კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი ქრთამებმა იმსხვერპლა


ჩინელ ოლიგარქ ხუან გუანიუს, რომელმაც ელექტროტექნიკის მაღაზიათა იმპერია „გომ ელექტრიკალ ეპლაიანსი“ შექმნა და რომლის სიმდიდრეც 6,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად კორუფცია და საიდუმლო ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება წაუყენეს. პატიმრობის გარდა, ჩინელ მილიარდერს ჯარიმის – 88 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრეს. ხუან გუანიუ დამნაშავედ ცნეს ჩინოვნიკებისთვის ქრთამის არაერთგზის მიცემაში, რის შედეგადაც მისი კომპანია მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ჩინელი ოლიგარქი არა მარტო თავად გასცემდა ქრთამებს, არამედ სხვებსაც ამ გზით სარგებლობას ურჩევდა. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, მილიარდერმა ხუთი მაღალჩინოსნის მოსყიდვა მოახერხა, რომლებსაც ქრთამად 700 ათასამდე დოლარი გადასცა. გარდა ამისა, გუანიუ საიდუმლო ინსაიდერულ ინფორმაციასაც უკანონოდ იყენებდა გამდიდრების მიზნით. იგი კომპანია „ბეიჯინგ სენტრგეიტ ტექნოლოჯის“ უმსხვილესი აქციონერი იყო და ამ კომპანიის აქციებით ვაჭრობდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 208 მილიონ დოლარს აღწევდა. ხუან გუანიუ 2005 წლიდან 2008 წლამდე უმდიდრესი ჩინელი იყო.


скачать dle 11.3