კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამარცხებული მოსკოვის „დინამო“, მოზეიმე ფეხბურთის ფანები და მინისტრის ბრძანება


„ვივა ესპანია!“

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს, გვიან შემოდგომაზე თბილისს ესპანური საფეხბურთო კლუბი „რეალ ბეტისი“ ეწვია, რომელსაც „უეფას“ თასისთვის ბრძოლაში მოსკოვის „დინამო“ ხვდებოდა.

იმ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებაში ვმუშაობდი და პარალელურად, მინისტრის თანაშემწეც ვიყავი. მატჩის დღეს მინისტრის კაბინეტში ვმორიგეობდი, რადგან მინისტრი რაიონში იყო წასული და საღამოს 10 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ, მინისტრის სავარძელში მოვკალათდი, ფერადი ტელევიზორი ჩავრთე და ფეხბურთს სრული კომფორტით ვუყურე, რომელშიც ესპანელებმა რუსი ფეხბურთელები აშკარად დაჯაბნეს. ტელევიზორში კარგად ისმოდა, თუ როგორი თავგამოდებით გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდს ორმოცდაათი ესპანელი ფანი, რომელიც „ბეტისს“ თბილისში ჩამოჰყვნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ათეულათასობით ქართველი გულშემატკივარიც აშკარად ესპანელების მხარეზე იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბეტისის“ წარმატებაში. არადა, პირდაპირი რეპორტაჟი ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემოდა, მას ათეულობით მილიონი ადამიანი უყურებდა და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების საქციელსაც ხედავდნენ. იმ პერიოდში, კი ეს პოლიტიკური დანაშაული იყო... სიმართლე გითხრათ, მეც ესპანელებს ვგულშემატკივრობდი და თამაში რომ დასრულდა, მინისტრის ბარიდან კონიაკი გადმოვიღე, დავისხი და გადავკარი, თან ესპანელები ვადღეგრძელე, მაგრამ სითხე კუჭამდე არ მექნებოდა ჩასული, რომ სამთავრობო „ვეჩე“ აზრიალდა. მე ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:

– მინისტრის თანაშემწე გისმენთ!

– მინისტრი სადაა? – მომესმა მკაცრად ნათქვამი რუსული ფრაზა და მივხვდი, რომ ვიღაც ბობოლა რეკავდა მოსკოვიდან. ამიტომ, სხაპასხუპით მივუგე:

– ამხანაგი გენერალი რეგიონულ შემოვლაზეა, 10 საათზე ჩამოვა და რა გადავცე, ვინ რეკავდა-მეთქი.

– უთხარი, რომ მინისტრი, ნიკოლაი შჩოლოკოვი რეკავდა და გადაეცი, ფეხბურთის გულშემატკივრებში წესრიგი დაამყაროს. სირცხვილი თქვენ! მოსკოვის „დინამო“ ჩვენი უწყების გუნდია და მეტი აქტიურობა გმართებდათ, რომ ტრიბუნებს ასე აშკარად არ დაეჭირათ მხარი ესპანელებისთვის და ეს მთელ მსოფლიოს არ ენახა.

ამ დროს კაბინეტში მინისტრი შემოვიდა. მე მას „ვეჩეს“ ყურმილი გადავეცი, გვერდზე გავდექი და გავისუსე. შჩოლოკოვი, სულ რაღაც ერთი წუთი ელაპარაკა ჩვენს მინისტრს და როდესაც საუბარი დასრულდა, ჩვენმა მინისტრმა „ვეჩე“ გათიშა. შემდეგ, უკიდურესად აღელვებულმა და წამოწითლებულმა, თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაურეკა და უღრიალა:

– რა ხდება პლეხანოვზე, ეს რა ანტისამთავრობო გამოსვლებია. დაიხოცეთ თუ გძინავთ? ხალხი ესპანური დროშებით რომ დადის და „ვივა ესპანიას“ ყვირის! ჩქარა, ყველა დებოშიორი დააკავეთ და დროშები გაურჭვეთ. პირადად საკავშირო მინისტრის ბრძანებაა და სასწრაფოდ შეასრულეთ, თქვა მინისტრმა. ყურმილი დადო და მომიბრუნდა, – მოსკოვის „დინამოს“ დედაც, მაგრამ ეს ხალხი რამ გადარია, რომ ასე აშკარად გამოხატავს თავის სიძულვილსო.

შჩოლოკოვს აქაურმა მსტოვრებმა სასწრაფოდ აცნობეს, ქართველები მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებას ზეიმობენო და მანაც იმიტომ დარეკა. სინამდვილეში კი ასეთი რამ ხდებოდა, ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ესპანელებს „ბეტისის“ დროშები გამოართვა, მათთან ერთად პლეხანოვზე მოდიოდნენ „დინამოს“ სტადიონიდან და „ვივა ესპანიას“ ყვიროდნენ...

მე ჩემს ოთახში გავიძურწე, რომ მინისტრს ზედმეტად არ შევჩხიროდი თვალში და შევედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. სასტუმრო „ივერიის“ დირექტორი იყო:

– ერთი ესპანელი ტურისტი დაიკარგა, რომელიც „ბეტისს“ საგულშემატკივროდ ჩამოჰყვა, ვერ ვპოულობ და დაგვეხმარეთო.

უცებ, შჩოლოკოვის და ჩვენი მინისტრის სატელეფონო საუბარი გამახსენდა და სამსახურებრივი მანქანა გამოვიძახე პირდაპირ პლეხანოვის მილიციის ქვეგანყოფილებისკენ გავემართე.

ქვეგანყოფილებაში ოცდაათი კაცი იყო დაკავებული, რომლებიც საკნებში მოათავსეს. „ბეტისის“ დროშები ჩამოართვეს და წყვილ-წყვილად აჰყავდათ მეორე სართულზე, უფროსის კაბინეტში, სადაც უშუალოდ სრულდებოდა მინისტრის ბრძანება... სწორედ იმ დროს შევედი განყოფილებაში, როდესაც მეორე სართულიდან ესპანურენოვანი ყვირილი მომესმა, რასაც ქართული გინებაც ახლდა თან. სასწრაფოდ ზევით ავვარდი, უფროსის კაბინეტის კარი გავაღე და იმ დროს მივუსწარი საცოდავ ხუან მარტინესს, როდესაც მას ერთი მომავალი, ძალიან ცნობილი ქართველი პოლიციელი „ამუშავებდა“... მე, სასწრაფოდ აღვკვეთე ეს საშინელება და მილიციის უფროსს ვუღრიალე:

– ბრძანება გაუქმებულია. ყველანი გაუშვით-მეთქი, – შემდეგ, ხუან მარტინესი ჩემი მანქანით წავიყვანე სასტუმრო „ივერიაში“, დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად ზღაპრული სუფრა გავუშალეთ „ივერიის“ რესტორანში და დილამდე იქეიფეს, თან სულ და „ვივა ესპანიას“ გაიძახოდნენ...

ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ლომთათიძის ნაამბობის მიხედვით




скачать dle 11.3