კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახელგადარქმეული ყუმისთავები


დინოზავრის კვალდაკვალ


რაკი „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან“ უკვე „გავედით მზეზე“, ჩვენი, თუმცა, რაღა ჩვენი, მთავრობა-ხელისუფლების მოქმედების პრინციპია: „მე ამისგან გავაკეთებ…“ სწორედ ამ პრინციპის განუხრელად განხორციელების ეგიდით ქუთაისი არა მხოლოდ მეორე (თუ პირველი არა) პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი იქნება (სადაც, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის სხდომებიც გაიმართება), არამედ მისი უნიკალური ტურისტული პოტენციალიც განვითარდება. კერძოდ, პრეზიდენტი სიტყვასიტყვით ასე ბრძანებს: „ქუთაისი არა მხოლოდ განვითარებული ინდუსტრიული ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი უნდა იყოს, არამედ უნიკალური ტურისტული ზონაც, რისთვისაც მისი პოტენციალის განვითარებაა აუცილებელი“. ჰოდა, რაკი აუცილებელია, (ესეც ციტატა პრეზიდენტის ტექსტიდან)„ხალხი ქუთაისში მალე არა მხოლოდ ბაგრატის, გელათის, ქუთაისის ცენტრის (გამოდის, რომ ბაგრატი და გელათი ზუსტად იგივეა, რაც ქუთაისის ცენტრი!), არამედ მსოფლიო მასშტაბის უნიკალური მღვიმეების დასათვალიერებლად ჩამოვა“. პრეზიდენტმა დაგვაიმედა, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ხოლო, რაკი დაგვპირდა, სიტყვა დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ საქმეც მიაყოლა. კერძოდ, სათაფლიისა და ყუმისთავის მღვიმეების მონახულებისთანავე იქვე გადაარქვა ყუმისთავის მღვიმეს სახელი და პრომეთესი უწოდა. ეს გადაწყვეტილება კი შემდეგნაირად ახსნა, პრომეთე სწორედ ამ მღვიმის ზემოთ მთაზე იყო მიჯაჭვულიო. ცხადია, ჩვენ სტრიქონებს შორისვე ჩავწვდით ჩვენი პირველი პირის ლოგიკას („მუნჯის ენა დედამ იცისო“): თუ მთლად იმ მთაზეც არ ყოფილა მიჯაჭვული პრომეთე (ისევე, როგორც არც მედეა იყო, მაინცდამაინც, ბათუმელი), ჩვენი ტურისტული პოტენციალისთვის პოტენციის ასაწევად მაინც ასე უნდა ვთქვათ.

ასეა თუ ისე, რადგან პრომეთეს მღვიმეც გვაქვს, ახლა ისღა დაგვრჩა მოსაკვარახჭინებელი, რა მოვუხერხოთ ყუმებსა და მათ თავებს?!


скачать dle 11.3