“მარი გოლდის„ ჩვენება “თბილისი ივენთ ჰოლში„ შედგა
გასულ კვირას „თბილისი ივენთ ჰოლში“, მოდის სახლ „მარი გოლდის“ ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. როგორც იცით, „მარი გოლდი“ ქართველ ქალბატონებს ყოველთვის ანებივრებს არა ყოველდღიური, არამედ სადღესასწაულო და საქორწინო კაბებით, რომლებიც ჩვენ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კარგ ხასიათზე გვაყენებს, ბავშვობასა და ზღაპრულ სამყაროში გვაბრუნებს. ახალი კოლექცია ძალიან ბევრმა ცნობილმა ქართველმა მოდელმა მოირგო – კრისტი, მანიკა ასათიანი, თიკო ნატროშვილი და სხვები, ულამაზესი ფერიებივით მოძრაობდნენ პოდიუმზე. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა კრისტის ბოლო გამოსვლას, როდესაც ის ულამაზეს საქორწინო კაბაში გამოვიდა და მაყურებელი დაატყვევა.