კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჭიროა თუ არა ადამიანის ორგანიზმისთვის ქოლესტერინი და რას იწვევს მისი ნაკლებობა


ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს. ის ისევე, აუცილებელია ორგანიზმისთვის, როგორც წყალი, ვიტამინები, ცილები, ნახშირწყლები და სხვა ნივთიერებები.

უჯრედები ქოლესტერინს მემბრანების საშენ მასალად იყენებს. მისგან ხდება სასქესო ჰორმონების, ნაღვლის მჟავისა და D3 ვიტამინის სინთეზი. ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით საჭიროებს და მოიხმარს საკვერცხეები, სათესლე ჯირკვლები, თირკმელზედა ჯირკვლები და პლაცენტა.

განსაკუთრებული მოთხოვნილება ქოლესტერინზე აქვს თავის ტვინსა და ნერვულ სისტემას. სისხლის წითელ უჯრედებს, ანუ ერითროციტებს ჰემოლიზური შხამებისგან სწორედ ეს ნაერთი იცავს. ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში ქოლესტერინის მუდმივი დონე რეგულირდება უკუკავშირის პრინციპით, კერძოდ, საკვებთან ერთად ქოლესტერინის ჭარბად მიღებისას მისი ბიოსინთეზი უჯრედებში ითრგუნება. ადამიანს კონტროლის ეს მექანიზმი არ გააჩნია, ამიტომ ქოლესტერინის შემცველობამ სისხლში შეიძლება, მნიშვნელოვნად მოიმატოს, განსაკუთრებით 36-40 წლის შემდეგ. ეს კი, ხელს უწყობს ორგანიზმისთვის მავნე პროცესთა განვითარებას, მაგალითად, ნაღველში კენჭების წარმოქმნას, ნაღვლის სადინარების დაცობას, ღვიძლის ცხიმოვან ინფელტრაციას და სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ბალთების ჩალაგებას.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონეზე და ეს ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა. ასევე, გაირკვა ისიც, რომ ადამიანმა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული რომ მიირთვას, რომლებშიც ფაქტობრივად, არ არის ქოლესტერინი, მისი ორგანიზმი საკუთარი რესურსებიდან თავად მოახდენს ამ ნივთიერების წარმოქმნას, რადგან ქოლესტერინის 30-40 პროცენტს ვიღებთ საკვებთან ერთად, დანარჩენს კი, ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ცხიმოვანი მჟავებისგან.

ცხიმიანი საკვების მოყვარულებს, ქოლესტერინით მდიდარ, განსაკუთრებით, ღორის ხორცის ხშირად მომხმარებლებს, ზოგჯერ სისხლში ქოლესტერინის სრულიად ნორმალური დონე აქვს, ზოგი კი უმკაცრეს დიეტას იცავს და ამ ნივთიერების სისხლში რეგულირებას მაინც ვერ ახერხებს. არადა, იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ ათეროსკლეროზული პროცესების განვითარება დაკავშირებულია ცხიმოვანი საკვების მიღებასთან.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქოლესტერინის ცვლაზე საკვები რაციონის გარდა სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას, კერძოდ, კვების რეჟიმი, სიგარეტის მოწევა, ასაკი, გუნება-განწყობის ცვლილება, ფიზიკური დატვირთვა, გონებრივი მუშაობა და ასე შემდეგ.

გამოკვლევებმა ისიც ცხადჰყო, რომ ათასობით ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ არ იღებდა ქოლესტერინის შემცველ საკვებს და არ გამოირჩეოდა სისხლში აღნიშნული ნივთიერებების მნიშვნელოვანი დონით, მაინც ხასიათდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ დაავადების პროგრესირებით და საბოლოოდ, სამწუხაროდ, იღუპებოდა.


скачать dle 11.3