კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაწაფული


„მიყიდია, გამიტყავებია, ჩამომიკიდია“

შესაძლოა, იმიტომ რომ „ხერხი სჯობია ღონესაო“, „სახალხო დემოკრატებმა“ (აი, იმ „დემოკრატებმა“ შევარდნაძის დროინდელი ავტოინსპექტორების ყოფილი რისხვა, ანუ შეფი ბ-ნი ივანიშვილი რომ თავკაცობს), ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ არჩევნების შედეგებს. ამიტომაც ბოლო კვირასვე ამცნეს საზოგადოებას, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ბუნებრივია, ეს მასალა მათ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებისას დაუგროვდათ. ხოლო, რაკი მუქთა მაუზერის ტყვიაც ხეირია, არათუ კადრები (ბოლოს და ბოლოს, „მიყიდია, გამიტყავებია, ჩამომიკიდია“), გადაწყვეტილება, მართლაც, რაციონალურია. პარტიის ლიდერმა ბ-ნმა ივანიშვილმა ისიც კი ბრძანა, რომ „ფილმში ასახული იქნება ყველა პრობლემა, რომელიც თბილისში მცხოვრებლებს აწუხებს“. ჩვენ არ ვიცით, იხილავს თუ არა ამ დოკფილმს ფართო მაყურებელი, თუმცა ის კი ამთავითვეა ცნობილი, რომ (მომყავს ციტატა ბ-ნი ივანიშვილისა) „უპირველესად, ამ ფილმს ხელისუფლებას გავუგზავნით, რათა ნახონ, რა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ თბილისელები“. თუმცა, თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო (და არა მხოლოდ წინასაარჩევნო) სტრატეგია-ტაქტიკით ვიმსჯელებთ, საეჭვოა, იქ, ზემოთ, გული ვინმეს აუჩუყონ, ვინაიდან გასულ კვირას გვემცნო განათებული „მშვიდობის ხიდიდან“, რომ სიბნელე და სიღარიბე უკან დარჩა! თუმცა, თუ ეს საეჭვოა, აი, ის კი აშკარაა, რომ, თუ თბილისის მერი ვერ გახდა, ბ-ნ ივანიშვილი პროდიუსერობაში მაინც გაიწაფა და სწორედ ამიტომაა, ალბათ, ზოგი არჩევნები მარგებელი.

скачать dle 11.3