კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონიის კოსმოსური აფროსანი ვენერასკენ გაემართა


იაპონიამ მეორე ცდაზე ვენერისკენ გაუშვა პირველი კოსმოსური ზონდი: რაკეტამატარებელი H-IIA „რბილად“ აფრინდა დედამიწიდან, 27 წუთის შემდეგ მას წარმატებით გამოეყო აპარატი „აკაცუკი“ (განთიადი) და კურსი ვენერისკენ აიღო.

ზონდი დეკემბრისთვის უნდა მიუახლოვდეს ვენერას, შემდეგ კი ორი წლის განმავლობაში მის ორბიტაზე იბრუნებს და შეისწავლის პლანეტას 300-დან 80 ათას კილომეტრამდე მანძილიდან. ვენერა თავისი ზომებით დედამიწის მსგავსია, ისეთივე მანძილითაა დაშორებული მზიდან, როგორც დედამიწა, თუმცა მისი კლიმატი სრულიად განსხვავებულია დედამიწის კლიმატისგან. მას გარს გოგირდმჟავის მკვრივი ღრუბელი აქვს შემორტყმული და დაჰქრიან მძლავრი ქარები, სიჩქარით 100 მეტრი წამში.

„აკაცუკის“ მთავარი დანიშნულება ვენერას კლიმატის კვლევაა, მათ შორის – ტემპერატურისა და ქარის ძალის განსაზღვრა. აპარატი აღჭურვილია ხუთი კამერით, რომლებიც აღიქვამენ როგორც ულტრაიისფერ, ასევე ინფრაწითელ გამოსხივებას.

„აკაცუკისთან“ ერთად რაკეტამატარებელმა კოსმოსში გაიყვანა კოსმოსური აფრა „იკარუსი“, რომელსაც უნარი შესწევს, იმოძრაოს მზის სინათლის წნევის საშუალებით. იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაშლის თავის 14-მეტრიან აფრას და, დაარეგულირებს რა სიჩქარეს მზის გამოსხივების მიხედვით, დაიწყებს საცდელ ფრენას ვენერასკენ.

ეს პროექტი იაპონიის მთავრობას 280 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუ მისია წარმატებით დამთავრდება, ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, გაუშვას მეორე მსგავსი უპილოტო აპარატი მზის აფრით, რომელიც ორჯერ უფრო დიდი იქნება „აკაცუკიზე“, მაგრამ, იგი იუპიტერისკენ გაფრინდება.

იაპონიამ თავისი კოსმოსური პროგრამა 1970 წელს დაიწყო. ახლა კი, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს კოსმოსური სივრცის გამოკვლევის საქმეში. მაგალითისთვის, იაპონელებმა ჩაატარეს სასარგებლო წიაღისეულის ანალიზი მთვარეზე, გაგზავნეს რამდენიმე თანამგზავრი ასტეროიდებზე.

იაპონელების „კოსმოსური აღტკინება“ განსაკუთრებულ და კურიოზულ აზრს იძენს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ახლა პრემიერი იუკიო ხატოიამა ხელმძღვანელობს, რომელსაც „უცხოპლანეტელი“ შეარქვეს თვალების არაჩვეულებრივი ფორმისა და უცნაური მანერების გამო, ხოლო მისმა მეუღლემ, მიიუკიმ, განაცხადა, რომ ხვდებოდა ნამდვილ უცხოპლანეტელებს და მათთან ერთად სწორედ ვენერაზე იფრინა. ეს „ასტრალური“ მოგზაურობა მან 20 წლის წინათ განახორციელა და აღწერა წიგნში, რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა. ვენერა მან აღწერა, როგორც ძალიან მწვანე ადგილი.


скачать dle 11.3