კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაუპირისპირდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატეროს კათოლიკური ეკლესია და როგორ გახდა ის „გეი-მოძრაობის“ გმირი


სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტები


ესპანელ პოლიტიკოსს, ხოსე-ლუის როდრიგეს საპატეროს, ევროპის ამ მონარქიულ ქვეყანაში, მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა უკავია, იგი 2004 წლიდან ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრია და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სწორედ მისი პრეროგატივაა. შემოგთავაზებთ მისი ცხოვრებიდან ამოკრეფილი საინტერესო დეტალების ტრადიციულ ტოპ-ათეულს და დავამატებთ, რომ 2010 წელს საპატერო 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

* ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატეროს, მამის გვარი როდრიგესია, ხოლო დედის, საპატერო; თუმცა, იმის გამო, რომ გვარი როდრიგესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია პირინეის ნახევარკუნძულზე, ხოსე-ლუისმა დედის, ესპანეთში იშვიათი გვარი საპატერო დაუმატა მამის გვარს და როდრიგეს-საპატერო გახდა. ცნობისთვის: „საპატერო“ ესპანურად, „მეწაღეს“ ნიშნავს.

* ხოსე-ლუისი ბავშვობაში ბევრს ისმენდა თავის გმირ ბაბუაზე – ხუან როდრიგეს ლოზანოზე, სოციალისტების მხარდამჭერსა და რესპუბლიკური არმიის კაპიტანზე, რომელიც ფრანკისტებმა დახვრიტეს სამოქალაქო ომის პერიოდში. დახვრეტამდე რამდენიმე საათით ადრე ხუან როდრიგესს ანდერძი ჰქონდა დაწერილი, სადაც იგი თავისი სახელის რეაბილიტაციას ითხოვდა, რადგან ის მუდამ იყო მშვიდობის მოყვარული და ესპანეთის მუშათა კლასის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძოდა.

* 2005 წელს ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატეროს მთავრობამ თავისი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და მიიღო დადგენილება, რომელმაც დააკანონა ერთსქესიანი ქორწინებების უფლება, რამაც საპატეროს მთავრობის ოპოზიციონერებისა და ესპანური კათოლიკური ეკლესიის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ესპანელმა ჰომოსექსუალებმა და ლესბოსელებმა საპატერო თავიანთი მოძრაობის გმირად და ლიდერად აღიარეს.

* ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატერო ცნობილია, როგორც კატალონიის „ბარსელონის“ დიდი გულშემატკივარი და კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის – ლიონელ მესის თავგამოდებული ქომაგი. მისი თქმით, მესი არის მოვლენა თანამედროვე ფეხბურთში და მისი მსგავსი ნიჭის მქონე ფეხბურთელი ბუნებაში არ არსებობს. ხანდახან საპატეროს მადრიდის „რეალის“ „კბენაც“ უყვარს.

* ბოლო პერიოდში ესპანური ოპოზიცია ცდილობს, გაარკვიოს, არღვევს თუ არა ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატერო თავისი მთავრობის მიერვე მიღებულ კანონს და ეწევა თუ არა თამბაქოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და სამუშაო კაბინეტში, სადაც აკრძალულია მოწევა.

* რუსეთის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატერომ უცენზურო სიტყვა – „გაჟიმვა“ გამოიყენა და ამ სიტყვით მან მედვედევს მიმართა. კერძოდ, ეს უცენზურო სიტყვა საპატერომ გამოიყენა გამოსვლაში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული ხელშეკრულების გაფორმებას ეხებოდა: „ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებისთვის, რათა სტიმული მივცეთ, ხელი შევუწყოთ და გავჟიმოთ...“ – ამ სიტყვის თქმის შემდეგ საპატერომ შეწყვიტა თავისი გამოსვლა და რამდენიმე წუთის შემდეგ სიტყვა „გავჟიმოთ“ „მხარდაჭერით“ შეცვალა. ესპანურ ენაში სიტყვა „გავჟიმოთ“ (Para Follar) და სიტყვა „მხარდაჭერა“ (Para Apoyar) ერთნაირად გამოითქმის, რამაც გამოიწვია კიდეც პრემიერ-მინისტრის კაზუსი. საპატეროს გამოსვლის კადრები რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ესპანურ ინტერნეტპორტალებზე.

* ევროსაბჭოში ესპანეთის წარმომადგენლობის ვებგვერდზე, უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემების გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატეროს ფოტოს ნაცვლად, განთქმული კომიკური პერსონაჟის – მისტერ ბინის ფოტო იყო განთავსებული. ჰაკერების ხელშეწყობით, საიტის სტუმრებს ბრიტანელი კომიკოსის – როუენ ატკინსონის გმირი ღიმილით ხვდებოდა. თითქმის 24 საათის განმავლობაში, საპატეროს ნაცვლად, ევროსაბჭოს მისტერ ბინი თავმჯდომარეობდა.

* ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხოსე-ლუის როდრიგეს-საპატერო საზოგადოებას უმალავდა თავის ქალიშვილებს. სულ ახლახან კი პრემიერ-მინისტრის საიტზე განთავსდა ფოტო, სადაც საპატერო მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და პირველ ლედის – მიშელ ობამას გვერდით არის აღბეჭდილი. ხოსე-ლუისმა რამდენჯერმე მიმართა საიტის ადმინისტრაციას, რომ ფოტო წაეშალათ, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა: ესპანურმა მედიასაშუალებებმა აიტაცეს ეს ფოტო, ხოლო გაზეთებმა პირველ გვერდებზე გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ საპატერო იმის გამო მალავდა თავის ქალიშვილებს, რომ ისინი გოთიკური სუბკულტურის მიმდევრები ანუ, უბრალოდ, გოთები აღმოჩნდნენ. სკანდალურ ფოტოზე 16 წლის ლაურა და 13 წლის ალბა ჩაცმულები არიან შავ მაქსი-კაბებში, აქსესუარებიდან მათ მხოლოდ ტყავის მასიური სამაჯურები უკეთიათ, ხოლო სახეზე შავი მაკიაჟი ჭარბობდა.

* ხოსე-ლუის საპატეროს ერთ-ერთმა რეპლიკამ, რომელიც მან რუსეთში, ქალაქ იაროსლავლში გამართულ ფორუმზე – „თანამედროვე სახელმწიფო და გლობალური უსაფრთხოება“ – წარმოთქვა, შეკრებილი სტუმრების უკმაყოფილება, ხოლო მთარგმნელ-სინქრონისტებისთვის უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია. ესპანელი პრემიერი თავის გამოსვლაში საუბრობდა ისეთ საფრთხეებზე, როგორებიცაა ეპიდემიები, ტექნოგენური კატასტროფები, ექსტრემიზმი, ტერორიზმი, გამოსვლის ბოლოს კი, მან წარმოთქვა სიტყვა „პედერასტია,“ რომელიც მთარგმნელების მიერ ყველასთვის გასაგებ სიტყვად იქნა თარგმნილი. ამ რეპლიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სტუმართა შორის, ყველაზე მეტს კი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმირ ჟირინოვსკი აქტიურობდა, რომელიც საპატეროს ადამიანების უფლებების შელახვაში სდებდა ბრალს. ეს ფაქტი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ საპატერო ცნობილია, როგორც ერთსქესიანი ქორწინებების მხარდამჭერი და სწორედ ამიტომ აღშფოთდა ნახევარი დარბაზი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სიტყვა „პედერასტია“ ესპანურიდან ითარგმნება არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ როგორც „პედოფილია“, რაც იგულისხმა კიდეც საპატერომ თავის გამოსვლაში.


скачать dle 11.3