„თბილისელების“ სამზარეულო
ბადრიჯნის რულეტი
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი ბადრიჯანი, 120 გრამი ბრინჯი, 2 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა კამა, 160 გრამი პომიდორი და ამდენივე გახეხილი ყველი, 150 გრამი ძროხის ხორცის ფარში, 5 სადილის კოვზი ზეთი, 3 სადილის კოვზი ხაჭოს ყველი, 2 სადილის კოვზი ორცხობილას ფხვნილი, 100 მილილიტრი მშრალი თეთრი ღვინო.
მომზადების წესი: ბადრიჯანი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ზეთში ორივე მხრიდან შეწვით და მოაყარეთ მარილი. მოხარშეთ ბრინჯი. ხახვი, ნიორი და მწვანილი წვრილად დაჭერით, პომიდორი კი – კუბიკებად.
ფარში, ნიორი და ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ ხაჭოს ყველი, მწვანილი და ბრინჯი.
ბადრიჯნის ფირფიტებს წაუსვით მოშუშული სატენი. დაალაგეთ ზემოდან პომიდვრის ნაჭრები და გადაახვიეთ, როგორც რულეტი. ჩააწყვეთ ზეთიან ტაფაში, მოაყარეთ ორცხობილას ფხვნილი, გახეხილი ყველი, დაასხით ღვინო და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.