კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასეირნება წარსულში


„ქალები გადამალეთ, ბავშვები გადამალეთ, ყიზილბაშები მოდიან“

გასულ კვირას ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა კალანდაძემ და მისმა ირანელმა კოლეგამ ბ-ნმა მეჰმანფარასთიმ მედიათანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ერთობლივად გვაუწყეს, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში ირანის საკონსულო გაიხსნება. თუმცა ეს ერთადერთი სასიხარულო ამბავი არ გახლავთ: ირანთან ორმხრივი საჰაერო მიმოსვლაც აღდგება, იმას გარდა, რომ, სულ რაღაც, სამიოდ თვეში სავიზო რეჟიმიც გაგვიუქმდება (ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე). ეს ყოველივე მხარეებმა „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს“. თუ ექსპერტებს დავუჯერებთ (ოღონდ იმათ, რომლებსაც ხელისუფლება არ უჯერებს, იმიტომ რომ „მეფის სიტყვა კანონია“), ეს პერსპექტივა არცთუ სახარბიელოა (თუ რატომ ამას ჩვენი ჟურნალიდანვე შეიტყობთ. გვერდი 8), განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბ-ნი ახმადინეჯადი თავის ბირთვული პროგრამიანად ამ ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორს, მაინცდამაინც, არ ეპიტნავება. თუმცა, იმას ეპიტნავება თუ არა, როგორც ჩანს, ჩვენ გვეპიტნავება და მეტი არა?! მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ორასიოდე წლის წინათ რფ-ს წინაპარმა რუსეთის იმპერიამ სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს, რომლებსაც ეს ჩვენი საქართველო შუაზე ჰქონდათ გაყოფილი, ეს ტერიტორიები წაართვა და თავისად გაიხადა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ, რაც იყო, არის, რაც არის, იქნება, არც ისაა გამორიცხული, რომ ირანსა და თურქეთს (ახლა უკვე რესპუბლიკების ამპლუაში) რევანშიც ჰქონდეთ ჩაფიქრებული (თურქეთთან უვიზო რეჟიმი კარგა ხანია, გვაქვს).

უფრო მეტიც, მაგალითად, გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა რფ-ის მისამართით ბრძანა, შესაძლოა, რუსეთი „ირანის ისტორიული მტრების სიაში ჩაეწეროსო“ (ეს იმიტომ, რომ რფ-მ აშშ-ის დაუჭირა მხარი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ბრძოლაში).

აქედან გამომდინარე კი, ჭეშმარიტად ძნელი გამოსაცნობია, ვისი გასაღები ვის როიალშია. ერთი ისაა, რომ ჩვენ არც გასაღები ვართ და არც როიალი!


скачать dle 11.3