კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ქალისგან ჰყავს შვიდი შვილი ჰოლივუდის ლეგენდას – კლინტ ისტვუდს და რის გამო დასცილდა მას 14-წლიანი რომანის შემდეგ სონდრა ლოკი


2010 წლის მაისის ბოლოს, ამერიკული კლასიკური ვესტერნის უკანასკნელ კოვბოის, ჰოლივუდის უდიდეს რეჟისორსა და მსახიობს კლინტ ისტვუდს 80 წელი შეუსრულდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით კინოჟურნალისტებმა კლინტ ისტვუდის ცხოვრებიდან საინტერესო ციტატებისა და ფაქტების ნაკრები შეადგინეს, რასაც ჩვენი ჟურნალის რუბრიკაში გთავაზობთ.

* 1930 წლის 31 მაისს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში დაიბადა ბიჭი. მედდებმა ახალშობილს, რომელიც 5,6 კილოგრამს იწონიდა, ბიბლიური სახელი, სამსონი უწოდეს. მშობლებმა კი, შვილს კლინტი დაარქვეს.

* მეორე მსოფლიო ომში კლინტი ასაკის გამო არ წაიყვანეს, ხოლო 50-იან წლებში, როდესაც კორეის ომი მიმდინარეობდა, იგი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება არ მოუწია.

1954 წელს „იუნივერსალ ფიქჩერზმა“ ხელი მოაწერა კონტრაქტს კლინტ ისტვუდთან. თუმცა შემდეგ პროდიუსერებმა ახალგაზრდა მსახიობი გამოწეული ხორხის გამო დაიწუნეს და კონტრაქტი გააუქმეს.

* გათავისუფლების შემდეგ, კლინტი ხშირად დადიოდა სხვადასხვა ქასთინგზე, სადაც პილოტების, ჯარისკაცების, მოტომრბოლელებისა და მუშების როლებს იღებდა.

* ეკრანს მიღმა ცხოვრებაში კლინტი საარსებო ფულს მაშველად, მეხანძრედ, ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად და ბარში პიანისტად მუშაობით შოულობდა.

* ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ წიგნში ისტვუდმა აღიარა, რომ ვაჟიშვილობა 14 წლის ასაკში დაკარგა.

* ერთხელ ისტვუდს, ჯარის მეგობარმა ერთ-ერთ ტელეარხზე გამართულ ქასთინგზე მისვლა ურჩია, სადაც კოვბოურ სერიალ „მკვახე მათრახისთვის“ მსახიობებს არჩევდნენ. ისტვუდმა როლი მიიღო სერიალში.

* 1963 წელს სერჯიო ლეონემ თავის ახალ ფილმში მსახიობი რიჩარდ ჰარისონი მიიწვია, ამ უკანასკნელმა კი ლეონე ისტვუდის კანდიდატურაზე გადაამისამართა.

* „სავარაუდოდ, ჩემი ყველაზე დიდი წვლილი მსოფლიო კინემატოგრაფში ისაა, რომ მე უარი ვთქვი ვესტერნ „ერთ მუჭა დოლარში“ თამაშზე და როლი ისტვუდს გადავეცი“ – ამობდა რიჩარდ ჰარისონი.

* ისტვუდმა დიდი როლი ითამაშა თავისი გმირის სახის შექმნაში. გადაღებებზე, იტალიაში, იგი საკუთარი ჯინსებით, ქუდითა და სიგარების ყუთით ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ეწეოდა და თამბაქოს კვამლსაც კი ვერ იტანდა.

* 1966 და 1967 წლებში ისტვუდმა ითამაშა ლეონეს სპაგეტი-ვესტერნული ტრილოგიის კიდევ ორ ფილმში – „რამდენიმე დოლარით მეტი“ და „ცუდი, ბოროტი და კარგი“.

* მიუხედავად იმისა, რომ „ცუდი, ბოროტი და კარგი“ ტრილოგიის საუკეთესო ფილმადაა აღიარებული, ისტვუდი ყველაზე მეტად მისით იყო უკმაყოფილო.

* ისტვუდი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – მეგი ჯონსონი მან „ბრმად პაემანზე“ გაიცნო.

* ისტვუდის ფილმოგრაფიაში ერთადერთი მიუზიკლია – „კალიფორნიის ოქრო“, რომელშიც მან 1969 წელს ითამაშა.

* 1971 წელს თრილერით „დამიკარი სიკვდილის წინ“ ისტვუდის სარეჟისორო დებიუტი შედგა.

* 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ისტვუდის ყველაზე ცნობილი გმირის, პოლიციელ ჰარი კელეჰენზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „ბინძური ჰარი“.

* „ბინძური ჰარი – დამპალი ღორი“ – ამ ლოზუნგით გამოდიოდნენ ისტვუდით უკმაყოფილო ფემინისტები, რომლებმაც 1972 წლის ოსკარის ცერემონიის პიკეტირება მოახდინეს.

* ცნობილი მექალთანე ისტვუდი ადასტურებს, რომ ხუთი ქალისგან შვიდი შვილი ჰყავს.

* ყველაზე ხმაურიანი და ვნებიანი რომანი კლინტს მსახიობ სონდრა ლოკთან ჰქონდა, რომელიც 14 წელი გრძელდებოდა.

* გახმაურებული რომანი სკანდალით დასრულდა: ისტვუდმა ლოკს ორი აბორტის გაკეთება აიძულა. მაშინ როცა, ზუსტად ამ დროს მას საყვარლებისგან 2 შვილი შეეძინა.

* 1975 წლის ბოლოს კინოეკრანებზე გამოვიდა ვესტერნი „ჯოზი უელსი – ადამიანი კანონგარეშე“. ეს ფილმი ისტვუდს თავის საუკეთესო ფილმად მიაჩნია.

* კლინტმა უარი თქვა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „აპოკალიფსის დღეს“ კაპიტან უილარდის როლზე, მხოლოდ იმის გამო, რომ გადაღებები ფილიპინებზე მიმდინარეობდა.

* 80-იანი წლების ბოლოს კლინტ ისტვუდი, კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ კარმელას მერი იყო ოთხი წლის განმავლობაში. არჩევნებზე კლინტმა ხმების 72 პროცენტი დააგროვა.

* „მე მომწონდა მერის სავარძელში ჯდომა, თუმცა თანამდებობის გამო ხშირად მოქალაქეების მოტყუება მიწევდა, რაც ჩემი სტილი არაა“ – ამბობს კლინტ ისტვუდი.

* 1993 წელს ისტვუდის ტრიუმფი შედგა „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ფილმით „უპატიებელი“. მან ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, თუმცა მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლისთვის განკუთვნილი ჯილდო ალ პაჩინოს ერგო ფილმისთვის „ქალის სურნელი“.

* კლინტ ისტვუდმა ფიცი დადო, რომ „უპატიებელი“ მისი უკანასკნელი ვესტერნი იქნებოდა.

* ვოლფგანგ პეტერსენის 1993 წლის თრილერი „ცეცხლის ხაზზე“ ისტვუდის ბოლო ფილმია, რომელიც მას არ გადაუღია და სადაც მთავარი როლი შეასრულა.

* კლინტ ისტვუდი ფლობს გოლფ-კლუბს, რომლის საწევრო გადასახადი 500 ათასი ამერიკული დოლარია.

* 2000-იან წლებში ისტვუდმა თავისი ფილმებისთვის თვითონ დაიწყო საუნდთრეკების წერა.

* 1962 წელს ისტვუდმა ქანთრი-მუსიკის ალბომი ჩაწერა და რამდენიმე ხნის განმავლობაში ბაზრობებზე თავისი ანსამბლით გამოდიოდა.

* პიკის საათებში კლინტ ისტვუდი სტუდიამდე საკუთარი შვეულმფრენით მიემართება, რომელსაც თვითონვე მართავს.

* კლინტ ისტვუდის ამჟამინდელი მეუღლე – დინა რუიზი, 35 წლით უმცროსია მასზე.

* მისი უმცროსი ქალიშვილი 13 წლისაა, ხოლო უფროსი – 46-ის.

* ფილმ „გრან ტორინოში“ კორეის ომის ვეტერანის როლის შესრულების შემდეგ, ისტვუდმა თავისი სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ ამცნო მსოფლიოს.

* „... ვინ იცის, იქნებ ვინმემ, კარგი ვესტერნის სცენარი შემომთავაზოს და მეც გადავიფიქრებ“, – ამბობს კლინტ ისტვუდი.


скачать dle 11.3