კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აგვისტოს „კაკები“

ქართველი მეკობრეები

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში რფ-ელ ოკუპანტებს სრულიად ფლოტი ჩავაძირვინეთ, ქართული სანაპირო დაცვა ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალ გემებს მაინც აკავებს. სულ ბოლო დამრღვევი თურქული გემის კაპიტანს უკვე მიესაჯა 24-წლიანი პატიმრობა, ხოლო თავად გემი ჩვენს სახელმწიფოს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდიან და მიღებული შემოსავლით ჩვენი ბიუჯეტი იხეირებს. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ეს ამ წელს უკვე მესამე დაპატიმრებული გემია (ოღონდ, წინა ორს მხოლოდ ჯარიმა გადაახდევინეს, ერთის კაპიტანს კი, სულ რაღაც, ორიოდეთვიანი სასჯელი აკმარეს), სერგო ბაღაფშმა აღშფოთება ვერ დამალა და საჩივლელად განა უშუალო პატრონებს (ანუ რფ-ელებს), გაეროსა და ევროკავშირს მიადგა. ამის პარალელურად, კიდეც დაგვემუქრა, რომ „პროპორციულ პასუხს“ გაგვცემს და ჩვენკენ მომავალ გემებს არათუ დააპატიმრებს, კიდეც ჩაძირავს. რეინტეგრაციის ჩვენმა ენაკვიმატმა მინისტრმა დაგვაიმედა, რომ აფხაზებს გემების არც ჩაძირვის თავი აქვთ და არც ამოძირვის (იმედია, მისი ეს ენაკვიმატობა ისეთივე ნავსიანი არ აღმოჩნდება, როგორც აგვისტოს „კაკები“). შესაძლოა, იმიტომაც, რომ აფხაზებს ამის თავი არ აქვთ (და ამ შემთხვევაში ბ-ნი იაკობაშვილის ენაკვიმატობა რეალობასაც ასახავს), თავად „ეფესბეელი“ გენერალი გვარწმუნებს, რომ აფხაზეთისკენ მიმავალი გემების უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას რფ-ის სანაპირო დაცვა უზრუნველყოფს. თავის მხრივ, უკან დახევას არც ქართული მხარე გეგმავს: კვლავაც მზადაა, დააკავოს აფხაზეთისკენ მიმავალი ნებისმიერი გემი და „გამოიყენოს ყველა შესაძლო პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი“. ხოლო, რაკი ჩვენ უკვე ვიცით, როგორც შეუძლია რფ-ის შეიარაღებულ ძალებს „უსაფრთხოების დაცვა“, იმედია, ქართული მხარის მიერ მოძიებულ „ბერკეტებში“ აშშ-ის ფლოტის, თუ მთლად ფლაგმანი არა, რიგითი სამხედრო ხომალდის შემოსვლა მაინც იგულისხმება (რომ არ მოგვიწიოს ყველას ერთად ტივტივი!).

დაბოლოს, მე არ ვეთანხმები ბაღაფშს, სადაც ის ამბობს – „დღეს ქართველ მეკობრეებზე ისევე შეიძლება საუბარი, როგორც სომალელ მეკობრეებზეო“, რადგან, სომალელ მეკობრეებს რომ ვგავდეთ, მაშინ ხომ ვერც ბაღაფში შემოგვიყეფდა?!


ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3