რეკორდების სერია კლუბ “რეკორდისგან„
18 მაისს ახმეტაში უძლიერესმა სპორტსმენმა დავით ბეგიაშვილმა მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სამი საათის განმავლობაში მან შეძლო, გაეკეთებინა 7 237 მოძრაობა, პრესის კუნთების ვარჯიში. მან შარშან იგივე მოძრაობა ერთი საათის განმავლობაში 3 203-ჯერ გააკეთა. ეს რეკორდი ჩატარდა კლუბი „რეკორდის“ ორგანიზებით, რომლის ხელმძღვანელიცაა შოთა ქელდიშვილი. ღონისძიებას მხარს უჭერდა ახმეტის გამგეობა.
20 მაისს კი ახალ რეკორდს უკვე თბილისმა უმასპინძლა. სპორტულ კომპლექს „სკა-ში“ უამრავი ადამიანი შეიკრიბა გიორგი ბასილაშვილის ახალი რეკორდის სანახავად. ამ ღონისძიებას მხარი ზაურ დოლიძემ დაუჭირა. გიორგიმ შეძლო წოლბჯენში, მაჯვენა ხელზე აზიდვა, ეგრეთ წოდებული „ატჟიმანიე“, წუთში 157-ჯერ. აღსანიშნავია, რომ გიორგიმდე ეს რეკორდი შვეიცარიელმა სპორტსმენმა 2001 წელს დაამყარა. თუმცა, ივან დე ვებერის მიერ დამყარებული რეკორდი, ქართველმა გიორგიმ 37 ერთეულით გააუმჯობესა.