კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაერო 2012 წლის სამიტისთვის ეკოლოგიური კატასტროფის სცენარს ამზადებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნით, დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ზღვებში, ოკეანეებსა და მდინარეებში თევზი მთლიანად გაქრეს. ამ შემთხვევაში, მილიარდ ადამიანზე მეტი საკვების გარეშე დარჩება, თევზჭერის სფეროს კი, რომელიც პლანეტის მოსახლეობის 8 პროცენტისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, კოლაფსი ელის. ექსპერტების დასკვნით, მსოფლიო უკვე მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგაც თევზის პოპულაციები ვეღარ აღდგება. გაერო ამზადებს გლობალურ მოხსენებას – „მწვანე ეკონომიკას“, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს დედამიწის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადასარჩენად აუცილებელ მოქმედებათა გეგმას შესთავაზებს. მოხსენება საჯარო განხილვის საგანი 2010 წლის ბოლოსთვის გახდება, თუმცა, გაერო მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს უკვე ამზადებს ეკოლოგთა შემაშფოთებელი დასკვნების მისაღებად. როგორც მოელიან, მსოფლიოს ლიდერები მოხსენებას 2012 წლის 15 მაისს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში „დედამიწის სამიტზე“ განიხილავენ. გაეროს მოხსენებაში, თევზჭერის გარდა, ისეთ სფეროებზე იქნება საუბარი, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ქალაქები, ხე-ტყე, მრეწველობა, ენერგიის განახლებადი წყაროები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ნაგავი და წყალი. მოხსენების შექმნაში მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები, ექსპერტები და ინსტიტუტები მონაწილეობენ.


скачать dle 11.3