ნიკოლმა ოქროს გარეშეც იცეკვა
იტალიაში ერთ-ერთმა ცნობილმა მოდელმა საბრინა ფერილიმ საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე განაცხადა, თუ დედაქალაქური „რომა“ ოქროს მედლებს მოიპოვებს, მზად ვარ, საჯაროდ სტრიპტიზი ვიცეკვოო. საბრინა დედაქალაქური კლუბის თავგადაკლული ქომაგია და რამდენიმე წლის წინ „რომას“ ჩემპიონობა სტრიპტიზით მართლაც აღნიშნა. თუმცა, ამჯერად „რომა“ მეორე ადგილს დასჯერდა და იმის მიუხედავად, რომ გულშემატკივრებმა საბრინას გახდა მაინც სთხოვეს, ქალმა უარი განაცხადა, აქაოდა, პირობას არ დავარღვევო.
სამაგიეროდ, უარი არ უთქვამს „რომას“ მეორე ცნობილ გულშემატკივარს, ასევე მოდელ ნიკოლ ბრაუნს. მან კლუბს ერთგულება კიდევ ერთხელ შეჰფიცა და...
„რომა“ ჩემს გულშია და ამ სიყვარულს ვერაფერი წაშლის. გუნდი იმდენად მიყვარს, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ახლოს, უფრო ზუსტად კი, ძალიან ახლოს ვიცნობ და ამას არც ისინი დამალავენ. მათი სიყვარულით სტრიპტიზის ცეკვა არ გამიჭირდება“, – განაცხადა ნიკოლმა და ბოძს შემოეხვია.
საინტერესო კი ის არის, რომ კლუბის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა ქალთან ახლო ნაცნობობა იუარა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, სტრიპტიზი ბოძის გარეშე არ არსებობსო და ნიკოლიც ამ ამბავს არ მოიგონებდა.