კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ ფეხებს


როგორც იქნა, გამოიდარა და დადგა ღია ფეხსაცმლის ტარების სეზონი. მოხდენილად, მიმზიდველად და ლაღად რომ გამოიყურებოდეთ, მარტო კარგი მაკიაჟი და, თუნდაც, ლერწამივით ტანი, თვით საუკეთესო ბრენდების სამოსში გამოწყობილიც კი დაკარგავს ეფექტს, თუ სათანადოდ არ გექნებათ მოვლილი ფეხები. ცხადია, თითებიდან დაწყებული, რადგან ყველაზე თავშეკავებული და მორიდებული მამაკაციც კი, ქალის შეთვალიერებასა და, შესაბამისად, შეფასებას, ტერფებიდან იწყებს. თუ გსურთ, მაქსიმალური ქულით შეგაფასონ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

თუ ფეხებზე ეპილაციის (ან დეპილაციის) გაკეთება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გამოიყენეთ სკრაბი. ამ პროცედურის ჩატარებამდეც და მისი ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც, ეს დაგაზღვევთ თმის ჩაბრუნებისგან და კანს გლუვსა და სრიალას გახდის.

თუ კანი გაღიზიანებული გაქვთ, წაისვით ლავანდის, კალენდულას ან გვირილის ექსტრაქტზე დამზადებული კრემი. ეპილაციის გაკეთებისთანავე, ნუ წახვალთ საუნაში, არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და არ გამოიყენოთ სპირტზე დამზადებული კოსმეტიკა. ჩვეულებრივი კრემი, რომელიც უნდა წაისვათ, მოხმარების წინ კარგა ხანს გააჩერეთ მაცივარში – ასე უფრო ადვილად დაგიამებთ გაღიზიანებას. ეპილაციის შემდეგ კანი ფაქიზად შეიმშრალეთ, არ გაიხეხოთ.

შინაური რეცეპტები დაღლილი და შეშუპებული ფეხებისთვის: ფეხებზე წაისვით გვირილის ან სალბის ნაყენისგან დამზადებული ყინულის კუბიკები. შემდეგ გაიკეთეთ პიტნის ნაყენის თბილი აბაზანა: 1 კონა გარეცხილ პიტნას დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული გააჩერეთ 1-2 საათით. შემდეგ ნაყენი (ფოთლებიანად) გააზავეთ 3 ლიტრ თბილ წყალში. ასეთივე ნაყენი აბაზანისთვის შეგიძლიათ, გვირილისგანაც გაიკეთოთ. ეს მცენარეები ამშვიდებს და არ არბილებს კანს, დაღლილ ფეხებს სიმსუბუქეს აგრძნობინებს, შეშუპებას კი დააცხრობს.

ასევე, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ნაზსა და დახვეწილს ხდის ტერფებს, როგორც კრემების, ისე ზეთებისა და მცენარეული ნაყენების კომპრესები. სპეციალურ კრემში, 1 სადილის კოვზ აბუსალათინის ან ნებისმიერ ზეთში, ასევე, ამავე რაოდენობის კარაქში გახსენით ცოტაოდენი კალენდულას ნაყენი, ამ მასით კარგად გაპოხეთ მიტკლის ნაჭერი, შემოიხვიეთ ტერფებზე (განსაკუთრებით – თითებზე და ქუსლებზე) და გაიჩერეთ 1 საათი. თუ ქუსლებზე გაქვთ ნახეთქები, ჩაასხით ტაშტში საშუალოდ ცხელი წყალი და გახსენით მასში თითო ჩაის ჭიქა კალენდულის, ჭინჭრისა და მრავალძარღვას ნახარში (თუ სამივე არ გაქვთ, მაშინ – ერთ-ერთის მაინც) და გაიკეთეთ 20-წუთიანი აბაზანა. შემდეგ კი, შემშრალებისთანავე, წაისვით გლიცერინი ან აბუსალათინის ზეთი.

თუ კოჟრები („მაზოლები“) გაწუხებთ და ფეხები ძალიან გიოფლიანდებათ, იცოდეთ, რომ ამის ძირითადი მიზეზი არაკომფორტული ფეხსაცმელია. ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეცვალოთ. მაგრამ თუ ოფლიანობა ღია ფეხსაცმელშიც გაწუხებთ, ყოველ საღამოს აბაზანის გაკეთების შემდეგ, ტერფებზე დაიყარეთ ტალკი.

პედიკიურის წინ გაიკეთეთ ჯერ ზღვის მარილის, შემდეგ კი შამპუნგარეული თბილი წყლის აბაზანა. შემდეგ შეიმშრალეთ და ფრჩხილები დაიმუშავეთ ქლიბით ან „მკვნეტელა“ მაკრატლით. უმჯობესია, ფრჩხილები მოიჭრათ სწორხაზოვნად და არა მომრგვალებულად, რომ ფრჩხილის ჩაზრდისგან დაიზღვიოთ თავი. თუ ქუსლები გამაგრებული გაქვთ, არ მოიფხიკოთ ბრიტვით, რადგან ძალიან მალე გარქოვანება უფრო ძლიერად იჩენს თავს. უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები, მერე კი პემზის ქვით დაიმუშაოთ. შემდეგ წაისვით სკრაბი და ისე შეიზილეთ, რომ მასაჟი გაიკეთოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული თითი გულმოდგინედ დაიმასაჟოთ. ბოლოს კი ხის ჩხირით ფრთხილად მიაწექით ნუნებს და შიგნით შესწიეთ, ფრჩხილების ზედაპირი გაიწმინდეთ სპეციალური სითხით, გაიპრიალეთ და წაისვით იმ ფერის ლაკი, რომელიც მოუხდება თქვენი კანისა და ტანსაცმლის ფერს. ფრჩხილები ფეხებზე არც ისე გრძელი უნდა იყოს და არც ძირში დაჭრილი.

ძალიან სასარგებლოა ფეხებისთვის შემდეგი სახის აბაზანა: თბილ წყალში კარგად გახსენით 20 წვეთი ყურძნის წიპწების ზეთი, 6 წვეთი ლავანდის ზეთი და 3 წვეთი გვირილის ზეთი.


скачать dle 11.3