კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეფის დედამ „წიწილების ჭამა“ დაიწყო


ამერიკულ ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მთავარი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსია. თავიდან ჯეიმსი მეორე მაიკლ ჯორდანად მონათლეს, მაგრამ მერე სახელი გადაარქვეს და უბრალოდ, „მეფეს“ ეძახიან. ჰოდა, ამ მეფის თანაგუნდელი დელონ უესტი, თურმე, ლებრონის დედას, გლორიას ყვარობს. ამის შესახებ ჭორი დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა, მაგრამ გასულ კვირას ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ერთ-ერთ მატჩამდე მიკროფონთან ჯეიმსის მეგობარი, ვეტერანი, ლეგენდარული კალათბურთელი კელვინ მერფი მივიდა და...

„ახლა საბოლოოდ დამიდასტურეს, რომ დელონ უესტი ნაძირალაა. მან რომანი ლებრონის დედასთან გააბა და ასეთი რამ საკალათბურთო ოჯახში არ უნდა ხდებოდეს. ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენი თანაგუნდელი დედაშენთან ნებივრობს“, – განაცხადა მერფიმ.

კომენტარისგან თავს იკავებს თავად ჯეიმსი. ქალბატონმა გლორიამ კი თავი გაიგიჟა, ჩემი შვილის თანაგუნდელებს პატარა ბავშვებივით ვუყურებ და ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლიაო. ამერიკელები კი დარწმუნებული არიან, რომ მოსახდენი მოხდა და ლებრონის დედა ის გლორია აღარ არის...


скачать dle 11.3