კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ობამამ მაინც გაიმარჯვა


ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის დამტკიცებასაც დაჟინებით ცდილობდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია. რეფორმის შედეგად, მომხმარებელთა და მცირე ბანკების უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული. ახალი კანონის მიღების შედეგად, ყველაზე მეტად უმსხვილესი ფინანსური კომპანიები დაზარალდებიან. ჯანდაცვის რეფორმის დამტკიცების შემდეგ ფინანსური სექტორის კონტროლის გაზრდის მხარდამჭერი კანონის მიღება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მეორე სერიოზული წარმატებაა. „ჩვენი მიზანი არა ბანკების დასჯა, არამედ ამერიკის ეკონომიკისა და მოქალაქეების დაცვაა იმ რყევებისგან, რომლის მომსწრენიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავით“, – აღნიშნა ობამამ. როგორც მოელიან, 4 ივლისამდე შესაძლებელი იქნება კანონის სენატისა და კონგრესის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტების შეჯერება და პრეზიდენტი ხელს მოაწერს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. ახალი კანონის თანახმად, მსხვილ ფინანსურ კომპანიებს აეკრძალება საკუთარი სახსრებით სპეკულირება და მათი ჰეჯ-ფონდებში ინვესტირება. გარდა ამისა, უმსხვილესი ბანკები მილიარდობით დოლარს გამოყოფენ იმ რისკებისგან დასაზღვევად, რომლებიც მთელი ფინანსური სისტემის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.


скачать dle 11.3