კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავამრავლოთ კორდილინა და რა სიხშირით მოვრწყათ ჰიპოესტესი


„ფლორა ინტერნაციონალის“ ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ გავახაროთ კორდილინა და ჰიპოესტესი. როგორც მასთან საუბარში გავარკვიეთ, თურმე ორივე მცენარე ძალიან იოლი მოსავლელია და მშვენივრად ხარობს ოთახის პირობებში.


– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა კორდილინა?

– კორდილინა ულამაზეს მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. ის გამორჩეულია ულამაზესი და სხვადასხვა ფერის ფოთლებითა და ყვავილებით. ეს უნივერსალური მცენარე ზომიერ კლიმატში შეიძლება, მუდმივად გქონდეთ ბინაში.

– როგორ პირობებს ეგუება ულამაზესი კორდილინა?

– კორდილინა ზაფხულის სიცხესაც გაუძლებს, თუ წყალს არ მოაკლებთ. მოგეხსენებათ, ის ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ძალიან უყვარს სინათლე და მცხუნვარე მზე.

– ესე იგი, შეგვიძლია, ზაფხულში გარეთ აივანზე გავიტანოთ?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მცენარე ძალიან ნათელ და მზიან ადგილას უნდა მოათავსოთ. სასურველიც კი არის, რომ ზაფხულში კორდილინა გარე კლიმატურ პირობებში იყოს, თუმცა თუ ბინაში შეურჩევთ შესაფერის მზიან ადგილს, იქაც მშვენივრად გაიზრდება.

– რა ზომის იზრდება კორდილინა და თუ შეგვიძლია მისი გაკრეჭვა?

– გარე გრუნტში ამ მცენარის სიმაღლე 6-12 მეტრს აღწევს, ხოლო ოთახის პირობებში – 3-5 მეტრს. კორდილინა პალმისებრთა ოჯახს არ მიეკუთვნება და ამიტომ გაკრეჭვას არ ექვემდებარება.

– რამდენ ხანში ერთხელ გადავრგათ და როგორ გავამრავლოთ კორდილინა?

– მისი გადარგვა სასურველია სამ წელიწადში ერთხელ. მცენარეს ნიადაგში სჭირდება ქვიშა, ცოტა ტორფი და მიწა. კორდილინას ვეგეტაციის პერიოდში ესაჭიროება საზრდელი სასუქები. ეს მცენარე თავადვე ყვავის და თავადვე იკეთებს თესლს. მრავლდება სწორედ ამ თესლის მეშვეობით. დათესვიდან იგი ამოდის ერთი თვის შემდეგ. გახსოვდეთ, ახლად ამოსული კორდილინა მზეზე არ დადგათ, თორემ ფოთლები დაეწვება.

– თუმცა, უკვე ზრდასრული კორდილინა მცხუნვარე მზესაც იტანს.

– დიახ, რამდენიმე საათით შეგიძლიათ, მწველ მზეზეც დადგათ ზაფხულში. საერთოდ, ეს ულამაზესი მცენარე ძალიან იოლი მოსავლელია. მისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც კი გაუძლებს. მისთვის საკმარისია, მინიმალური ყურადღებაც კი. ფოთლების ფერის შესანარჩუნებლად არ დაგავიწყდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი. დამჭკნარი ყვავილები და ფოთლები კი მალევე მოაშორეთ ხოლმე.

– რაც შეეხება კორდილინას მორწყვას?

– ზაფხულში მცენარის მიწა ტენიანი უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ, ის მორწყათ სამ დღეში ერთხელ. ზამთარში კი ორ კვირაში ერთხელაც ჰყოფნის. ხოლო თუ ტემპერატურა ძალიან დაბალია, მაშინ უფრო იშვიათად და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ზამთარში მცენარე ოდნავ სიგრილეს უნდა შეაგუოთ და ამიტომ, ხშირი მორწყვა საჭირო არ არის.

– რითი შეიძლება, დაავადდეს ეს მცენარე და როგორ დავიცვათ ის მავნებლებისგან?

– მცენარის ძირითადი მავნებელი ფარიანაა ანუ ფრთათეთრა. ის მცენარეს ზამთრის პერიოდში ან გაზაფხულის დასაწყისში უჩნდება. მათი მოცილება რთული არ არის. აიღეთ ორი გრამი დეცისი, გახსენით 700 გრამ წყალში და შეასხურეთ მცენარეს დღის განმავლობაში, ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ, თქვენი მცენარე ძალიან მალე განიკურნება.

– რომელია კორდილინასთვის ყველაზე სასურველი ადგილი და რა გავითვალისწინოთ ახლა?

– როგორც უკვე გითხარით, ის ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, დიდ ყურადღებას არ ითხოვს და თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, გირჩევთ, სწორედ ასეთ ადგილას დადგათ. მაგრამ, თუ არ გაქვთ, არც ესაა პრობლემა, კორდილინა ოთახის პირობებშიც მშვენივრად ხარობს და იზრდება.

– შესაძლებელია თუ არა ჰიპოესტესის გახარება ოთახის პირობებში?

– ჰიპოესტესი სწორედ რომ ოთახის მცენარეა. არსებობს სხვადასხვა სახეობები, თუმცა ყველა მათგანს ერთნაირი მოვლა სჭირდება და ყველა ძალიან ლამაზია. თუ ამ მცენარის რამდენიმე სახეობა გექნებათ, გირჩევთ, ყველა ერთ ქოთანში მოათავსოთ და მთელი წლის განმავლობაში ფოთლების ფერადოვნება არ მოგაკლდებათ.

– როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ ჰიპოესტესი?

– ფოთლების მკვეთრი ფერების მისაღებად, მცენარე კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულში მწველ მზეს მოარიდეთ, ზამთარში კი – პირიქით. ეს სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ მისთვის მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა. ზამთარში ეცადეთ, 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, რადგან შესაძლოა, ფოთლები დასცვივდეს.

– ხშირად სჭირდება თუ არა მცენარეს მორწყვა?

– ჰიპოესტესს უყვარს ტენიანი გარემო, მაგრამ წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, ავნებს. ზაფხულში ისე მორწყეთ, რომ მორწყვიდან მორწყვამდე, მისმა ნიადაგმა ცოტათი შეშრობა მოასწროს, ზამთარში კი – შედარებით, იშვიათად. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება, ზაფხულში კი მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქითაც.

– როდის შეიძლება, ამ მცენარის გასხვლა და ბინის რომელ ოთახში გვირჩევთ მის დადგმას?

– ჰიპოესტესს დროთა განმავლობაში ღეროები უგრძელდება. ამიტომ, გაზაფხულსა და ზაფხულში შეგიძლიათ, გაკრიჭოთ. ასე მცენარე გაიბუჩქება და უფრო კომპაქტურიც იქნება. ამ მცენარის დადგმა აუცილებელია იქ, სადაც კარგი სინათლე იქნება. მისთვის შესაფერისი ოთახებია სააბაზანო და სასტუმრო ოთახი.


скачать dle 11.3