კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აკეთებს მეუღლის გარეშე ირინა ონაშვილი და რას ვერ ამჩნევს ზოგჯერ ლადო ვარძელაშვილი


ერთი ყველაზე ლამაზია, მეორე – გუბერნატორი, დიდი ხანი არ არის, რაც მათ ოჯახი შექმნეს. მშვენიერი „მის საქართველოსთვის“, ირინა ონაშვილისთვის, გუბერნატორის ცოლობა არც ისე იოლია, თუმცა მას თავისი მეუღლე ძალიან უყვარს და ისინი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ.


ირინა ონაშვილი: სააგენტო „შარმის“ რებრედინგი მოხდა – ახლა გახდა სააგენტო „ფეშენ ჩარმი“ და ჩვენთან ძალიან ბევრი სიახლეა. ახლო მომავალში სამი დიდი ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და გრანდიოზული იქნება, დანარჩენი კი ჩვენი მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

– კიდევ სწავლობ და სწავლობ?

– მინდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიო, საკუთარი თავი დავიმკვიდრო და გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია. დამთრგუნველია, როდესაც იცი, რომ ვიღაცამ გაგიკეთა სამსახური. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ვიღაც რეკომენდაციას გიწევს, მაგრამ, უფრო ამაყი იქნები, თუ ყველაფერს შენით მიაღწევ, საკუთარი ძალებით გადალახავ სხვადასხვა ბარიერს.

– თუმცა, ის, რომ ხარ ირინა ონაშვილი, მაინც გეხმარება ბევრ რამეში.

– რა თქმა უნდა, ეს დიდ როლს თამაშობს, მაგრამ, მხოლოდ გარეგნობა და სახელი არ არის მთავარი. მნიშვნელოვანი ის არის, რა დგას ადამიანის, თუნდაც ირინა ონაშვილის გარეგნობის მიღმა, რა ინტელექტი, რა განათლება, რა პასუხისმგებლობა. ანუ, მთავარია, პირველად რომ გააღებ კარს და დაგინახავენ, მერე რა შთაბეჭდილებას დატოვებ შენს მომავალ უფროსზე ან კომპანიის დირექტორზე.

– როდესაც ადამიანი ოჯახს ქმნის, ალბათ ბევრი რამ იცვლება მის ცხოვრებაში, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ემატება – უკვე მეორე ადამიანზეც იწყებს ზრუნვას.

– დიახ, მარტო შენით აღარ იღებ გადაწყვეტილებებს, ცდილობ, მეუღლე ჩააყენო საქმის კურსში. ვერ წარმომიდგენია, რაღაც ისე გავაკეთო, რომ ლადოს არ ვკითხო აზრი, რჩევა, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ის ამას არ ითხოვს, უბრალოდ, მე მინდა და მსიამოვნებს ამის გაკეთება.

– შენ მიმართ მოთხოვნები თუ აქვს?

– კი აქვს მოთხოვნები. სულ იმას მსაყვედურობს, შენ ჩემი საქმიანობა არ გაინტერესებს, არასდროს მეკითხები, რა ხდებოდა, როგორი დღე მქონდაო. რა ვქნა, გულწრფელი ვარ და მართლა არ მაინტერესებს ეს სფერო. ვეკითხები, როგორი დღე ჰქონდა, მაგრამ დაწვრილებითი დეტალები არ მაინტერესებს. ეს ჩემი ინტერესის სფერო არ არის. რომ არ ეწყინოს და ვასიამოვნო, ყოველთვის ვაძალებ თავს, ვკითხო, როგორ ჩაიარა ამა თუ იმ მოვლენამ. თუმცა, არის საკითხები, რითაც ყოველთვის ვინტერესდები, მაგალითად, როდესაც გაიტაცეს ბავშვები, სულ ვეკითხებოდი მათ შესახებ. ანუ, როდესაც საქმე ადამიანების ბედს, მდგომარეობას ეხება, ყოველთვის მაღელვებს. თან, თვითონაც არ არის ისეთი ადამიანი, რომ დაჯდეს და სამსახურის ამბები მოყვეს, მაგრამ ჩემგან მაინც ითხოვს, რატომ არ მეკითხებიო და წუხს – არ გაინტერესებსო.

– შენ არაფერს საყვედურობ, არაფერს ითხოვ მეუღლისგან?

– ბოლო პერიოდში ცოტა ვაპროტესტებ რაღაცეებს, იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად ვხედავ და მენატრება. მარტოც დავრჩენილვარ, თუმცა, თავს ვიიმედებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. არჩევნებია, რთული პერიოდია, მაგრამ მალე დამთავრდება ყველაფერი – ასე ვიმშვიდებ თავს.

– წუწუნებ ხოლმე?

– როგორ არა. რომ დავურეკავ და მეუბნება, დღეს ვერ მოვდივარ, გორში ვრჩებიო, წუწუნზე გადავდივარ. ხშირად ყოფილა, მთელი დღის განმავლობაში ჩემი საქმეები მომიგვარებია, მისწავლია, მერე დავმჯდარვარ ავტომობილის საჭესთან და ჩავსულვარ გორში.

– და რა ხდება ამ დროს?

– ხშირ შემთხვევაში მეჩხუბება, ტრასაზე ღამით ნუ დადიხარო, თან – მარტო. ერთხელ გზიდანაც მომაბრუნა: გვიანი იყო, ძალიან მომინდა ლადოსთან, ერთი დღე არ მყავდა ნანახი. რომ დავურეკე, მოვდივარ-მეთქი, უკან დამაბრუნა – არ დაგინახო ჩამოსული, ასე გვიან ნუ დადიხარო. იმ მომენტში კი ვბრაზდები და ვაპროტესტებ, მაგრამ ისტერიკებს არ ვაწყობ. ისე, მერე გადამივლის ხოლმე.

– მოულოდნელად დადგომიხარ თავზე, სიურპრიზი მოგიწყვია?

– ერთხელ დავადექი და მაინც მიხვდა: სადაც ლადო მუშაობს, ქვემოთ კამერებია და დაინახა, როგორ გავაჩერე მანქანა. ავედი კიბეებზე, შევაღე კაბინეტის კარი და არ დამხვდა. ვეძახი – არავინ მცემს ხმას. თურმე, კარის უკან მელოდებოდა, გული გამიხეთქა.

– ლადომაც იცის ასეთი სიურპრიზის მოწყობა, ისიც ჩამოდის შენთან მოულოდნელად?

– არა, ეს უფრო ბავშვური საქციელია და მე უფრო მაქვს გიჟური ქცევები. ლადო სხვანაირია, ზედმეტად მოწესრიგებული და უყვარს, როდესაც ყველაფერი წესრიგშია.

– როდესაც შენ ამზადებ საჭმელს, თუ აღნიშნავს ლადო, რომ ძალიან მოეწონა?

– ერთხელ გავაკეთე ყაბაყი ნივრით, სუნელებითა და მაიონეზით. ძალიან გემრიელი იყო და ისე მოეწონა, გაგიჟდა. ვფიქრობდი, ირინა, ცუდად გაქვს საქმე, რა გეშველება, ახლა ამან ეს საჭმელი ყოველდღე თუ მოგთხოვა-მეთქი. ვცდილობ, რომ ეს მისთვის დღესასწაული იყოს. თუმცა, მახსენებს ხოლმე, როდის უნდა გამიკეთო ყაბაყიო.

– როდესაც ახალ სამოსს ყიდულობ ან ახალი ვარცხნილობა გაქვს, თუ ამჩნევს?

– გააჩნია ხასიათსა და განწყობას. ერთი კაბა მაქვს და, ის რომ მაცვია, გიჟდება, ისე მოსწონს. თუმცა, ხანდახან, ყოფილა შემთხვევა, ახალი რაღაც მცმია და მიკითხავს, ლად, ვერ შეამჩნიე-მეთქი? უი, ჰო, ირი, რა კარგიაო, – უპასუხია. ახლა იმდენი რამით აქვს გონება გადატვირთული, იმდენ რამეზე ფიქრობს, რომ ძნელია, ყველაფერი შეამჩნიოს.

– ის კაბა, რომელიც ძალიან უყვარს, თავად ხომ არ გაჩუქა?

– პრინციპში, კი. ის კაბა „ვალენტინოს“ ჩვენებაზე მეცვა, რამდენიმე ხანი იყო გასული და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მაღაზიაში იყო დარჩენილი. ისე გამიხარდა, რომ ლადომ მიყიდა. ისე მოსწონს, ამის მერე სხვა კაბა რომ მიყიდია ან შემიკერია, უთქვამს, არა, ის მაინც ყველაზე მაგარიაო.

– თანაცხოვრება შეყვარებულობის პერიოდისგან განსხვავდება. ერთ ჭერქვეშ მცხოვრები წყვილები ხშირად ერთმანეთში ახალ-ახალ თვისებებს პოულობენ, რაც ურთიერთობაში ზოგჯერ სირთულეებსაც წარმოქმნის.

– ძალიან კარგია, როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, მასთან ერთად ცხოვრობ. სირთულეებს უფრო ბოლო პერიოდში შევხვდი, რადგან გადატვირთული და დაძაბული რეჟიმი აქვს. ადრეც ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ მაინც სტაბილურად ამთავრებდა საქმეს და საღამოს ჩამოდიოდა თბილისში. ახლა კი მეცოდება: შეხვედრებს გვიან ამთავრებს, დილით ძალიან ადრე უნდა ადგეს და მეც აღარ ვაძალებ – ჩამოდი-მეთქი.

– ანუ, გუბერნატორის მეუღლეობას გარკვეული სირთულეები ახლავს?

– დიახ და თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩინოვნიკის მეუღლეა – ესეც ერთგვარი ახალი პროფესიაა.


скачать dle 11.3