კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაანეიტრალა ლეონიდ ბრეჟნევმა ქართული „კაგებეს“ დახმარებით მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება


გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „თეთრი შური“, რომელიც ბრაზილიაში გამოიცა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს და მისი ავტორია პოლკოვნიკი ვიტალი ლოვჩევი. წიგნი „კაგებეს“ შავ-ბნელ საქმიანობას ამხელს.

ვინ ვინ არის...

სახელმწიფო იერარქიაში, ძალოვნების ერთმანეთთან ქიშპობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ეს ყოველივე „ემვედეს“ და „კაგებეს“ შორის წარმოებული ომი იყო, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, რასაც დროდადრო ცეცხლს უნთებდნენ სამხედროები. ყველას უნდოდა თბილი ადგილის დაკავება ბრეჟნევის „ფრთის“ ქვეშ და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ. ქიშპობაში ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან – მეორე და ხან – მესამე. ანუ, ის, ვინც მოწინააღმდეგეზე, ეგრეთ წოდებულ, სუფთა კომპრომატს დადებდა...

გვიანი, მაგრამ საქართველოსთვის დამახასიათებელი, მზიანი, თბილი შემოდგომა იდგა. ლეონიდ ბრეჟნევი სულ რაღაც 13 თვის მოსული იყო ხელისუფლებაში და ბიჭვინთაში ისვენებდა, როდესაც საქართველოს „კაგებეს“ თავმჯდომარემ, ალექსი ინაურმა დამიბარა (იმ პერიოდში ვიტალი ლოვჩევი თბილისში მუშაობდა – ავტორი) და მითხრა:

– ინფორმაცია გვაქვს, რომ „ემვედე“ პროვოკაციას გეგმავს ბიჭვინთაში. იქ კი „პირველი“ ისვენებს და ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. სასწრაფოდ გაემგზავრე შენს ხალხთან ერთად და ყველა ზომა მიიღე, თვით უკიდურესიც კი... მაგრამ ეს პროვოკაცია არ დაუშვა, რომ ჩვენს უწყებას ჩირქი არ მოეცხოს.

ინაურის სიტყვები ასე იშიფრებოდა: მოკალი ყველა, ვინც „კაგებეს“ წინააღმდეგ გაილაშქრებსო... ეს კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო და მათაც ანალოგიური დავალება ჰქონდათ მიცემული.

იმ პერიოდში მე ახალშექმნილ ოპერატიულ ქვეგანყოფილებას ვმეთაურობდი საქართველოს „კაგებეში“, რომელსაც საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება ევალებოდა და რადგან ინაურმა საგანგებო სიტუაცია გამოგვიცხადა, საქმეში ჩვენც ჩავერთეთ.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური მდივნის სიცოცხლის დაცვა მისი პირადი დაცვის სამსახურის მოვალეობა იყო, ჩვენთან შედარებით მათი შესაძლებლობები შეზღუდული იყო და ჩვენ უფრო ფართო მოქმედების არეალი გვქონდა.

მოსალოდნელი პროვოკაციის არც დეტალები ვიცოდით და არც მისი შემსრულებლების ვინაობა. ჩვენთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ „ემვედეს“ არალეგალი თანამშრომელი, ვინმე „მელოტი“ უკვე ბიჭვინთაში იმყოფებოდა და სპეცდავალებას ასრულებდა.

ბიჭვინთაში რვანი გავემგზავრეთ და მოქმედების როგორც ზოგადი გეგმა, ასევე რამდენიმე კონკრეტული ვარიანტი გვქონდა შემუშავებული. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ვიყავით მზად. ჩავედით თუ არა, კოტეჯებში დავბინავდით, რომლებიც ბრეჟნევის აგარაკთან მდებარეობდა და დაცული ზონის საზღვართან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. იმავე საღამოს გვაცნობეს, რომ „მელოტი“ ვინმე ანტონ პოპოვი იყო, პროფესიით მძღოლი, რომელსაც ზონაში თავისუფლად შესვლის უფლება ჰქონდა და გენერალური მდივნის აგარაკს პროდუქტებით ამარაგებდა.

ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს რიგზე იყო. პროვოკატორს ვიცნობდით და წესით, ბრეჟნევის დაცვა საქმის კურსში უნდა ჩაგვეყენებინა, ხოლო „მელოტი“ კი აგვეყვანა და სიმართლე დაგვედგინა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანდა. ეჭვი შეგვეპარა და „მელოტს“ ხელი არ ვახლეთ, მხოლოდ თვალთვალი დავუწესეთ და მალევე მივხვდით, რომ „მელოტი“ სატყუარა იყო. ამიტომ, თვალთვალი მალევე მოვუხსენით და მთელი ძალები ბრეჟნევის სადევნელად გადავისროლეთ. სხვა გზა არ გვქონდა, ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდით, არადა, ნათელი იყო, „ემვედეს“ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ჰქონდა ჩაფიქრებული. ოპერაციას სავარაუდოდ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი მფარველობდა.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ერთ-ერთ სავარაუდო ვარიანტში გვქონდა განხილული და მაშინ, როდესაც ლეონიდ ბრეჟნევი თავისი „ლიმუზინით“ დაცულ ზონაში შედიოდა, ერთ-ერთმა მორიგემ პატარა ავტომატი ამოაცურა და გენერალური მდივნის მანქანას მიუშვირა. თუმცა, ის ჩემმა ხელქვეითებმა ადგილზევე შეიპყრეს და მისი მისამართით გასროლილი ტყვიები საკუთარ თავზე მიიღეს, დაიჭრნენ და ტერორისტის სიცოცხლე გადაარჩინეს...

ტერორისტი ფსიქოლოგიურად დამუშავებული, 31 წლის უფროსი ლეიტენანტი ვასილი მარკოვი აღმოჩნდა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენს უწყებაში დაკითხეს და ამ კომბინაციის მოთავეს, მილიციის გენერალ იური მოსკინს მიაკვლიეს. ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და შეთქმულთა ერთი ჯგუფის დავალებით მოქმედებდა, რომელსაც „კაგებეს“ დისკრედიტაცია და ბრეჟნევის კეთილგანწყობის მოპოვება ევალებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავშალეთ ეს გეგმა – მოსკინი გააქრეს, რამდენიმე ადამიანი თანამდებობიდან მოხსნეს და მათ შორის „კაგებეს“ მინისტრი სემიჩასტნიც. თუმცა, ამ ორომტრიალს ალექსი ინაური გადაურჩა, რომელიც პირადად ეწვია ბრეჟნევს ბიჭვინთაში, ხუთი საათის განმავლობაში ესაუბრა და კმაყოფილი დაბრუნდა თბილისში.

ვინ ვინაა საბჭოთა სისტემაში, თვით ეშმაკი ვერ გაარკვევს და პროვოკაცია თვით უმაღლესი ხელისუფლების მესვეურთა მიმართაც კი, ჩვეულებრივი მოვლენაა.


скачать dle 11.3