ირაკლი ფირცხალავა მალე მამა გახდება
მომღერლის ცხოვრებაში ამჟამად მთავარი გეგმები არა ახალი ალბომის ჩაწერა ან კლიპის გადაღება, არამედ ნიშნობა და ქორწილია. სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა, როგორც იქნა, გამოაჩინა თავისი დიდი ხნის განმავლობაში დამალული შეყვარებული და ის ფართო საზოგადოებას წარუდგინა. გოგონა, რომელსაც ძალიან გაუმართლა (ასე მიაჩნია სრულიად რუსულ თინეიჯერობას) 20 წლის მსახიობი სოფია გრებეშნიკოვაა. სულ რამდენიმე დღის წინ კი, ისიც გახდა ცნობილი, რომ წყვილი შვილს ელოდება. მართალია, სოფია სულ რამდენიმე კვირის ორსულია, მაგრამ ის და ირაკლი უკვე გადავიდნენ საცხოვრებლად მოსკოვთან ახლოს, აგარაკზე, რადგან, როგორც ირაკლი ამბობს, დედას სუფთა ჰაერი სჭირდება. ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილი ქართული ტრადიციების მიხედვით, დიდი ქორწილის გადახდას აპირებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ქორწილი ორი იქნება: ერთი მოსკოვში, მეორე კი – თბილისში. სოფიამ და ირაკლიმ ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გაიცნეს და, როგორც ირაკლი ამბობს, მათი სიყვარული ისე დაიწყო და განვითარდა, როგორც ფილმებში ხდება.