„თბილისელების“ სამზარეულო
დესერტი მარწყვით
საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი უცხიმო ხაჭო, 200 გრამი იოგურტი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 200 გრამი მარწყვი, ვანილი და დარიჩინი გემოვნებით.
მომზადების წესი: შაქარი და ხაჭო ძალიან კარგად გათქვიფეთ. ნელა შეურიეთ იოგურტი და კიდევ ათქვიფეთ, რომ ჰაეროვან მასად იქცეს.
მარწყვი გაარჩიეთ, გარეცხეთ და ცოტა შეაშრეთ. დაჭერით შუა-შუა. ხაჭოს კრემი ჩაასხით მინის ფიალებში და მოაყარეთ მარწყვი. მოათავსეთ მაცივარში 15 წუთით მაინც.