კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იულია ინგლისურად


ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი ანდრეი არშავინი ისევ შარში გაეხვია. პირველად გულშემატკივრებმა რუს ლეგიონერს მას შემდეგ დაუსტვინეს, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, „ბარსელონას“ ვგულშემატკივრობ და ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ამ კლუბის მაისურს მოვირგებო. არადა, ეს ღალატის ტოლფასი განცხადება იყო და ფეხბურთელს ახსნა-განმარტება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმაც კი მოსთხოვა. ახლა კი სიტუაცია თითქოს ჩაცხრა, მაგრამ მორიგი „გასროლა“ არშავინის ცოლმა, იულიამ გააკეთა. წყვილი დასასვენებლად ფლორიდაშია და იულიამაც ამერიკულ მედიასთან იჟღურტულა.

„მართალია, ჩემი ქმარი „არსენალში“ თამაშობს, მაგრამ მე მეორე ლონდონური კლუბის, „ჩელსის“ ქომაგი ვარ. ჯერ ერთი, თავად ანდრეიც ამბობს, რომ „ჩელსის“ ინგლისში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავსო და მეორეც – ამ გუნდის ლეგიონერთან, იური ჟირკოვთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს“, – განაცხადა იულიამ.

სანამ ანდრეი იმას გაარკვევს, რა მეგობრობა აკავშირებს მის ცოლს იურასთან, ბრიტანელებმა შტატებში პაპარაცები აფრინეს და ფეხბურთელის ცოლს მაშინ ჩაავლეს, როცა იგი წყლიდან ამოდიოდა.

„იულია ამ ცხოვრების აზრზე არ არის. იმის მიუხედავად, რომ მის ქმარს მილიონები აქვს, ვერაფერში იყენებს და ტანსაცმლის შერჩევაც არ იცის. ამჯერად მას იაფფასიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა, მაშინ, როცა „არსენალის“ პრაქტიკულად, ყველა ფეხბურთელის მეორე ნახევარს ძვირად ღირებული აქსესუარები აქვთ. იულია ფეხბურთელების ცოლების სირცხვილია,“ – ასე დაასხა თავს ლაფი ინგლისურმა მედიამ რუსი ლეგიონერის ცოლს.

მათივე ცნობით, იულიას სამოსი ას დოლარს არ აღემატებოდა, მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელების ცოლები ტრუსებსა და მის ამხანაგში რამდენიმე ათასს იხდიან.


скачать dle 11.3