კრიშტიანუ რონალდუ მესამე წელია, ჰომოსექსუალებისთვის სასურველი ლუკმაა
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე პლანეტის ყველაზე სექსუალური ფეხბურთელების ტოპ-ათეული გამოქვეყნდა. როგორც წესი, ამდაგვარი გამოკითხვები მუნდიალის სტარტამდე ტრადიციაა და იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოებს დამატებითი შემოსავალი ელის. საქმე ისაა, რომ ტურნირს ბევრი მაყურებელი ეყოლება, რომელიც, უბრალოდ, საფეხბურთო ზეიმს უგულშემატკივრებს და მისთვის სულერთია, რომელი ფეხბურთელი რა მაისურით იქნება შემოსილი. ჰოდა, ეს ნეიტრალური გულშემატკივრები პოპულარულ ფეხბურთელებს არჩევენ და მათ მაისურებს ყიდულობენ. „დაუგეგმავი“ მაისურების გაყიდვა კი, საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იძლევა.
მოლოდინისამებრ, პირველ ადგილზე დევიდ ბექჰემი გავიდა, მაგრამ... ეს გამოკითხვა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშინ არავინ იცოდა, რომ ბექჰემი ტრავმას მიიღებდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებდა. მართალია, დევიდი მუნდიალზე მაინც მიდის და სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება, მაგრამ მაისურების გაყიდვის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მაისური მისი ნომრით, უბრალოდ, არ იქნება.
მაისურები არც შვედ ფრედერიკ ლიუნგბერგს გაეყიდება, რადგან მისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, უბრალოდ, ვერ მოხვდა. ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ლიუნგბერგის მეორე ადგილი ჰომოსექსუალთა აქტიურობის შედეგია. ფრედერიკმა, სულ რაღაც, სამი წლის წინ აღიარა საკუთარი ორიენტაციის შესახებ და კოლეგებში დიდი პოპულარობა და ავტორიტეტი მოიპოვა.
1. დევიდ ბექჰემი (ლოს-ანჯელეს-„გელექსი“) – ინგლისელი ნახევარმცველი პირველ ადგილზე რომ გავიდოდა, თუნდაც იმის გამო მოელოდნენ, რომ დევიდმა ბოლო ათწლეულის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცთა შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. მისდა სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატს იგი სათადარიგოთა სკამიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელები მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები არიან, ეგებ ოქროს მედლითაც გაიხაროს, მაგრამ ამას ფეხბურთელის რანგში ვერანაირად ვერ გააკეთებს.
2. ფრედერიკ ლიუნგბერგი („სიეტლ საუნდერსი“) – შვედმა ნახევარმცველმა სახელი მაშინ გაითქვა, როცა ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა. მერე სკანდალი აგორდა, ლიუნგბერგი ჰომოსექსუალიაო და ამ სკანდალს მისი ლონდონური კარიერაც შეეწირა. ლიუნგბერგმა მაშინ ეს არ აღიარა, თუმცა, მოგვიანებით მაინც გამოტყდა, ვინც იყო და ისიც აღნიშნა, ყველაზე მეტად ფეხბურთში მატჩის შემდგომი პროცედურები მომწონდაო. მატჩის შემდგომ ფეხბურთელები შხაპს რომ იღებენ.
3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“) – რონალდუ, აგერ უკვე მესამე წელია, ჰომოსექსუალების ყველაზე სასურველი ლუკმაა. მასზე ღიად ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ტრადიციულ ორიენტაციას შეიცვლის, რადგან სხვანაირი გამოხედვა აქვსო. გამოხედვის რა გითხრათ, მაგრამ პორტუგალიელი ბევრად პოპულარული ქალბატონებშია და სწორედ მათი ხმების შედეგად გადავიდა მესამე ადგილზე.
4. დევიდ ჯეიმსი („პორტსმუთი“) – ინგლისის ნაკრების მეკარე თითქოს ჩრდილში დგას, თითქოს არც მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ აგერ, საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა. ჯეიმსზე ამბობენ, რომ სანიმუშო მეოჯახეაო, მაგრამ ამ აღიარების შემდეგ იგივე სტატუსის შენარჩუნება გაუჭირდება.
5. ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“) – ლამპარდის სექსუალურობა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცოლს დაშორდა და კენტად დაიარება. „ჩელსის“ ლიდერს რამდენიმე მცდელობაც კი ჰქონდა, ახალი ქალი მოენახა, მაგრამ მისი წამოწყება ორ კვირაზე მეტხანს არ გაგრძელებულა. შესაბამისად, ლამპარდზე მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს ნამდვილი ნადირობა იქნება გამოცხადებული. ამას ხელს არა მარტო აქ მოპოვებული მეხუთე ადგილი, არამედ ფეხბურთელის ათმილიონიანი შემოსავალიც შეუწყობს ხელს.
6. ჯიმი რედნაპი („ტოტენჰემი“) – ჯიმიმ კარიერა ორი კვირის წინ დაასრულა, მაგრამ ის მაინც გამოარჩიეს. რედნაპი სკანდალებში პრაქტიკულად არასდროს გახვეულა და ამ აღიარებასაც მშვიდად შეხვდა.
7. მაიკლ ოუენი („მანჩესტერი“) – ვარსკვლავბიჭუნა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა ტრავმას იშუშებს და მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს. მაიკლის ბავშვური სახე ბევრ ქალს უკარგავს მოსვენებას, თუმცა ოუენი იფიცება, ცოლისთვის არ მიღალატია და არც ვუღალატებო.
8. სტივენ ჯერარდი („ლივერპული“) – „ლივერპულის“ კაპიტანი საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და სკანდალში მხოლოდ ერთხელ, ორი წლის წინათ გაეხვა, როცა ღამის კლუბში ერთ-ერთ ახალგაზრდას სცემა. სხვა მხრივ, ჯერარდზე ამბობენ, რომ ცოლის გარდა მისთვის სხვა ქალი არ არსებობს და მთელ თავისუფალ დროს შინ ატარებსო, მისი „შეცდენის“ მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ. სასტუმროს ნომერშიც კი მიაკითხეს ქალებმა, მაგრამ ჯერჯერობით ჯერარდი მყარად დგას.
9. ტიერი ანრი („ბარსელონა“) – სამაგიეროდ, არაფერს იკლებს ტიერი ანრი და ამის ბრალი იყო, რომ ცოლი გაექცა. ფრანგი ფორვარდი ღრეობებსაც ხშირად მართავს და მათი მთავარი გმირიც ხშირად არის. ანრიმ რამდენიმე თვის წინათ ისიც თქვა, სხვადასხვა ქვეყნების ქალებზე ნაშრომის დაწერაც კი შემიძლია, ვინ როდის როგორ იქცევაო. ჯერჯერობით, ნაშრომმა დღის სინათლე ვერ იხილა, მაგრამ ამბობენ, ქერათმიანი ქალების მოყვარული ანრის ცხოვრების ოცნება სამხრეთ აფრიკელი მსახიობი შარლი სტერონიაო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ სამხრეთ აფრიკაში იმართება.
10. ფერნანდო ტორესი („ლივერპული“) – როცა 2007 წელს ტორესი სათამაშოდ „ლივერპულში“ გადაბარგდა, თან თავისი მეგობარი გოგონა, ოლალა დომინგესიც წაიყვანა, მაშინ ამბობდნენ, ოლალა თავს ტყუილად იწუხებს, ინგლისელი ქალები საქმროს „აახევენო“, მაგრამ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. დომინგესი ტორესს ერთი საათითაც არ ტოვებს მარტო, შარშან შვილიც გაუჩინა და... მატჩის შემდეგ ფერნანდო გასახდელიდან 40 წუთში თუ არ გამოვა, ოლალა გასახდელში ჩადის და დაგვიანების მიზეზს იგებს. ასე რომ, ტორესი გვარიანი წნეხის ქვეშაა და დიდ თავისუფლებას არც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს უნდა ელოდოს.