კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიტაცა გოგიჩამ მეუღლე და დამთავრდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილის სიყვარული ტრაგედიით


ისინი თითქმის ყოველ დილას ერთად იწყებენ, და ერთმანეთს, ამავდროულად კი, მთელ საქართველოსაც ახალისებენ. ნუკისა და გოგიჩას დილა ყოველთვის იმედიანი და ღიმილით სავსეა. თუმცა, როგორც ნუკი ამბობს, ეკრანს მიღმა მას გოგიჩა საშინლად ექცევა, ამწარებს და აბრაზებს. გოგიჩა კი, ნუკის, ხასიათის ძლიერი თვისებების გამო, „თავის ბიჭს“ ეძახის და ცდილობს კაცური თვისებები გადასცეს.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გოგიჩა

– ნუკი, პირდაპირ უნდა გკითხო, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– არაფერი საინტერესო, მშვიდობაა.

– არ აპირებ გათხოვებას?

– არა, რად მინდა, რატომ უნდა გავთხოვდე? არაკაცურია! (იცინიან).

– როგორც ჩემი ბიჭი ნუკრი, ისე ლაპარაკობ. გამოგზარდე მოკლედ. მოდი, მითხარი როგორ გრძნობს თავს „იმედის“ დილის გადაცემაში?

– უმაგრესად. მართლა ძალიან მაგარი გუნდია და ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია. იცი, როგორ ვარ?! იქ რომ მივდივარ, ვისვენებ. ეს არ არის სამსახური, სადაც წასვლა გეზარება, დასვენების დღეს ნატრობ. მგონი, სახლში არ ვერთობი ისე, როგორც „იმედში“.

– იმიტომაა, რომ ორი კვირის განმავლობაში ვერ მოგიშორე?

– კი. ზუსტადაც, ვერასდროს მომიშორებ.

– მაინტერესებს, რა სპეციალობის ხარ, რას ამთავრებ?

– ვამთავრებ საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ფაკულტეტს.

– და სად აპირებ შემდეგ მუშაობას? „იმედი“ შენთვის დროებითია?

– იმედი მაქვს, რომ „იმედში“. არა, ასეც არ არის, რომ სხვა სპეციალობა მაქვს და ტელევიზიას თავს დავანებებ. ზუსტად ამ სფეროში მინდა მოღვაწეობის გაგრძელება.

– შენ, როგორც დიპლომატი, რომელ ქვეყანას აირჩევდი სამუშაოდ?

– საქართველოს გარდა?

– საქართველოს გარდა, თავისთავად, აბა, დიპლომატად საქართველოში ხომ არ იმუშავებ?

– ალბათ, ინგლისს, რადგან სტაბილური მშვიდი ქვეყანაა. იქ არ ხდება არც გადატრიალებები, არც არეულობები და რევოლუციები.

– ესე იგი, მაინც საკუთარ თავზე ფიქრობ. მეგონა, ისეთ ქვეყანას აირჩევდი, სადაც საქართველოს პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, კარგად არის წარმოსაჩენი... ინგლისი აირჩიე იმიტომ, რომ თავი კარგად იგრძნო? ასე „იმედშიც“ ხომ გრძნობ თავს კარგად?

– ახლა გცემ! პროვოკატორი ხარ. მაცადე და ახლავე გაგცემ პასუხს...

– დიპლომატიური პასუხი უნდა გამცე და პროვოკატორი არ უნდა მიწოდო. ანუ, დიპლომატობამდე შორს ხარ! (იცინიან).

– დამაცდი?! იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისი სტაბილური ქვეყანაა და ჩვენს ქვეყანას სტაბილური მხარდაჭერა სჭირდება, მით უმეტეს, ევროპაში და სწორედ ამხელა ქვეყნისგან, შესაბამისად, ინგლისში საქართველოს წარმომადგენელი რომ ვიყო, ჩვენი ქვეყანა სტაბილურ პარტნიორს შეიძენს.

– ანუ, შენ გინდა თქვა, რომ ვინც ახლაა ინგლისში ელჩი, ის მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს?

– ვაიმე, როგორ მინდა, ხოლმე, რომ გცემო...

– ცემა მორევაზეა. (იცინიან) აღიარე, ახლა რომ ცოტას საკუთარ თავზეც ფიქრობ.

– რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ყველა ფიქრობს. შენ არა?! დღეს კონდიციონერი რომ ჩამირთე, საკუთარ თავზე არ ფიქრობდი?! მე კიდევ სიცხე მქონდა.

– იმიტომ ჩავრთე, გარეთ გასვლისას კარგად რომ გეგრძნო თავი. სიცივიდან სიცხეში რომ გადახვალ, ხომ ძალიან სასიამოვნოა?! თან იმით ვიტრაბახე, რომ ჩემს ძველ მანქანას კონდიციონერიც აქვს.

– ეს ის მანქანაა, ყველამ რომ იცის როგორი „ჯიგიტიც“ გყავს...

– რუსეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს, თორემ სიამოვნებით წავიდოდა, რადგან ამისთვის მოლეკულები მალეკულებია. (იცინიან). ოვაცია – ავაცია. მოდი, შენ დაზე მომიყევი. როგორია ბუბუ სახლში?

– გადასარევი გოგოა, მშვიდი და საყვარელი. სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე ჭკვიანიც ყოფილა. სკოლაში დაიწყო სიარული და რაღაც ძალიან მალე განვითარდა. მთელი თავისი ნიჭიერებები გამოავლინა.

– ბოლოს ექსკურსიაზე ოთხმოცდახუთ წელს ვიყავი. შენ?

– გასულ კვირას (იცინიან). პირველი კლასის ექსკურსიაზე. ჩემმა დამ პირველი კლასი დაასრულა და მცხეთაში წავედით. მეც, როგორც პირველკლასელი, გავყევი და ძალიან გავერთე. დაჭერობანა, „კრასკობანა“ და „ნამიოკობანა“ ვითამაშეთ.

– მცხეთაში უამრავი ისტორიული ძეგლია და „ნამიოკობანას“ და „კრასკობანას“ სხვა დროს ვერ ითამაშებდით?

– ვაჩვენეთ ყველაფერი. სვეტიცხოველშიც ვიყავით, ჯვარზეც, დედათა მონასტერშიც.

– მაგრამ, მნიშვნელოვანი მაინც „საღებავობანა“ იყო ხომ?

– ამ დროს ძალიან გავერთეთ.

– ფეხბურთის თამაში გიყვარს?

– ბავშვობაში ძალიან ხშირად ვთამაშობდი. თავდამსხმელი ვიყავი, პირდაპირ ვესხმოდი ხოლმე თავს ყველას. ყოველთვის ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი.

– აი, ხომ ვამბობ, ჩემი ბიჭია-მეთქი. ხომ არ გინდა, მოტოციკლეტი გიყიდო?

– არა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გინდა, რომ დავილეწო, ხომ? მანქანის ტარებაც ცუდად ვიცი, პირველ „სტოლბამდე“ რამენაირად მივალ (იცინიან).

– შეყვარებული ყოფილხარ ცხოვრებაში?

– კი. ერთხელ.

– პირველად როდის იყო?

– ერთხელ ვიყავი და ის იყო ჯერჯერობით პირველიც და ბოლოც. თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც ეს ერთი შეყვარებულობის ამბავი დაიწყო.

– რომელიც გაგრძელდა დღემდე?

– არა, გუშინდელ დღემდე (იცინიან). სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა არც ტრაგიკული ფინალი ყოფილა და არც „ჰეფი ენდი“. უფრო ეს იყო – „ფინიტა ლა კომედია“.

– ისე, ზოგადად, მზად ხარ, რომ ოჯახი შექმნა? საერთოდ, ხომ ხვდები, რისკენ მიმყავს საუბარი?! მინდა, რომ ოჯახი შექმნა.

– რატომ გინდა ეს, არ მესმის. სამსახურიდან გინდა, რომ წავიდე?

– არა, რატომ?! დარწმუნებული ვარ, ოჯახს რომ შექმნი, გაცილებით უკეთესი, კარგი ადამიანი იქნები გარშემო მყოფებისთვის. ახლა ხომ კარგი ხარ, მაგრამ ბევრად უკეთესი გახდები. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ქალს, რომელსაც უკვე ოჯახი აქვს შექმნილი, შვილები ჰყავს, ყველა ახლობლისთვისაც გაცილებით უკეთესია.

– კარგი გოგიჩ, გპირდები, შენი ხათრით აუცილებლად შევქმნი ოჯახს.

– ჩემი ხათრი რა შუაშია, იმის ხათრით უნდა შექმნა, რაშით რომ მოვა...

– თეთრით!

– მწვანე იყოს, ლურჯი... რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რაშით იყოს, თან პრინცი და საერთოდ, მოვიდეს (იცინიან). სად იცხოვრებდი საქართველოს გარდა, ოღონდ ელჩი არ ხარ.

– ალბათ, ამერიკაში. ინგლისური ვიცი კარგად და ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, შეგუებას გამიადვილებდა.

– ასე, ავსტრალიაშიც შეგიძლია.

– ავსტრალიაში ვფიქრობდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ავსტრალია შეიქმნა იმ ადამიანებისგან, ვინც სხვადასხვა ქვეყნიდან დევნილი, კრიმინალი იყო და იძებნებოდა. კრიმინალები გადაასახლეს და სწორედ მათ შექმნეს ეს ქვეყანა. „რაში“ მინდა, კრიმინალების შექმნილ ქვეყანაში ცხოვრება?

– მოიცა და ამერიკა არ არის კრიმინალებისგან შექმნილი?

– არა. ამერიკა ინდიელებმა შექმნეს.

– სწორედ ევროპიდან გაქცეულმა მოჩხუბრებმა და კრიმინალებმა შექმნეს ამერიკა.

– კარგი, გარდა ამისა, ამერიკას ბევრი ღირსება აქვს, არის უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა, სადაც გადასარევად ვიგრძნობდი თავს. მოძრავი, ცოცხალი, ოცნებების ასრულების ქვეყანაა.

– ცხრამეტი წლის ხარ და ამ ქვეყანაში იმდენი შესაძლებლობა და პერსპექტივა გაქვს, მგონი, არსად წასვლა არ არის საჭირო.

– შენ მაიძულე, რომ ამერჩია რომელიმე ქვეყანა და დიდი ძალდატანებით ვთქვი, ამერიკა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ვიცხოვრებ, მორჩა.

– რა მაგარი ვაჟკაცი მეზრდება, ვგიჟდები პირდაპირ. სამბორბლიანი მოტოციკლეტი უნდა გიყიდო რა, სხვა გზა არ არის.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი

– პირად ცხოვრებაში რა ხდება-მეთქი, ვერ გკითხავ, მეუღლე გყავს, შვილები.

– რა უინტერესო რესპონდენტი ვარ, ხედავ?!

– სულაც არა. როგორ შექმენი ოჯახი, ეს მომიყევი. მართლა არ ვიცი, სად და როგორ გაიცანი ნათია.

– ნათია თეატრში გავიცანი. ჯარიდან ჩამოვედი თუ არა, თეატრში მივედი, რეპეტიცია ჰქონდათ. დავინახე ნათია, მომეწონა, გულში ჩამივარდა, გავგიჟდი და გადავირიე. თვე-ნახევარში მოვიყვანე ცოლად, მაგრამ ამ თვე-ნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც მოვასწარით. უამრავ ფესტივალზე ვიყავით, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ანუ, თვე-ნახევარში ისე გავიცანი ნათია, რასაც ბევრი შეყვარებული წელიწად-ნახევარს მოანდომებდა. მერე ავდექი და მოვიტაცე.

– მართლა მოიტაცე?

– 1988 წელს მოვიტაცე. ოთხმოცდარვა წელი „იუნესკომ“ მოტაცების წლად აღიარა, ავდექი და „იუნესკოს“ მხარში ამოვუდექი. ნათია მოტაცებულ იქნა.

– ტრადიციული მოტაცება იყო, მანქანაში ჩატენვებით და ამბებით?

– არა, მანქანაში ნამდვილად არ ჩამიტენია. დაჯექი-მეთქი, პატიოსნად ვუთხარი. რას იფიქრებდა თავიდან ჩემზე, ისეთი კულტურული ოჯახიდან ვარ, ამას როგორ გაბედავსო. მაგრამ, შემდეგ უკან რომ დავსვით – ჩემი ორი მეგობარი ერთი მხრიდან მიუჯდა, ორიც – მეორე მხრიდან, წინ კიდევ მე დავჯექი, იქ კი მიხვდა, რაღაც მაგარ გაუგებრობაში რომ აღმოჩნდა.

– საწყალი ნათია, როგორ გაგიჭყლეტიათ.

– არც ისე, გამხდარი იყო მაშინაც. მოკლედ, ბევრი არ გვივლია და პირდაპირ წყნეთში მოვიტაცეთ. რაღაც სახლში ვცხოვრობდით, ოთხი კედელი იყო, ოღონდ „ფანერკის“. მაგრამ, ის ოთახი როგორი მეჩვენებოდა, ვერ აგიწერთ. რა „შერატონი“, რა „ჰილტონი“. რამდენიმე დღე იქ ვიყავით. მერე ჩემს მეგობართან სახლში გადმოვედით ვერაზე, ფიქრის გორაზე. ხომ უნდა მეფიქრა ჩემს საქციელზე, რა ჩავიდინე. ვიფიქრე, ვიფიქრე და აღმოჩნდა, რომ სწორად მოვიქეცი. ამის შემდეგ უკვე ბიძაჩემმა კახეთში წამიყვანა, სადაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი იყვნენ დასასვენებლად. ყველა გადაირია, რადგან ჯერ ჩემი დის გათხოვებას ელოდებოდნენ. ხუთი წლით ჩემზე დიდია. უცებ, ოცი წლის ასაკში მე მოვიყვანე ცოლი. ამის შემდეგ შეგვეძინა ნანუკა, შენი მეგობარი, მერე ნინუცა – ჩემი მეგობარი და ასე ვცხოვრობთ ბედნიერად. ასე რომ, გაამართლა მოტაცებამ.

– და ოთხმოცდარვა წელს საქორწინო მოგზაურობა არ გქონიათ?

– როგორ არა, წყნეთი, ფიქრის გორა, კახეთი... (იცინიან). არა, რეალურად სექტემბერში მოვიტაცე ნათია, დეკემბერში ქორწილი გვქონდა და აპრილში უკვე ყველამ იცის, რაც მოხდა, დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. საქორწინო მოგზაურობაში წასვლა ცოტა უხერხული იყო, უნამუსობად მიმაჩნდა და მიმაჩნია. მაგრამ, ჩვენი საქორწინო მოგზაურობა გრძელდება დღემდე, საბურთალოზე.

– გოგიჩ, მოდი, გადავუხვევ, სხვა თემაზე გადავალ. როგორ მოგწონს „იმედში“?

– ხედავ მოტოციკლეტი რომ ვუყიდე როგორ უცებ გადაუხვია (იცინიან). „იმედში“ ძალიან ბევრი წელია ვმუშაობ, მაგრამ ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მიხარია იმ ხალხის ნახვა, რომელსაც ყოველ დილით, ჩემი სამსახურის წყალობით, ვხვდები. ეს არის ჩემი პატარა ოჯახი. რა მიკვირს, იცი?! ჩვენი ინგა დადიანი, რომელიც ორმოცდაორი კილოგრამია, მოდელს ჰგავს რომ შეხედავ, სწორედ მან შეკრიბა ეს ამდენი საყვარელი ადამიანი ერთად, ამდენი გენიოსი. ადამიანს სამსახურში მისვლა რომ გიხარია, ესე იგი, ბედნიერი ხარ. ამიტომაც, ვმუშაობ ყოველდღე, შაბათ-კვირასაც დავდივარ.

– დარწმუნებული ვიყავი ამაში. ორი საყვარელი ფრაზა გაქვს – უფ, კარგად ვარ და უფ, რა კარგი სამსახური მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში კარგად გაგიცანი და მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი მამა ხარ.

– შენ როგორც ჩემი ბიჭი, ისე მეუბნები ამას?

– კი, ვადასტურებ. ძალიან წარმატებული შვილი გყავს, ცნობილი მოდელი. აგვისტოში მის სამყაროზე მიდის...

– უი, მიდის?

– კი, მიდის (იცინიან). რა საინტერესოა, არა მომიყევი, როგორი გინდა, რომ იყოს მათი ცხოვრება, სად გინდა იცხოვრონ საქართველოს გარდა?

– მინდა, რომ ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. ჯერ ერთი, დიდი ბედნიერება და ღმერთის დიდი საჩუქარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში გაჩნდი, მართლმადიდებელი ხარ. მართალია, ქართველების ხასიათი ძალიან ფეთქებადია, მაგრამ ესეც ნიჭიერებაზე მეტყველებს. როგორი მაგრებიც ვართ აღმშენებლობაში, ისეთი ვართ დამაქცევრობაში, მინუსიდან პლუს უსასრულობამდე. საშუალო ქართველი არ ვიცი – ან აშენებს, ან ანგრევს. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა ან ძალიან წარმატებული იქნება ან დაიქცევა, საშუალო არ არსებობს. ჩემი სურვილია, რომ ეს ქვეყანა წარმატებული, ძალიან მაგარი იყოს. ასე რომ, მინდა, ჩემებმა საქართველოში იცხოვრონ და თუ ვინმეს ჩამოსვლა უნდა, გადასარევად დავხვდები. „ველქამ“!

– რატომ დამცინი სულ?

– არასდროს. ეკრანზე გინახავთ, რომ ოდესმე ნუკის დავცინი? ეკრანს მიღმა ვიცინი ხოლმე, უბრალოდ, კი არ დაგცინი. როგორ შეიძლება არ გაგეცინოს, როდესაც ადამიანი გეკითხება ავაციაა თუ ოვაციაო.

– ყველა ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი ხარ. ეს რას ნიშნავს შენთვის?

– ვგიჟდები ბავშვებზე. საკუთარ შვილზე, შეიძლება თქვა, დავიღალეო, მაგრამ ისიც იმიტომ კი არა, რომ ბავშვმა დაგღალა, უბრალოდ, სამსახურმა დაგღალა, უამრავმა პრობლემამ მთელი დღის განმავლობაში. ბოლოს ამას ბავშვიც დაემატა და იქ თქვი, რომ დაიღალე. ბავშვი არ გღლის. სხვისი შვილი რომ მოდის და როგორც ახლობელს ისე გიყურებს, გენდობა, – ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა. ნუკი, შენც ხომ ჩემი „ბავცი ქალ, უსაკალლესი“. მიხარია, ხოლმე სამსახურის გარეთ რომ გხედავ.

– გოგიჩ, სხვა გატაცებები თუ გაქვს, ნადირობა, თევზაობა?

– ნადირობა არანაირად არ მიყვარს. ბავშვობიდან მყავდა ჩიტები, ძაღლები, კატები, კუც.

– მე ხომ იცი, ვინც მყავდა?! ბაყაყი.

– კი კაცო, ბაყაყები მეც მყავდა. ერთი სიტყვით, ვგიჟდები ცხოველებზე. არ შემიძლია მათი მოკვლა. თუმცა, ვინც ნადირობს, ეს მათი საქმეა, ბევრი ვაჟკაცია მათ შორის. მაგალითად, ჩემი მეგობარი ამას ფილოსოფიურად უყურებს. ამბობს, ცხოველებს გამოხშირვა სჭირდებათო. თურმე, ზრდასრული ირემი ახალგაზრდა ირემს გამრავლების საშუალებას არ აძლევს. მოკლედ, იქაც მთელი ამბებია. ერთი სიტყვით, ცხოველს ვერ მოვკლავ. თევზაობა მიყვარს იმიტომ, რომ მერე კარგი სათევზაო სუფრა იშლება, ცოტას წავიქეიფებთ – მშობლების, მეგობრების, ოჯახის სიყვარულზე სადღეგრძელოებს ვსვამთ. ისე, აბა, რად მინდა თევზაობა, შევალ „გასტრონომში“ და ვითევზავებ. ისე ვიცი, რომ თუ ერთი მოიწამლე ამ საქმით, ვერასდროს დაანებებ თავსო. მე ანტიბიოტიკები მაქვს მიღებული, ვერ ვიწამლები.

– საბოლოო ჯამში, ოვაციებია თუ ავაციები?

– ოვაციებია, მაგრამ შენ რომ გგონია იმ ენაზე – ავაციები, თუმცა, იქაც ოვაციები იწერება. სულ მიხარია შენი ნახვა, ჩემო ნუკი, და ზუსტად ვიცი, დილის გადაცემა რვის ნახევრიდან მეორე დღის რვის ნახევრამდე რომ იყოს, შენ ბოლომდე იქ იქნები და საერთოდ, არ დაიღლები. ამიტომ, მიყვარს შენთან და ასევე ქრისტინესთან მუშაობა.


скачать dle 11.3