როგორ გავხდეთ „მადიანად“
ახალი დიეტური სტრატეგია: ახლა ნებადართულია, მიირთვათ თითქმის ყველაფერი. საკვების „ციფერბლატის“ დახმარებით უნდა აირჩიოთ პროდუქტები და მათი მიღების დრო. ანუ, ეს სტრატეგია აგებულია იმაზე, რომ შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გსურთ, ოღონდ განსაზღვრულ საათზე.
დილით გეძლევათ უფლება, ისიამოვნოთ „აკრძალული“ პროდუქტებით – შოკოლადის პატარა ნატეხით, დაშაქრული რძიანი ყავით, ერთი პატარა ნაჭერი ნამცხვრით. ამ სქემაში ნახშირწყლებს „ციფერბლატის“ ყველაზე ზედა სეგმენტი უჭირავს; მომდევნო სეგმენტია – ბურღულეული და ცეხვილი პური; შემდეგი სეგმენტი ცილებს უკავია: ნიგოზი (თხილი), კვერცხის ცილა, პარკოსნები, ყველი; ყველაზე ფართო სეგმენტი კი ხილსა და ბოსტნეულს ეთმობა.
სადილის დროსაც გეძლევათ უფლება, ჩაიტკბარუნოთ პირი შოკოლადის პატარა ნატეხით, ძირითადი რაციონი კი უნდა შედგებოდეს პარკოსნების, მჭლე ხორცის, ყველის, ხილისა და ბოსტნეულისგან.
ვახშამზე შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშული თევზი ან მჭლე ხორცი, ან რძის პროდუქტები. ხილი და ბოსტნეული – განუსაზღვრელი რაოდენობით. ღამით აუცილებელია, კუჭი დაასვენოთ. თუ ისე მოგშივდათ, რომ დილამდე გაძლება გიჭირთ, მიირთვით 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი (შეიძლება იოგურტიც), 1 ცალი ბანანი ან ვაშლი.
დიეტის პარალელურად აუცილებელია, დაკავდეთ სპორტით: ყოველ დილით 15-წუთიანი ვარჯიში ან ველოსიპედით გასეირნება, ასევე, ძალიან სასარგებლოა საღამოს მოციონები და, თუ ამის საშუალება გაქვთ – ცურვა. მაქსიმალურად იარეთ ფეხით.
ყოველდღე მიიღეთ გრილი შხაპი და კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ ანტიცელულიტური მასაჟი.
წარმატებას გისურვებთ!