყოს რამე?

– მეც სწორედ მაგაზე ვფიქრობდი, – ჩაილაპარაკა თიკამ, – რაც ეს ამბავი გავიგე, ბედნიერი დავდივარ და სიცოცხლე მიხარია.

– ამაშია საქმე... – გაიღიმა ჟანმა, – დაივიწყეთ წარსული და ყველაფერი კარგად იქნება.

– კარგად არაფერი არ იქნება, სანამ ზურაბს თვალებში არ ჩავხედავ, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ნიკუშამ და ხელი მომუშტა.

– ნიკუშა, ძალიან გთხოვ, – თიკას ცრემლნარევ ხმაში მუდარა გაკრთა, – მე დედაშენთან უნდა ავიდე. ვნერვიულობ, ძალიან ვნერვიულობ... ნუ იქნები ეგოისტი. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, იფიქრე ამაზე.

– როგორ, მამაშენს არაფერი ვუთხრა? სულ არაფერი? არ შემიძლია, თიკა... მაშინ, თბილისში აღარ უნდა ჩამოვიდე, სულ აქ უნდა დავრჩე...

– ზურაბს ისიც ეყოფა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანის შვილს რომ ზრდის, ვინც სძულდა და ვისაც ებრძოდა. წარმომიდგენია, რა დაემართება, თუ სიმართლეს გაიგებს.

– შენ ფიქრობ, რომ დედაშენს ჯერ მისთვის არაფერი უთქვამს?

თინიკომ ისევ მოიწმინდა ცრემლი და თავი გააქნია.

– ეჭვი მეპარება. დიანამ გამაოცა, მაგრამ ზურაბს არაფერს ეტყვის. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ მე თბილისში არ დავბრუნდები. დამელოდება, რა ამბავს ჩავუტან. დარწმუნებული იყო, რომ არ მიმიღებდი.

– დაურეკე და უთხარი, რომ შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– ვერ ვურეკავ. რაღაც მიშლის ხელს. თუმცა, მართალი ხარ, უნდა დავურეკო. ოღონდ, ჯერ ორივე დამპირდით, რომ აღარ იჩხუბებთ. თქვენ ორივე ძვირფასი ხართ ჩემთვის: ერთი ქმარია, მეორე – ძმა და ვერც ერთის მხარეზე ვერ დავდგები. არ დამაყენოთ არჩევანის წინაშე, ძალიან გთხოვთ!

– თიკა მართალია. ნუ ანერვიულებთ ამ ფეხმძიმე გოგოს! წარსული წარსულია და მორჩით ამაზე ლაპარაკს! ხომ ხედავთ, არ გეუბნებით, დაივიწყეთ-მეთქი, უბრალოდ, საერთოდ, ნუღარ ილაპარაკებთ ამაზე, – ვახომ ჯერ ლევანს დაარტყა მხარზე ხელი, მერე ნიკუშას, – კარგი, რა, ბიჭებო, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ, ერთად უნდა ვიყოთ, ყოველთვის! აი, იაც ამას ფიქრობს. ია, მოდი შენც ჩვენთან!

ია არც განძრეულა.

– ია, არ გესმის? მე გეძახი, მოდი ჩვენთან! ნიკუშასაც უნდა, რომ მოხვიდე. ნიკუშ, მითხარი, რომ გაგიხარდა, იაც რომ ჩამოვიყვანე. გულახდილად მითხარი, გაგიხარდა, ხომ?

– ძალიან, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ ისე, რომ იასკენ არ გაუხედავს. ვახოს მისი გულგრილობა შეუმჩნეველი არ დარჩენია და უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:

– რადგან ეს საღამო ურთიერთობების გარკვევას მივუძღვენით, მინდა, კიდევ ერთი საკითხი გავარკვიოთ.

– ვახო, გაფრთხილებ, სიტყვა აღარ თქვა მეტი! – წამოხტა ია, – რა უფლება გაქვს, ჩემს ცხოვრებაში რომ ერევი?

– მაქვს უფლება და ახლავე დაგიმტკიცებ ამას.

– აქ რაღაც ხდება, მგონი, მეორე სერია იწყება, – ჩაულაპარაკა ლევანმა ცოლს, – და უკვე ვიცი, ის რასაც მიეძღვნება.

– არ შეგიძლია, გაჩუმდე? აი, ეს უკვე ნამდვილად არ არის შენი საქმე, – უკმაყოფილოდ მიუგო თინიკომ, – მე ია ძალიან მომწონს.

– ჰო? ახლა მოგწონს? გახსოვს, რომ ეჭვიანობდი? – ჩასჩურჩულა ლევანმა. ცოლმა პასუხად მაგრად უჩქმიტა გვერდში. ლევანმა ყრუდ დაიღმუვლა, ხმამაღლა კი თქვა:

– გავჩუმდი. პრინციპში, ვახოს მე ვეთანხმები. რადგან დავიწყეთ, ბარემ მივყვეთ ბოლომდე.

– არავითარ შემთხვევაში! – ხმას აუმაღლა იამ, – სანამ ისტერიკაში ჩავვარდნილვარ, შეწყვიტე ეს პროვოკაცია. ვახო, ისე ნუ იზამ, რომ გავიქცე აქედან!

– ია, მოდი აქ, – ნიკუშა თვითონ ადგა, იას მაჯაში ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეაბრუნა, – მე შენთან დამნაშავე ვარ, მაგრამ გპირდები, აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს. ორმაგად აგინაზღაურებ ყველაფერს, რაც დაგაკელი. შეგიძლია, არაფერი მითხრა. ისედაც ყველაფერი ვიცი. ისიც იცოდე, რომ შენი აქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის...

ია აკანკალებული უსმენდა. თავდახრილი და გაწითლებული...

ვახომ ხელი ხელს შემოჰკრა.

– ქორწილიც გვიჭამია! ძლივს ერთი კარგი ამბავი, მერე, რა ამბავი...

– გაჩუმდი, რა... – ლევანმა შუბლზე მოისვა ხელი, – ან ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე, თავი ამტკივდა.

– მიხარია და ვხმაურობ... ოღონდ, ეს ქალი გავათხოვო და შენ მერე ნახე ჩემი ბღავილ-ღრიალი.

– ვახო, გეყოფა, ნუ მომჭერი თავი. ჯერ ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, – გააპროტესტა იამაც.

– ჰო, ცოტა ადრეა. ჯერ ელენე უნდა გამოჯანმრთელდეს. ასე რომ, ქორწილი უნდა გადავდოთ. მაგრამ, ჩემო ნიკუშ, რა არის, იცი? მე ამისი უკან წამყვანი არ ვარ, არავითარ შემთხვევაში.

– ვახო!

– ვახო, რა ვახო! არ წაგიყვან და მორჩა. დაგტოვებ აქ და მიხედეთ ერთმანეთს, როგორც გინდათ... მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა და რაც მალე მოვაგვარებთ ამას, მით უკეთესი. მომშივდა, ეს სუფრა კი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. როდის ვივახშმებთ?

– ო, ეს უკვე ჩემი ბრალია. ძალიან გავერთე, – შეწუხდა ჟანი, მობრძანდით, გთხოვთ. ლუსიენ, შემოიტანეთ კერძები. ლუსიენ, რაშია საქმე?!

მსახური ჟანთან დაიხარა და რაღაც ხმადაბლა ჩაულაპარაკა,

– კიდევ ერთი სტუმარი გვყავს. თქვენი მეგობარია, თბილისიდან, – ცოტა გაოცებულმა თქვა ჟანმა და ლევანი ცარცივით გათეთრდა.

– ჩვენი მეგობარი? ვაჰ! – შესძახა ვახომ, – ახლა თუ დათოც ჩამოვიდა, გადავირევი! ოღონდ მართლა!

– სტუმარი ქალბატონია... – დაამატა ჟანმა. ლევანმა კბილები გააღრჭიალა და თავისთვის ჩუმად შეიგინა.

– რა ხდება, ლევან? – თინიკოს შეუმჩნეველი არ დარჩა ქმრის მღელვარება.

– არაფერი. ოღონდ, შენ არ ინერვიულო.

– მე რატომ უნდა ვინერვიულო? – თინიკომ გამომცდელი მზერა მიაპყრო ქმარს, – ლევან, მითხარი, ვინ ჩამოვიდა?

– არ ვიცი, თინიკო. არაფერი არ ვიცი, ან, საიდან უნდა ვიცოდე? აქ ვზივარ, შენ გვერდით.

– აბა, ასე რატომ აღელდი?

– მე ავღელდი? საიდან მოიტანე?

– ლევან, სიურპრიზებს ვერ ვიტან, ხომ იცი?

– თიკა, გემუდარები, დაწყნარდი. ახლავე გავალ ჰოლში და ვნახავ, ვინ ჩამოვიდა, – ლევანმა ნაბიჯიც გადადგა კარისკენ, მაგრამ თინიკომ არ გაუშვა.

– მასპინძელი შენ არ ხარ. დაწყნარდი.

– ბიჭო, ნეტავ ვინ ჩამოვიდა, – დაინტერესდა ვახოც, – შენ როგორ გგონია, ვინ უნდა იყოს?

– ალბათ, დათოა, ქალის კაბაში, – უხეიროდ იხუმრა ლევანმა და იგრძნო როგორ მოუდუნდა მუხლები.

– ლუსიენ, მოიწვიე სტუმარი, – სთხოვა ჟანმა მსახურს. იქ შეკრებილთა გაოცებულმა სახეებმა მიახვედრა, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა.

***

ზურაბმა ამოიოხრა, მერე სკამი ხმაურით გადადგა, ბოლოს ფეხიც მიარტყა და შეიგინა. დიანა მშვიდად სვამდა ყავას და არც კი გაუხედავს ქმრისკენ. კაცს მოთმინების ძაფი გაუწყდა.

– ბოლოს და ბოლოს, მომაქცევ თუ არა ყურადღებას?

– რა გინდა?

– რა მინდა?! შენ რა გინდა? რამდენიმე დღეა, პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული და ისე დადიხარ, თითქოს შენ წინაშე რამე დანაშაული ჩამედინოს. წესით, მე უნდა ვიყო გაბრაზებული – დედა-შვილმა შეთქმულება მომიწყვეთ და, რა სიურპრიზს უნდა ველოდო თქვენგან, წარმოდგენა არ მაქვს.

– მთავარი სიურპრიზი წინ გაქვს, – ისეთივე სიმშვიდით წარმოთქვა ქალმა, თუმცა, არ მგონია, ძალიან გაგაოცო.

– დიანა, უკვე ძალიან დავიღალე. თუ რამე გაქვს სათქმელი, მითხარი ბარემ და მოისვენე.

– გითხრა?! დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამის მოსმენა?! მზად ხარ იმისთვის, რომ რაღაც ისეთი გაიგო, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი? დაფიქრდი, სანამ მიპასუხებ!

– დიანა, შენ ხომ არ გაგიჟდი? რა სისულელე აიჩემე, რას ვერ წარმოვიდგენ, რა იცი იმისთანა, რაც მე ჯერ არ ვიცი? გამაგებინე ბოლოს და ბოლოს. თინიკოს სჭირს რამე? ხომ არ ეყრება იმ თავის უჯიშო ქმარს?

– ლევანი უჯიშო არ არის და თიკაც ძალიან უყვარს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. საქმე მათ ურთიერთობას არ ეხება.

– აბა, ჩვენს ურთიერთობას ეხება? რაღა დროს ჩვენი ეგეთებია, დიანა, ეს ყველაფერი ადრე იყო, დიდი ხანია, ქალებისკენ აღარ ვიყურები, სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები მაქვს მოსაგვარებელი.

– შენ მე ყოველთვის მღალატობდი... – დიანამ ფინჯანი ლამბაქზე დადგა. თაროდან სიგარეტი ჩამოიღო და მოუკიდა.

– სიგარეტს დიდი ხანია, ეწევი? რაღაც, არ შემინიშნავს აქამდე.

– შენ კიდევ ბევრ რამეს ვერ ამჩნევ, ძალიან ბევრ რამეს. აქამდეც ვერ ამჩნევდი და, იცი, რატომ? – იმიტომ, რომ არასდროს იხედებოდი საკუთარი ცხვირის მიღმა.

– დიანა, საშიში თამაში წამოიწყე. კარგად ვერ ვხვდები, რისი მიღწევა გინდა, მაგრამ კარგად რომ არ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას ვგრძნობ.

– ხომ არ გეშინია საყვარელო?! – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ქალმა.

– მე? რა სისულელეა. რისი უნდა მეშინოდეს?

– რა ვიცი, მაგალითად, იმის, რაც შენს ქვეცნობიერში დევს და ზოგჯერ გახსენებს, რომ არც ისეთი სუპერგმირი ხარ, როგორადაც თავი მოგაქვს.

– დიანა, ძალიან გინდა, რომ ნერვები მომიშალო? მაშინ, უკვე გამოგივიდა, მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ახლა, ამდენი წლის შემდეგ? რაღაც არ მახსოვს, როდისმე თუნდაც ერთხელ სკანდალი მოგეწყოს იმის გამო, რომ გიღალატე.

დიანამ თვალები მოჭუტა და ისე გაიღიმა, ზურაბს კანი დაუბუსუსდა:

– დიანა, გეყოფა...

– მეყოფა? მე ხომ ჯერ არაფერი მითქვამს. შენ თვითონ დაიწყე ამაზე ლაპარაკი და უნდა გიპასუხო. ხომ უნდა გიპასუხო? მითხარი, ხომ გინდა?

– დიანა, ახლა მარტო ის მინდა, რომ გაჩუმდე და თავი დამანებო. მართლა არ მინდა მეტი არაფერი. ჰო, კიდევ, უნდა დამშვიდდე აუცილებლად.

– მე მშვიდად ვარ, საყვარელო, აქ თუ ვინმე ღელავს და ნერვიულობს, ეს შენ ხარ. მაშ, რატომ არასოდეს მომიწყვია შენთვის სკანდალი, შენ თვითონ რას ფიქრობ ამაზე?

ზურაბმა ამოიოხრა:

– თავს მომაკვლევინებ, მე შენ...

– ჰო? და შენ შეგიძლია აიღო იარაღი, მიიდო შუბლთან და სასხლეტს თითი გამოჰკრა? არ მჯერა, შენ ამას არასოდეს იზამ. შენნაირები თავს არ იკლავენ. ამიტომაც ვარ ასე მშვიდად.

– იცი, რას გეტყვი? შენ ყოველთვის ასეთი იყავი – ცივსისხლიანი და უემოციო.

– ეგ შენ გგონია ასე. საერთოდ არ მიცნობ, საყვარელო. არ მოინდომე, ახლოს გაგეცანი და ეს შენი პრობლემაა. ბოლომდე უცხო დავრჩი შენთვის.

– სისულელეა-მეთქი ეს ყველაფერი. ხომ არ დაგავიწყდა, შვილი რომ გვყავს? თინიკომ ჩევნ სამუდამოდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან, თუმცა, იმედი კი გამიცრუა. სულ შენ გგავს, ჩემი არაფერი სცხია.

– ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შენ არ ხარ მამამისი.

ზურაბმა ჯერ იფიქრა, შეიძლება, მომესმა, ან რაღაც კარგად ვერ გავიგონეო და ცოლს ჩაეკითხა:

– დიანა, შენ თქვი, რომ მე მამამისი არ ვარ, თუ, მე მაქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა?

– არა, ყველაფერი სწორად გაიგე – შენ არ ხარ მამამისი.

ზურაბმა გაოცებით შეხედა ცოლს და მერე სიცილი აუტყდა. იცინოდა ხმამაღლა და დიდხანს, ისე, რომ ცრემლიც კი წამოუვიდა. ქალმა აცადა სანამ ისტერიკა გაუვლიდა. მერე სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დაასრისა და გაიღიმა:

– შენს ადგილას მე არ გამეცინებოდა.

– დიანა, შენ ახლა ხუმრობ. ხუმრობ, ხომ?!

– არა. არ ვხუმრობ. თინიკო შენი შვილი არ არის.

– ჰა-ჰა-ჰა!.. მაგას არასოდეს დავიჯერებ!

– შენი ნებაა, მაგრამ, მოგიწევს დაჯერება. იმიტომ რომ, ეს მე თინიკოს უკვე ვუთხარი.

ზურაბი გაშტერდა და სახეზე ნელ-ნელა გამოესახა შიში და სასოწარკვეთა.

– შენ ხუმრობ, დიანა! მითხარი, რომ ხუმრობ, მითხარი!..

– არასდროს ვყოფილვარ ისეთი სერიოზული, როგორიც ახლა. ეს ჩემი შურისძიება იყო. უნდა ვაღიარო, რომ იმაზე კარგად გამომივიდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ისტერიკის მოწყობა ყველას შეუძლია, მაგრამ, რა მერე, ამით ვერავის ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ გულს შემოასკდები. მაგრამ, დაწვე კაცთან, რომელიც შენს ქმარს ყველაზე მეტად სძულს – ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. იმიტომ გითხარი, ცუდად მიცნობ-მეთქი.

– დიანა, არა... არა!..

– არა? რა უცნაურია. მეგონა, არასდროს გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება, რას ვფიქრობ, რითი ვსუნთქავ, ვისთან ვწვები... შენ ხომ მისი ცოლი გიყვარდა, მაგრამ, უარი თქვი მასზე, კარიერა და მატერიალური კეთილდღეობა არჩიე. მაგრამ, ვერ დაკმაყოფილდი მიღწეულით და ცოლი, ანუ მე, ის ქალი, რომლის საშუალებითაც ყველა შენი ოცნება აისრულე, გვერდზე მიაგდე უსარგებლო ნივთივით. მე არ ვივიწყებ წყენას და არც ვპატიობ – ახლა მაინც იცოდე ეს!

ზურაბმა იგრძნო, როგორ დაიძრა სიცივე, როგორ მიაღწია გულამდე და როგორ მოაქცია თავის ყინულის მარწუხებში.

– დიანა, მითხარი, რომ მატყუებ, მითხარი, რომ ცუდად მეხუმრები და ასე მიხდი სამაგიეროს იმისთვის, რაც წარსულში იყო... თინიკო ჩემი შვილია. ჩემი!

– არა, არ არის შენი შვილი, სიმართლე ეს არის. ძალიან დიდი ხანი ველოდი იმ დროს, როცა ამას პირში მოგახლიდი. წარმოიდგინე, რა მოთმინება უნდა მქონოდა, რომ შესაფერისი მომენტის მოლოდინში წლები მომეთმინა, მაგრამ მე მეყო ნერვები. ახლა შენც იცი და თინიკომაც. ყველაფერი იცით.

– შე გველო... გველო... –კაცი უკვე ხრიალებდა.

დიანას ტუჩებზე ზიზღი გამოესახა:

– რომ იცოდე, როგორ მძულხარ და როგორი ბედნიერი ვარ, ასეთ განადგურებულს რომ გხედავ. შურისძიება ტკბილი ყოფილა. ძალიან ტკბილი. ეს წუთები ნამდვილად ღირდა ლოდინად... – დიანა, ცუდად ვარ, მოვკვდები... ამას ვერ გადავიტან... თინიკო, ჩემი თინი... იმ არარაობისგან დაორსულდი და არაფერი მითხარი... შენ ვერც კი ხვდები, რა გააკეთე ამით...

– როგორ ვერ ვხვდები! ხომ გითხარი, ყველაფერი ჩემი ინიციატივით და სურვილით მოხდა-მეთქი. შენ კიდევ, ისტერიკა არ მოგიწყვიაო... რად მინდოდა ისტერიკა, რატომ უნდა გამემართა სცენები, როცა ასეთი ნაღმი მქონდა?! რომ იცოდე, რა სასაცილო ხარ და როგორი საცოდავი! სად გაქრა შენი ამპარტავნება და დიდებულება? ახლა მაინც ხომ ხედავ, რომ მარტო ფული არაფერს წყვეტს. არსებობს რაღაც, რასაც ფულით ვერასოდეს იყიდი. მიმოიხედე ირგვლივ, ერთი ადამიანიც არ გყავს ისეთი, რომელსაც შენზე გული შესტკივა. მარტო ხარ, სულ მარტო შენს ამბიციასთან ერთად და სიცოცხლის ბოლომდე მარტო დარჩები!..

ზურაბმა დაჭრილი დათვივით დაიღმუვლა და კარს ეცა. დიანამ ხმამაღლა გაიცინა. მერე გაიგონა როგორ გაჯახუნდა კაბინეტის მძიმე მუხის კარი და რაღაც ყრუ შრიალიც მოესმა. შინაგანმა ხმამ უკარნახა, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, იდგა, მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა მიშტერებული და სახეზე უცნაური გრიმასა აღბეჭდვოდა. არც მაშინ გადაუდგამს ნაბიჯი, როცა გასროლის ხმა გაიგონა, მხოლოდ თვალები დახუჭა და თვალზე მომდგარ ცრემლს გზა მისცა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3