ფეხბურთმა ქალებს აჯობა
მოკლედ, ქართველ ქალებს სერიოზული მაღარიჩი აქვთ საკისრებელი. საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩის წინ მათ ფეხბურთელებს „პერედაჩი“ უნდა მიუტანონ და მინიმუმ, ცხვარი დაუკლან, რადგან ჩვენი ფეხბურთელები კარგად ვერ თამაშობენ. ფეხბურთი ქალებზე მაღლა არ დგას. ალბათ, იფიქრებთ, ჩვენ რა შუაში ვართო, მაგრამ ახლავე აგიხსნით.
გამოკითხვის შედეგად საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთსა და ტაილანდში მამაკაცები პირველ ადგილზე საფეხბურთო მატჩს აყენებენ, მერე კი – ქალებთან ურთიერთობას. არადა, ჩვენთან ისეთი სიტუაციაა, ქალი იყოს და ვის ახსოვს ბურთი. ამიტომაც არის მარადიული კითხვა პასუხგაუცემელი – გვეშველება რამე?
ქართულ ფეხბურთს არ ვიცი და ქალები ამბობენ, უკვე ნაშველიაო.