კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


მიხანაშვილი

ქართული გვარ-სახელის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიხეილ. მიხეილ ნაწარმოებია ძველი ბერძნული სახელიდან მიქელა, რომელიც ნიშნავს „ღვთის სწორს“, „ღვთაებრივს“. სახელს ცვლილებები განუცდია და მივიღეთ მიხეილ. მიხეილიდანაა წამოსული ფორმა მიხა, მიხო, მიხაკო. აქედან კი მიღებულია გვარები: მიხელაშვილი, მიხელიძე, მიხანაშვილი. ასევე, ყოფილა გვარები მიხალაჯაშვილი, მახითარაისძე, მიხითარასშვილი, მიხრიკისძე, მიხუაშვილი.

„მიხანაშვილი ბეჟან იყო დამწერი და მოწმე დათუნა ლატრაძის მიერ, გიორგი ნინიაშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იანი წლები).

საქართველოში 494 მიხანაშვილი ცხოვრობს: გორში – 240, თბილისში – 173, კასპში – 50. არიან სხვაგანაც. მიხაშვილი – 47. მიხეევი – 48. მიხოევი – 53.

პაპიაშვილი

ქართული გვარის ეტიმოლოგიის, წარმომავლობის დადგენა გარკვეულ ცოდნას, ჩაღრმავებას, ისტორიაში გლობალურ წვდომას მოითხოვს. ძალზე იოლია იმის თქმა, რომ წინაპარს რქმევია პაპია და გვარი ამ საკუთარი სახელიდან გაჩენილა, ანუ პაპიაშვილი ეპონიმური გვარ-სახელია.

მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, ქართული საბუთების მიხედვით დადგენილია, რომ პაპიაშვილთა გვარი ტრიალებს თავად-აზნაურულ საგვარეულოებში, აქვთ ქონება, მიწა, ვენახი; იქვე ჩანს, რომ პაპიაშვილი და შანშიაშვილი (აზნაურები) – ერთი და იგივე გვარია.

პაპიაშვილ-შანშიაშვილთანაა დაკავშირებული დოლმაზაშვილთა აზნაურული გვარი.

პაპიაშვილთა და შანშიაშვილთა გვარებს მივყავართ მესხეთ-ჯავახეთის ფეოდალურ (თავადთა) – გოგებაშვილ-გოგიბაშვილების ცნობილ საგვარეულოსთან. გოგიბაშვილებიდან მოდის შტო-გვარები: გოგიბაშვილ-შანშიაშვილი, გოგიბაშვილ-პაპიაშვილი, გოგიბაშვილ-სიმენდაშვილი, გოგიბაშვილ-გოგებაშვილი, გოგიბაშვილ-დოლმაზაშვილი, გოგიბაშვილ-მარტიროზაშვილი.

ბევრს ჰგონია, რომ მარტიროსოვი მაინცდამაინც სომეხია და არა ქართველი. მარტიროსოვების ძირითადი ნაწილი (საქართველოში მცხოვრებთა) არიან ქართველები, მართლმადიდებლები, ყოფილი გოგიბაშვილ-მარტუილაიზაშვილ-მარტიროზიშვილები. მარტიროზადან, მარტიროსაშვილ-მარტიროსოვებამდე ერთი ნაბიჯია.

კრაწაშვილი

მეტსახელი კრაწა გვხვდება გვარ კრაწაშვილის ფუძედ.

გვარში არსებული გადმოცემით, ადრე გვარად ხუციშვილები ყოფილან, უცხოვრიათ სოფელ მარტყოფში, შემდეგ კი, სხვაგან გადასვლისას, კრაწაშვილები გამხდარან.

საქართველოში 418 კრაწაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 229, თბილისში – 88, რუსთავში – 46. არიან სხვაგანაც.

მწითური-წითელაური-ალხასტაისძე-სისაური-სამნიაშვილი

სოფელ გეზერეთში მცხოვრები მწითურების გადმოცემით, მათი წინაპარი გუდამაყარიდან გადმოსულა, იქ კი წიკლაურები ყოფილან. ლუთხუბიდან არიან მათი წინაპრები. გეზერეთიდან სამთავისში გადასულა მთხრობელის პაპის ძმა და მისი შთამომავალნი წითელაურის გვარს ატარებენ, ხოლო მათი კიდევ ერთი შტო ქალაქ გორში მწითურიძედ იწერება. ლუთხუბიდან გადმოსახლებულ წიკლაურთა ამ შტოს, როგორც ჩანს, თავისი ძველი გვარი – წითელაური აღუდგენია და მწითურად დაწერილან.

მწითურში ორი შტო გამოიყოფა. ქსნის ხეობის სოფელ გეზერეთიდან ისტორიულ ძაგნაკორში, სოფელ მწითურებში გადმოსახლებული ალექსი მწითურის თქმით: მწითურების სრული თავდაპირველი გვარი არის ალხასტაისძე. ჩვენი წინაპარი ქისტეთიდან მოსულა – კაცი შემოჰკვდომიათ და ქისტეთიდან გამორიდებიან, ხევსურეთში დასახლებულან და ხატისთვის შეუწირავთ ხარი და საარყე ქვაბი. ესენი სამი ძმა ყოფილან. ხევსურეთში არ მოასვენეს მოსისხლე ქისტებმა და დევნა დაუწყეს. ერთ ძმას ერქვა დორე, მეორეს – სისო, მესამე ძმა კი მწითური ყოფილა და ამათგან წამოვიდა გვარები: დროეული, სისაური და მწითური. ვისაც ეს გადმოცემა ახსოვს, ერთმანეთში ქალს არ გაათხოვებს“.

სხვა ეთნოგრაფიული მასალით, ძეგნაკორაში მწითურები სოფელ ალევიდან (ქსნის ხეობა) გადმოსახლებულან, რომელთა ძველი გვარი სისაური ყოფილა.

1774 წელს სოფელ გეზერეთში მოსახლე მწითურები, ორი კომლი, წითურაულის გვარით არიან ცნობილები.

ორი კომლი წითურაული მოხსენიებულია, ასევე, სოფელ საძეგურაში. 1781 წლის აღწერაში კი საძეგურაში 5 კომლი წითურაულია აღრიცხული. ალევში – სამი კომლი წითურიძე.

ქსნის ხეობაში კიდევ ერთი გვარია, რომელიც სისაურთა გვარიდანაა შტონაყარი. ესაა საძეგურელი ჭალისებურების გვარი. ჭალისებურების თავდაპირველ გვარად სისაური დასტურდება როგორც ეთნოგრაფიული მონაცემებით, ისე 1886 წლის საოჯახო სიებით. სისაური ყოფილა სოფელ წვერში მოსახლე სამნიაშვილების ადრინდელი გვარი.

საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს: ახმეტაში – 124, თბილისში – 55, თელავში – 53. არიან სხვაგანაც.

1 317 სისაური: თბილისში – 418, თიანეთში – 139, მცხეთაში – 135. არიან სხვაგანაც.

527 სამნიაშვილი: გორში – 154, თბილისში – 147, ქარელში – 107. არიან სხვაგანაც.

ლაბაური-მახისასშვილი-ჩიხაშვილი-ლაბაურიშვილი-ლაფაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაბა. ამავე ძირისაა გვარი ლაბაძე. ამ გვარიდან სიმონ ლაბაძე მოხსენიებულია კაცხის ტაძრის მეთერთმეტე საუკუნის წარწერაში.

ამავე ძირისაა გვარი ლაბაიძე, ლაბაშია, ლაბახუა, ლაბუჩიძე, ლაფაური, ლაფაჩი, ლაფაჩიშვილი.

„ლაბაური იანვარა ცოლ-შვილით, მაგრამ უმამულოდ, უწყალობა ზურაბ ერისთავის შვილმა საამ კობიაშვილს, რომელმაც ამ წლებში მიართვა ზურაბს 41 მარჩილის ფეშქაში“ (1698 წელი).

„ბერი ლაბაური-მახისასშვილი შვილითა და მამულით, ბაინდურ ერისთავმა უწყალობა საამ კობიაშვილს“ (1700 წელი).

თუშეთიდან გადასულებად ჩანან მთისწინეთში (იკოთი) ლაბაურები. ლაბაურთა გვარიდან კი არიან გამოსული ჩიხაშვილები, რომლებიც ბაზალეთში, სოფელ ჩიხაანებში ცხოვრობდნენ. ორივე გვარი, ლაბაური და ჩიხაშვილი, საგურამოშიც ჩანს. 1781 წლის აღწერაში ლაბაურების წინაპრები ლაბაურიშვილად არიან ჩაწერილი. იმავე აღწერიდან ირკვევა, რომ უფრო ადრე გვარის თავდაპირველი ფორმა ყოფილა ლაფაური.

საქართველოში 272 ლაბაური ცხოვრობს: მცხეთაში – 186, თბილისში – 69, დუშეთში – 6. არიან სხვაგანაც.

128 ჩიხაშვილი: დუშეთში – 62, თბილისში – 26, მცხეთაში – 19. არიან სხვაგანაც.

229 ლაფაური: თელავში – 132, თბილისში – 60, ახმეტაში – 12. არიან სხვაგანაც.

ბოლქვაძე

ამ გვარით დაინტერესებულ პირებს ვაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰყავთ გვარის წევრთა მიერ არჩეული საგვარეულოს უფროსი, ბატონი ნიაზ ბოლქვაძე. გვარის ისტორია ვრცლადაა აღწერილი და გადმოცემული „ქართული გვარ-სახელების“ ოცტომეულის მე-5 ტომში და ეთმობა 27 გვერდი.

თურქობის დროს, ნაწილმა შეიცვალა გვარი და ყადიოღლი-ყადიაშვილები გახდნენ.

წიგნში – ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგია – ენვერ ბოლქვაძე წერს: ბოლქვაძეებს აქვთ საგვარეულო გენეალოგია. ბოლქვაძეები მოიხსენიებიან როგორც გურიაში, ისე იმერეთის აზნაურთა შორის. შეტანილნი არიან, ასევე, 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთში შედგენილ „ხავერდის წიგნში“.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ბოლქვაძეებს მე-11 ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 11 059 ბოლქვაძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში 1 422, ქობულეთში – 1 359, ბათუმში – 1 335. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3