კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდე სექსუალური


ქალი, შეიძლება, არ იყოს ლამაზი, არ ჰქონდეს ტოპმოდელის პარამეტრები და თოჯინის სახე, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა მაინც მოხიბლოს. სექსუალურობა არ არის გამომწვევი ტანსაცმელი და ზედმეტად თვალშისაცემი, ეფექტური მაკიაჟი, არც დიდი და ნახევრად შიშველი მკერდი.

სექსუალურობა უფრო შინაგანია და ქალის საქციელში, მის გამოხედვაშიც კი ვლინდება. ყველა ქალს შეუძლია, იყოს სექსუალური, თუკი ნამდვილად მოინდომებს ამას.

* არ დაკომპლექსდეთ – ეს არის მთავარი პირობა. პლანეტაზე მცხოვრები ქალების მხოლოდ სამ პროცენტს აქვს ბუნებრივად სექსუალური მონაცემები. დანარჩენებმა თავისი სექსუალური იმიჯი თავად უნდა შექმნან. ნუ გამოიგონებთ თქვენთვის ყალბ სექსმონაცემებს, რათა შემდეგ ამით იხელმძღვანელოთ.

* აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ის ღირსებები, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. ასეთი კი აუცილებლად გექნებათ. ყველა ქალს აქვს რაღაც, რითაც შეუძლია, თავი მოიწონოს. გამოკვეთეთ ის და იგრძენით თავისუფლება.

* ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს პატარ-პატარა სიამოვნებებზე ცხოვრების ყველა სფეროში. მაგალითად, თუკი გიყვართ გემრიელი საკვები, მიირთვით ის და ხანდახან მაინც ნუ იფიქრებთ ზედმეტ კილოგრამებზე. ძალიან ბევრი „წონიანი“ ქალბატონი თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს, სექსუალურადაც მიაჩნია თავი და მამაკაცებსაც წარმატებით იზიდავს.


скачать dle 11.3