საჩუქარი ბავშვებს
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს ორი შვილის ნათლია ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, ელიზაბეტ ჰარლი გახლავთ. გარდა იმისა, რომ იგი სამსახიობო კარიერით აქტიურად არის დაკავებული, დროს საქველმოქმედო საქმიანობისთვისაც პოულობს და მიუსაფარ ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, ეხმარება. მორიგი დახმარება ლიზამ ბავშვებს გასულ კვირას გაუწია, მაგრამ ცოტა არ იყოს, ეს უცნაურად გააკეთა – 45 წლის მსახიობმა გაშიშვლება გადაწყვიტა და ფოტოსესია მოაწყო.
„ბავშვებისთვის ყველაფერს გავიღებ და საქმე გახდაზე რომ მიდგა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. თანაც, ასაკის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ნორმალურად გამოვიყურები“, – განაცხადა ჰარლიმ და თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ელიზაბეტი არ ტყუის.