კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ანგელა მერკელმა ასპირანტურა „სამიანებზე“ დაამთავრა

ახლახან გერმანულმა გამოცემამ „დერ შპიგელმა“ მოიპოვა გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის უნივერსიტეტში სწავლის დროინდელი ჩანაწერები. აღმოჩნდა, რომ ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში ასპირანტურისა და დოქტორანტურის კურსების გავლის პერიოდში მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიულ საგანში მერკელს „სამიანი“ ჰყავდა. თუმცა, „მყარი ოთხიანი“ ჰქონდა ფიზიკაში და სადოქტოროც კანცლერმა კვანტურ ფიზიკაში დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ამ ცნობების მოპოვება გაზეთს სასამართლოს მეშვეობით მოუხდა, რადან მერკელს არ სურდა თავისი აკადემიური წარსულის გამომზეურება. ცნობილია, რომ ანგელა მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაშია დაბადებული და როგორც ყველა იქაურ მოქალაქეს, ის ვალდებული იყო სტუდენტობის დროს მარქსიზმ-ლენინიზმი შეესწავლა.

ობამას ინიციატივით

ამერიკულ ჯარში ჰომოსექსუალების რაოდენობა გაიზრდება

ბარაკ ობამამ თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება განაგრძო და თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მაისის ბოლოს კონგრესში განიხილება კანონპროექტი ამერიკულ არმიაში ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ლეგალიზებულ სამსახურთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ადრინდელი კანონით „გეებს“ და ლესბოსელებს შეეძლოთ მსახურობა ჯარში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავის სექსუალურ ორიენტაციას დამალავდნენ, ამიერიდან კი ობამას დახმარებით ამერიკულ ჯარში ჰომოსექსუალების გაწვევა კანონის ყველა დაცვით გახდება შესაძლებელი. კანონპროექტის ამოქმედებას ექსპერტები წლის ბოლოს ვარაუდობენ.

მუშარაფი დიდ

პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი გეგმავს, დაბრუნდეს სამშობლოში და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებას. „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მუშარაფმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა პაკისტანურ პოლიტიკაში რომ დაბრუნდება, ეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ამჟამად მუშარაფი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ხოლო მის წინააღმდეგ პაკისტანის პროკურატურას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული, მათ შორის მოსამართლეების უკანონო დაპატიმრებისა და შინაპატიმრობის მისჯის ბრძანების გაცემის გამოც. ექსპერტების ვარაუდით, მუშარაფის განცხადება ბლეფია, რადგან მან კარგად იცის, რომ დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ.

უცოდინარმა თარჯიმანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის პრეზიდენტის ვიზიტი დაჩრდილა

მექსიკელმა თარჯიმანმა, რომლის სახელი არ ხმაურდება და რომელიც თან ახლდა მექსიკის პრეზიდენტს, ფელიპე კალდერონს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, არასწორად თარგმნა პრეზიდენტის გამოსვლა ინგლისურ ენაზე. ამან კი გაუგებრობა წარმოშვა. კერძოდ, კალდერონმა განაცხადა, რომ მრავალი მისი თანამემამულე დიდ როლს ასრულებს არიზონას შტატის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ისინი ძირითადად ჩრდილში არიან და არ ჩანან. თარჯიმანმა კი ეს ტექსტი შემდეგნაირად თარგმნა – მრავალი ჩემი თანამემამულე არიზონაში დისკრიმინაციას განიცდის და ისინი ჩრდილში იმყოფებიანო. ეს თარგმანი ამერიკელმა ტელემაყურებელმა პირდაპირ ეთერში მოისმინა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტექსტის ოფიციალური ვერსია გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა თარჯიმნის დაშვებული შეცდომისთვის.

აზერბაიჯანელებმა არნოლდ

შვარცენეგერს მისი პორტრეტით გაფორმებული ხალიჩა აჩუქეს

აზერბაიჯანის საკონსულოს წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საჩუქარი გაუკეთეს კალიფორნიის გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს და მისი პორტრეტით გაფორმებული ძვირფასი ხალიჩა აჩუქეს. ამ საჩუქრით აზერბაიჯანელმა ხალხმა მადლობა გადაუხადა არნოლდ შვარცენეგერს იმისთვის, რომ მას არ ავიწყდება ყოველწლიურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის მისალოცი ბარათის გაგზავნა – მათ რესპუბლიკის დღეს ულოცავს, რომელიც 28 მაისს აღინიშნება. საჩუქრის მიღების შემდეგ შვარცენეგერმა გამოთქვა იმედი, რომ ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის მომავალშიც შენარჩუნდება თბილი და მეგობრული ურთიერთობა.


скачать dle 11.3