ანეგდოტი
***
– როგორ, ქალბატონო, თქვენი შვილი უკვე 20 წლისაა?
ალბათ, ძალიან ადრე გათხოვდით.
– დიახ, დილის შვიდ საათზე.
***
– დედა! ყველას ორ-ორი დედ-მამა ჰყავს?
– არა, შვილო, მხოლოდ შენ – შენ ხომ ჩვენი საყვარელი ელამი ბიჭი ხარ.
***
მეზღვაური შორეული ნაოსნობიდან დაბრუნდა და ცოლს დაეძგერა მაშინვე. დიდი სექსის შემდეგ კედელზე მეზობლის ბრახუნი ისმის და ყვირილი:
– რა უბედურება და უმსგავსობაა! ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, დაძინების საშუალებას არ აძლევთ ადამიანს...
***
ტიპი ძაღლთან ერთად კაფეში შევიდა და ნიძლავს ჩავიდა, რომ მისი ძაღლი ლაპარაკს დაიწყებდა. ძაღლს ხმა არ ამოუღია. ტიპმა ფული გადაიხადა და საყოველთაო ხარხარის თანხლებით გარეთ გამოიძურწა.
– შენს გამო ამდენი ფული წავაგე, საყვედურობს პატრონი ძაღლს, – ხმა რატომ არ ამოიღე?
– ნუ გეშინია, უპასუხებს ძაღლი, – წარმოიდგინე, ხვალ რამდენ ფულს მოვიგებთ...
***
– გუშინ ოქროს თევზი დავიჭირე, მითხრა: ჩაიფიქრე, რა გინდა, კაი პოტენცია თუ კაი მეხსიერებაო.
– მერე რა ჩაიფიქრე?
– აღარ მახსოვს.
***
ქალი მიდის სასაფლაოს გავლით. ძალიან ეშინია. უცებ კაცი დაინახა.
– შეიძლება, თქვენთან ერთად ვიარო?
– კი, ქალბატონო.
ცოტა დაწყნარდა ქალი და იმ კაცს ეუბნება:
– ძალიან მეშინია საღამოს სასაფლაოზე სიარული, თქვენი დიდი მადლობელი ვარ.
– არა უშავს, სანამ ცოცხალი ვიყავი, მეც ძალიან მეშინოდა.
***
რესტორანში:
– ჯო, გემრიელი რა გაქვთ?
– ბადრიჯანი დუმაში.
– ორი ცალი გამაიღე.
***
იმპოტენცია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც დედამიწის მიზიდულობა მოპირდაპირე სქესის მიზიდულობაზე ძლიერია.
***
ზარია. კარს აღებენ. კართან ტიპი დგას, უზარმაზარი დოლით.
– ვინ გნებავთ?
– უკაცრავად, თქვენთან არის პანაშვიდი?
– არა, ექიმმა თქვა, კიდევ სამი დღე დარჩაო...
– ღვთის გულისთვის მაპატიეთ. კარი დაიხურა. დოლიანი კაცი რის ვაი-ვაგლახით შებრუნდა და წავიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ზარმა კვლავ დარეკა. კარი გააღეს და ისევ ის ტიპი დგას.
– ახლა რაღა გნებავთ?
– ბოდიში, მაგრამ შეიძლება დოლი თქვენთან რომ დავტოვო?
***
გვიანი შემოდგომის უცივესი საღამოა. ხუთ ჯარისკაცს დასახვრეტად მიჰყავს სიკვდილმისჯილი. ერთმა ჯარისკაცმა მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
– შენ რა გიჭირს, ჩვენ უკან უნდა დავბრუნდეთ...