კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტევესი გამოიჭირეს


პრემიერლიგური „მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი კარლოს ტევესი ორი კვირის წინ მამა გახდა და ამის აღსანიშნავად სამშობლოშიც კი იყო. კარლიტომ შვილით ძალიან გაიხარა და იქვე დაამატა, პატარა ტევესს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიყვან, რადგან მისი ფრენა არ შეიძლება და შვილთან ერთად სახლში დედაც დარჩებაო.

თითქოს ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ტევესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვანესა კარბონე დაპატიჟა, ეს გოგო კი „ფლეიბოის“ ვარსკვლავია.

„დიახ, კარლომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დამპატიჟა და ისიც მითხრა, რომ ჩემი ნომრის გვერდით იქირავებს ოთახს. დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკაში დაუვიწყარ დროს გავატარებ,“ – ვანესამ ეს განცხადება გააკეთა და დიდი შანსია, დაუვიწყარი დრო არგენტინაში ტევესს ცოლმა გაატარებინოს.


скачать dle 11.3