კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპულ ცენტრალურ ბანკს ახალი შტაბ-ბინა ექნება


ევროზონის სახელმწიფოებმა ფინანსურ ბაზრებს ერთგვარი შეტყობინება გაუგზავნეს, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ინტეგრაციას – მათ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შტაბ-ბინის აშენების შესახებ, რომლის ღირებულებაც 850 მილიონი ევრო იქნება. ამჟამად ეს ბანკი გერმანიის ფინანსურ ცენტრში, ფრანკფურტში, 1970-იან წლებში აშენებულ ევროკოშკშია იჯარით განთავსებული. 1994 წლამდე ევროკოშკში ევროპის ცენტრალური ბანკის წინამორბედი – ევროპის სავალუტო ინსტიტუტი საქმიანობდა. როგორც პრესა აღნიშნავს, დღესდღეობით ევროპის უმთავრესი ბანკი მსოფლიოში ერთადერთი ცენტრალური ბანკია, რომელთან ერთადაც, ერთ შენობაში, რესტორანი, ბარი და ღამის კლუბი არსებობს. ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შტაბ-ბინა ორ კოშკში განთავსდება, რომლებიც 41 და 44-სართულიანი იქნება. მათ საერთო ქვედა ნაწილი ექნებათ, სადაც საკონფერენციო ცენტრი განლაგდება. ამჟამად ევროპის უმთავრესი ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა 1 800-ს უახლოვდება, მომავალი შტაბ-ბინა კი 2 200 ადამიანზეა გათვლილი. სავარაუდოდ, ევროზონის ცენტრალური ბანკი ახალ შენობაში 2014 წლისთვის გადავა.


скачать dle 11.3