კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-20(490)


რა დამღლელია მგზავრობა, ბავშვობიდანვე მძულდა. სოფელი ძალიან მიყვარდა, მაგრამ რომ მახსენდებოდა, რამხელა გზა იყო გასავლელი, ყველაფრის ხალისი მეკარგებოდა. მაშინაც კი მიღონდებოდა გული, როცა თვითმფრინავით უნდა გადავფრენილიყავით ბიჭები გასასწორებლად... ბოლო სროკიდან ნახევრად მკვდარი, მოსკოვიდან თბილისში რომ მოვდიოდით, ისე მოხდა, რომ მე ილუმინატორთან მომიწია დაჯდომა. ჩემ გვერდით ქართველი კაცი იჯდა. კავკასიონს რომ გადმოვუფრინეთ, რაღაცნაირად ამიფორიაქდა გული. რა უნდა დამენახა, მაგრამ ილუმინატორიდან გადმოვცქეროდი ხმელეთს და შეუცნობელი გრძნობა ჟრიალს მგვრიდა. უცბად, გვერდზე მჯდომი მეუბნება: ძმურად, გადამახედე, რა, ორი კვირა მივლინებაში ვიყავი, გავგიჟდი კაცი!.. რა უნდა მეთქვა. მიდი, ძმაო, გადაიხედე-მეთქი... განა რამე აზრი ჰქონდა იმის თქმას, რომ მე თორმეტი წელი არ მენახა საქართველო?! მონატრება ყველასთვის მონატრებაა. ახლა მატარებელში ვსხედვართ მე და გია, მერე ავტობუსში უნდა გადავიდეთ, მერე რაღაც ბილიკებით უნდა გადაგვიყვანონ, მერე ისევ ავტობუსში და ისევ ბილიკები, რამდენიმე სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა მთებით და რომელიმე ქვეყნის მთავრობასთან „ჩახუტება“, აფერისტობა და პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა გვიდევს წინ. ამაზრზენი და დამამცირებელია ეს ყველაფერი, მაგრამ იმაზე დამამცირებელი მაინც არ არის, როგორც შენივე ქვეყანაში უფლების აყრა. საფიქრალი დროის მეტი რა მაქვს და მეც ვფიქრობ. სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს აიძულებს, თვითმყოფადობის თუ თვითდამკვიდრების გამო უარი თქვან ამ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე, ის სახელმწიფო არ არის... მეცოდებიან და არ თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, რომელთაც პროტესტის გრძნობა არ გააჩნიათ, ან აქვთ და გულში იხშობენ შიშის გამო. შიში ყველაზე ავისმომტანი სენია, თანაც გადამდები. ისევე, როგორც ერთ კაცს შეუძლია ათასობით ადამიანის დაშინება, ასევე შეუძლია ერთ კაცს მათი შიშისგან გამოყვანა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შიშის გამავრცელებელი ბევრია, უშიშარი კი – არც ერთი. აქა-იქ როცა გამოერია ორი-სამი კაცი, ხალხს რომ შიში მოუხსნეს, ისე გააქრეს, ზოგის საფლავიც არავინ იცის, ზოგის საფლავზე კი შამბია ამოსული...

მივდივარ და სად მივდივარ, თან რამდენი ხნით, წარმოდგენა არ მაქვს. იქნებ, ვეღარც ვეღარასდროს ვნახო ჩემი სამშობლო, იქნებ, სამუდამოდ უცხო ქვეყნის მიწის ქვეშ დავიდო ბინა, იქნებ... ფისოს მეუღლე ცინკის კუბოთი ჩამოასვენეს გარდაცვალებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, ორმოცი დღეც რომ გასული იყო. იმას მგელივით მამამ უპატრონა, მე ვინ მიპატრონებს, ვინ ინაღვლებს, ვინ იფიქრებს ჩემი სულის ცხონებაზე? არავინ.

კაცმა ისე არ უნდა წაიყვანო შენი ცხოვრება, რომ მერე მუდმივ სინანულში იყო. რამდენი რამე მახსენდება ისეთი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია, რა დათვლის, მაგრამ ადამიანი, ალბათ, ისეა მოწყობილი, რომ სინანულიც არ შეუძლია ბოლომდე, საკუთარ თავთანაც კი არ შეუძლია ბოლომდე გახსნა, საკუთარ თავთანაც კი არ უნდა პატიების თხოვნა გულწრფელად. ამ გადასახედიდან მშვენივრად ვხედავ ჩემს ყველა შეცდომას, მაგრამ უკან რომ დაბრუნდეს დრო, ვერ დავდებ თავს, რომ იმავე შეცდომებს არ გავიმეორებ... ფისო წარამარა დამძახოდა, „კუ და მორიელი“ წაიკითხეო, მაგრამ ვინ უსმენდა? იქნებ, სჯობდა, მართლა წამეკითხა და ჩავწვდომოდი მისი „რჩევის“ არსს, ამეხსნა, რატომ მიმიჩნევდა ფისო მორიელად. თუმცა, რა, განა ამით რამე შეიცვლებოდა?! მორიელი თუ ვარ, უწყინარ შვლის ნუკრად როგორ გადავიქცეოდი...

ერთ დღეს ფისომ ძალიან გამაბრაზა და დავსაჯე. გაავებულმა ქორწინების ბეჭედი მოიძრო, მესროლა, თვალი თვალში გამიყარა და გამოკვეთილად მითხრა: შენ მარტოობაში ამოგხდება სული. წყლის მომწოდებელს ინატრებ, მაგრამ არავინ მოგაწვდის, რადგან, ვისაც უნდა მოეწოდებინა, შენ ის ჩაკალი! სახელმწიფო შეცდა შენს შეფასებაში. შენ რეციდივისტი კი არა, უფრო უარესი ხარ, შენ ნორმალური საზოგადოების სულის მტერი ხარო!

კვირა დღეს წირვაზე წავედი. ლოცვის შემდეგ მამაოსთან აღსარებაზე დავრჩი. დაუფარავად მოვუყევი, რაც მოხდა, მით უმეტეს, რომ მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული ჩემი აღშფოთებისა და საქციელის სისწორეში. მამაომ მომისმინა და მითხრა, რომ ფისოსთვის პატიება უნდა მეთხოვა. დავუჯერე. ფისოს დაჩოქილმა ვთხოვე პატიება. მეშინოდა, მართლა მეშინოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფისო მეტყოდა, არასდროს გაპატიებო. ჯერ გაოცებულმა შემომაფეთა თავისი უცნაური თვალები, მერე, როცა ავუხსენი, მიპასუხა, მე ვინ ვარ, ღმერთმა გაპატიოსო. მივხვდი, რომ ფისომ არ მაპატია, თქვა და წერტილი დასვა. რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ და, მიუხედავად ჩემი უდიდესი მორჩილებისა მამაოს მიმართ, მაინც ვერ გავიგე, რატომ ვიყავი დამნაშავე მე და არა – ფისო. ისეთი გრძნობა მქონდა, უსამართლო განაჩენს რომ გამოგიტანს მოსამართლე. მტკიცედ მჯეროდა, რომ ფისოსთვის მე უნდა მეპატიებინა და პირიქით არ ყოფილა? რატომ, რატომ! ამეხადა ფიქრით ტვინი...

მგზავრებით გაძეძგილი მატარებელი კი მიჰქრის, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რკინის მახინას ყველას საფიქრალ-სადარდებელი, სეზონია და ზღვისკენ უბერავენ თბილისის ხვატს გარიდებული ბოროტმოქმედები... დაბადებიდან ცოდვილები...

***

– გიუშ, შენები ყველაფრის აზრზე არიან?

– ჰო. რა იყო, შენებმა არ იციან?

– ფისოს გარდა, ალბათ, ყველამ იცის.

– რა, იმას ეპარები?

– უნდა ვაფორიაქო... მაგარი ტიპშა რომ ჰგონია თავი, აბა, გაიგოს, სად დავიკარგე და რა მომივიდა.

– აუ, რა პატარა ბავშვივით ბაზრობ...

– იმას სხვანაირი ბაზარი არ ესმის...

– შენ უკეთ იცი, ძმაო!... ამ ცხოვრების დედა რომ ვატირე, თორემ ახლა ჩვენ, ორი სული კაი ბიჭი, არ ვჯობივართ ამ მატარებლის მთელ შემადგენლობას?

რამდენი და რა უაზრო ლაპარაკი იცის, მაგრამ რას ვიზამ, „კაბანად“ მიმყავს რა! ფისომ პირველად რომ გაიგო ეს გამოთქმა, ინტერესით მოკვდა, სანამ არ გამოსტყუა ბადრიას „ინფორმაცია“.

– ტო, შემეშვას რა! – მეხვეწებოდა თვალებმილულული ბადურიკა.

– მითხარი რა?! – არ ჩერდებოდა ფისო.

– რა ვუთხრა? – იმედის თვალით მიყურებდა ბადრია.

– რაც გინდა, ხომ იცი, არ მოგეშვება...

– ვა, რა დედიჩემის ქაქი ვჭამე... ეს ვინაა, ტო!

ბადურიკას აკიმარებს და ფისო კაიფს უტეხავს, თორემ ძალიან უყვარს ფისოც და ფისოსთან ლაპარაკიც. თავის მხრივ, ფისოც ისეა შეხუმრებული, მხოლოდ მცირეოდენი მორიდება აქვს მისი, ისიც იმიტომ, რომ მამრობითი სქესისაა. ფისოს მოიშორებს ბადურიკა?

– შენმა ნირვანამ ჩაყვინთა, მაინც არ მოგასვენებ! – ექადნება ფისო.

– ტო, შემარგე რა, „კაბანი“ მინდა?! – ძლივს ატრიალებს ენას ბადურიკა.

– მითხარი და აი, ამას დაგალევინებ, გაგისწორდება, – თვალწინ რაღაცის კოლოფს უტრიალებს ფისო.

– ეგ რა არის, მითხარი, ხო იცი, ჩიჩმი არ მივარგა, – ინტერესდება ბადრი.

– ნატურალური წვენია.

– ვა, ეს ვინ არი, ტო! ტახია რა, გარეული ღორი... ტაიგა რა არის იცი? – სიტყვას წელავს ბადრია.

– კარგი რა, ტაიგა ტაიგაა, – ფისო ხვდება, რომ თავის არიდებას ცდილობს ბადრია.

– ტაიგა იაკუტიურად არის ტყე, ჩრდილოეთის წიწვოვანი ტყე, სადაც სულ ცივა, თოვლია და, კაროჩე, მაგრად ყინავს...

– ვიცი, კაცო, გაკვეთილს მიხსნი?

– ტო, მაცადე რა! ეს ვინაა, ე! კაროჩე, ტაიგაში რომ გაიჩითო, ვერაფერს შეჭამ, შენ კი ხოშიანად შეგახრამუნებენ. ახლა უყურე, პაბეგში რომ ტიპი მიდიოდა იმის იმედით, გავაღწევ ამ სადამპლეთს და სვაბოდაზე ვიქნებიო, თოხლი ხომ უნდოდა? განა რა უნდა მოემარაგებინა ისედაც მშიერ ლაგერში, ჰოდა, აუცილებელ რამეებთან ერთად, ერთ შედარებით მოსუქებულ არიფსაც ააგდებდა, სვაბოდის მსურველს, და თან გაიყოლებდა რა...

– ტვირთის სათრევად? – სერიოზულად ეკითხება ფისო.

– რა ტვირთის, ქალო, დანას იმას ჩაუგდებდა ხელში ან ნაჯახს?

– აბა?! – ვერაფერს ხვდება ფისო.

– აუ, ან შემეშვი, ან მისმინე რა, აზრები მებნევა! – უღრენს ბადრია.

– კაი, ჰო.

– ტიპი თავიდან ისე სჭირდება რა, ორნი მაინც სულ სხვაა, ნადირი რომ გაგეჩითოს, ორი კაცი ოთხი ხელია, მაგრამ ჩანაფიქრი სხვა რამეა. მოკლედ, თუ საჭიროება მოითხოს, არიფი ტახად გადაიქცევა რა...

– დაკლავს?

– ე, მა რა ჩემ ფეხებად უნდა?

– შეჭამს?

– ე, ეს ვინ არის, ტო, შეჭამს, მა რას იზამს?! – ფისოს მიუხვედრელობა აოცებს ბადრიას.

– კაცო, ეგ ხომ კაციჭამიობაა... – ხმას უწევს გულშემოყრილი ფისო და რატომღაც მე მიყურებს.

– მაგას რას უყურებ, მე მიყურე, – ხითხითებს ბადრია.

– შენ შეგიჭამია? – უარესად იბნევა ფისო.

– ტო, შენ ჩემს სროკებს რას უყურებ, პაბეგში არ ვყოფილვარ, – მხიარულდება ბადურიკა.

– მერე?

– მერე ის, რომ ან გააღწევს ტიპი, ან ვერა. გაიგე? მაიტა ახლა ეგ ნატურალური წვენი, თორემ სუშნიაკი მაქვს.

– მოიცა, ის ვიღაც, „კაბანად“ წაყვანილი ვინცაა, ვერ ხვდება, რაც მოუვა?

– რომ ხვდებოდეს, ხომ არ წავა...

– კაცო, „კაბანად“ წაყვანის ამბავი ხომ ცნობილია და...

– ფისოჯან, ნასწავლი ქალი ხარ, ქვეყანა გინახავს, ვერ უნდა მიხვდე, რომ ყველა არიფს საკუთარი თავი სხვაზე ჭკვიანი და მაგარი ჰგონია? არიფიც იმის არიფია, რომ ეგრე იფიქროს.

– რაკი ჯანიანია?

– მა რა! მე რომ კაცი შემომხედავს, ხომ იფიქრებს, საიქიოდან შესვენებაზე მოსულიაო?

– იფიქრებს, – ეთანხმება ფისო.

– იფიქრებს და მიირთმევს კიდეც დედამისისას... კაცის აღნაგობას რა ჭკუა აქვს, – იცინის ბადრია.

– ყველაფერი გამიგია, მაგრამ ადამიანი მეორე ადამიანს ღორად მიჰყავდეს, რომ მომშივდება, შევჭამოო, პირველად მესმის... აბა, ბოკასას რაღას გადაჰკიდებიან, ის თავისი წინაპრების ტრადიციებს მაინც იცავდა.

– ბოკასა და ჩერმენა არ ვიცი, მაგრამ ეგრეა... მა, რა ეგონა, დუმებს რომ ისიებდა?

– ე, ბიჭო, რა იმის ბრალია, რომ შენზე ფერხორციანად გამოიყურება?

– თავი დამანებე რა, რაც გაინტერესებდა, ხომ გითხარი?!

– ჰო, მაგრამ ცუდი იყო...

– ამას წინათ ზემო დიდუბეში ვიყავი გასვენებაში. იქ წასვლის თავი სად მქონდა, ფეხები მისივდება და მტკივა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. მაღლა ვერც ავედი სამძიმრის სათქმელად, დაბლა დაველოდე ჭირისუფალს. ვიღაცის მაგარი მანქანა გაჩერდა, გეგონებოდა, სარკის შუშები აქვსო. ვა, ჩემს როჟას მოვკარი თვალი. ამ დროს მიცვალებულიც ჩამოასვენეს. კაი ბიჭი იყო, ცხონებული, მაგრამ რა უნდა მექნა, ჭირისუფლებთან როგორ მივსულიყავი, როცა ისეთი სიცილი ამიტყდა, გვერდით სადარბაზოში ძლივს შევლასლასდი...

– რა გაცინებდა, რამე გაგახსენდა?

– გამახსენდა კი არა, ჩემს როჟას რომ შევხედე, ვიფიქრე, ახლა მე რომ ჭირისუფალთან მივიდე, უცბად ვერც მიცნობენ ვინ ვარ და ე მანდ გული არ გაუსკდეთ, ეს ვინღაა, დამარხვა რომ დავიწყებიათო? – ხითხითებდა ბადრია.

– რამდენი კილო ხარ?

– ორმოცდაათი ვიქნები.

– ბიჭო, საჭმელს არ ჭამ?

– საჭმელს ვჭამ, მაგრამ არაყი მე მჭამს, – იცინის ბადრია.

– რატომ მერე, რატომ?

– მა, რა ვაკეთო? კაცი რომ ვეღარ ინძრევა, მაგარი უიმედობა ეწყება, ამის წამალი კიდევ გათიშვაა და მეც ვითიშები რა! იცი, რას გეტყვი, როცა აღარაფრის მაქნისი ხარ, რომ ვეღარ ქაჩავ ფიზიკურად და ამის გამო თავი გძულდება, ჯობია, საიქიოსთვის გაემზადო. ექიმი რა ჩემ ფეხებად მინდა, რა, ნაკოლს მომცემს თუ იმის გარანტიას, რომ ცხოვრება დალაგდება...

– ჯანმრთელად რომ იქნები, გაინძრევი, მიდგებ-მოდგები...

– ლó÷øå óìåðåòü ïî – âîðîâñêè, ÷åì æèòü ïî – ôðჭåðñêè, – ხმა უნაღვლიანდება ბადრიას.

– ტიღას რომ მანქანა მოპარეს, იცი, რა თქვა? – ბადრიას გამხიარულებას ცდილობს ფისო.

– რაო, როგორ გამიბედესო?

– არა, რა ცუდი გრძნობა ყოფილა, ქურდად რომ დაიძინებ და არიფად გაიღვიძებო, – იღრიჭება ფისო.

ბადრიამ ისევ დახუჭა თვალები და ისეთი ნეტარი სახე მიიღო, რომ ფისომაც კი შენიშნა და ქორივით დააცხრა:

– ბადურიკ, მითხარი რა, რა გაგახსენდა?

– რა უნდა გამხსენებოდა რო?

– ისეთი ბედნიერი სახე გქონდა...

– ჰო, ვმღეროდი.

– ჩუმად სიმღერა აღარ გამიგია...

– აბა, მე რომ ხმამაღლა ვიმღერო, ორივე პაბეგში წახვალთ.

– რას მღეროდი, დუდუკებს?

– არა, ტო, დუდუკები ჩემს კუბოსთან, მე „პარადნი“, სევდიან სიმღერას ვმღეროდი.

– ეს კაცი გამაგიჟებს, თუ საზეიმოა, სევდიანი როგორღაა?

– აი, სევდიანია იმიტომ, რომ მე ვმღერი, „პარადნია“ იმიტომ, რომ ახალგაზრდობა მახსენდება და სულში მეზეიმება...

– აბა, წაიღიღინე, არ დაგცინებ.

– წ ïîìíþ გჭíåíñêèé ïîðò

თ ჯóë ïჭðîõîჰîâ óჯðþìûé,

კჭê øëè ìû ïî òðჭïó íჭ ხîðò,

გ õîëîჰíûå ìðჭ÷íûå òðþìû.

ბóჰü ïðîêëÿòჭ òû, კîëûìჭ

ფòî íჭçâჭíჭ òîæå ïëჭíåòîé,

ოîïჭჰ¸øü ïî íåâîëå òóჰჭ

Îòòóჰჭ âîçâðჭòჭ óæ íåò.

– გედის პონტში ვარ, სიკვდილის წინ ვმღერი... – იღიმება თვალდახუჭული ბადრიაც.

– დამჯდარა აქ ორი ბებერი და ერთმანეთს ასულელებს, – ბურტყუნებს ფისო.

– ორი სული ქურდი! – უსწორებს გაღიმებული ბადრი.

– უი, გინდა მაგაზე ანეკდოტი გითხრათ? – ტაშს უკრავს ფისო.

– დავაი! – მასწრებს სავარძელზე მისვენებული ბადრია.

– ორმა ტიპმა აღთქმა დადო, რომ ხელი აღარაფერზე წაუცდებოდათ და პატიოსნად იცხოვრებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, მაინც იქურდეს. ეტყობა, სინდისმა შეაწუხათ და ეკლესიას მიადგნენ. დადგნენ ხატის წინ და დაიწყეს ახსნა-განმარტება, რატომ მოიპარეს, რატომ დაარღვიეს უფლისთვის მიცემული პირობა, თან უხსნიან, თან წარამარა ეკითხება ერთ-ერთი, გაიგეო? მეორეს ამოუვიდა ყელში და პადელნიკს შეუყვირა: რას ჰქვია, ვერ გაიგო, ორი სული ქურდი ვებაზრებითო! – იცინის ფისო.

– ე, კინტო, ეგ მეორედ აღარ გაიმეორო, გოთვერნულია, – მოძღვრავს ბადრია.

– ვა, რა ყველაფერი გოთვერნულია... – ხელებს შლის ფისო.

– ეგრეა...

– ბიჭო, მე რომელი ძველი ბიჭი მნახეთ, ანეკდოტია და ვთქვი...

– ესა ნახე, ე!

– ბიჭო...

– ამ „ბიჭო, ბიჭოთი“ რაღა გაახურე...

– ერთი ეს გამაგებინეთ, ყველას რატომ გხვდებათ ყურში „ბიჭო“?

– ფუცნურია.

– ფუცნური არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი და თქვენ არ იცით. ხომ არის რაღაცეები, რომლებიც ძველი დროიდან მოდის ისე, რომ მნიშვნელობა უკვე აღარ ვიცით, მასეთივეა „ბიჭოც“.

– ჰა, შობე!

– ძველ საქართველოში ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილს, ნაბიჭვრის გარდა, ერქვა „ცოდვის შვილი“, „ბუში“, „მხევლის შვილი“ და ეგ თქვენი „ბიჭო“. ესე იგი, ბიჭოთი რომ მიმართავ, ფაქტობრივად, ეუბნები, ნაბიჭვაროო. არავინ აზრზე არ ხართ, მაგრამ რაღაცნაირადაა ჩადებული კოდივით და ყველა ტლინკებს ყრით.

– ახლა ტლინკებიც...

– ოჰ, ჩამომეძიე ეხლა ბოლომდე!

ფისოს და ბადურიკას დიალოგზე მაგრად ვკაიფობ, ერთმანეთს არაფერს უთმობენ, მაგრამ უდიდეს პატივს სცემენ. ბადურიკა „რაჭიკუნას“ ეძახის ფისოს, ვითომ ეკაიფება, მაგრამ ვინმეს აღწერა თუ უნდა დადებითი კუთხით, მოკლედ იტყვის ხოლმე, აი, ფისოსავით კოხტა რა, პატარა, მაგრამ გემრიელიო...

– მერე, „ნაბიჭვარო, ნაბიჭვარო“ ასწორებს?

– იცი, რას გეტყვი, იმდროინდელი ნაბიჭვარი ძალიანაც კაი ტიპი იყო. რა გინდა, ყმა ქალი თუ დიდებულისგან გააჩენდა ნაბიჭვარს, აზნაურობა ეძლეოდა...

– აუ, რა კაი მითხარი... ერთი „სირიკო“ ცხოვრობს ჩემს ეზოში, ტვინს ჭამს, აზნაური ვარო, იმას უნდა ვუთხრა, კარგად გაარკვიოს, ნაბიჭვარი ხომ არ არის, – ხითხითებს ბადრია.

– რა გაუხარდება?!

– ჰო, ენას ჩაიგდებს რა! სულ მიკვირდა, ესეთი დასირებული აზნაურის შთამომავალი როგორ იქნება-მეთქი. არა, მართლა, გენი მაინც ჩანს...

– კარგი რა, დაგვაჯული და თავადის გვარის მქონე არ გინახავს? – იღრიჯება ფისო.

– ტო, ისინი დაგვაჯულების ნაბიჭვრები არიან რა, – იხტიბარს არ იტეხს ბადურიკა და ისევ ღიღინებს.

– ბადრი, კოლიმა სადაა, ურალში?

– მიდიხარ?

– ჰო, ბარგი ჩალაგებული მაქვს.

– თუ მდინარით მიდიხარ, მაიცა, ადრეა, ჯერ ყინული არ დაძრულა, გაგიჭირდება...

– არა, მართლა...

– ციმბირშია რა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში...

– არა, შენს სიმღერაში რომ პორტზე იყო ლაპარაკი, იმიტომ დავინტერესდი.

– ე, მდინარე კოლიმას ჰî õóÿ ნავსადგურები აქვს, მაგრამ მათგან ხუთია მთავარი: უსტ-სრედნეკანი, კრაი-ლესოვი, ზელიონი-მისი, ჩერსკი და ზირიანკა. სახელებზე კაიფობ? ხალკანის ქედიდან რომ დაეშვებიან კულუსი და აიან-იურიახი, ერთდებიან და მოდის კოლიმა, რომელიც ხეობიდან გამოსვლის მერე უკვე კოლიმის დაბლობზე უბერავს. ე, თუ გარეკა, იცი, რას უბერავს, წალეკავს იქაურობას. მაგარი ადგილია, ტო, თევზი გინდა, ოქრო გინდა – იქაა... სად გაგიგია, ტრაკულ პონტზე სიმღერა დაიწეროს...

– შენა, ულვაშა ძიაზე რომ ღადაობთ ხოლმე, მართალია? – უცბად მოუხია ფისომ.

– გოგო! – ვუყვირე მე.

– შენ რა გაყვირებს, კაცო, ამას ვეკითხები...

– ე, ესა ნახე, თურმე ჩუმად გვისმენს ხოლმე, – უხერხულად გაეღიმა ბადრიას.

– ჰო, აბა, კარადაში ვიმალებოდი და იქიდან ჩუმად ყურს გიგდებდით. იმხელა ხმა გაქვთ ორივეს, გეგონება, ჩხუბობენო და რა, ვერ გავიგებდი? – არ ჩუმდება შობელძაღლი.

– გოგო, კაცი რომ გაგიცინებს, თავს კი არ უნდა გახვიდე! – ვაჩერებ ფისოს, მაგრამ მიდიი, თავისას მიერეკება.

– შეეშვი, ესეც ხომ ყველა ქალივით ქალია, – მამშვიდებს ბადრია.

– მართალია, – ეთანხმება ფისოც.

– ახია. ჩვენი ბრალია, ამასთან ყველაფერს რომ ვბაზრობთ, ხედავ, როგორ განაგლდა? – ვიღრინები მე.

– კაი რა, ვითომ ახალი ამბავია, ერთად შეყრილი ბევრი კაცი რომ ერთმანეთს ჟიმავს, – ტუჩებს იბზუებს ფისო.

– გოგო, მოკეტე!

რა ვუყო, ენას ხომ არ ამოვგლეჯ, არადა, არ ჩუმდება.

– არა, მოიცა, ერთმანეთს კი არა, ვიღაცა ვიღაცას, – აზუსტებს ფისო.

– არ გაჩუმდები?

– არა. მერე რა მოხდა, ქალებიც ხომ არიან მასე, თქვენ რომ თქვათ, მე რა, ავწივლდები? – ცალი ხელით დოინჯს იდგამს ფისო და სამზარეულოში გასავარდნად ემზადება, იცის, რომ იქით აღარ გავედევნები.

ბადრია კეთილად იღიმება და აშკარად კაიფობს ჩვენზე.

– შენ რაღას იღიმები, ვერ ხედავ, რომ ათამამებ? – ახლა იმას ვუღრენ.

– ტო, შენ აზრზე ვერ მოდიხარ, რა ბედნიერი ხარ... – თავის დაქნევით მპასუხობს ბადრია.

– მე?

– ჰო, შენ. ნეტავ ასე მიშლიდეს ნერვებს ქალი და გაუშვი, ცალფეხა ვიყო... – ნატრობს ბადურიკა და ისეთი თვალით მიცქერის, უნებურად ვდრკები.

ახლა ვზივარ ამ ნაბიჭვარ მატარებელში და მოგონებებით ვტკბები. კიდევ კარგი, კონდიციონერები არის, თორემ ხომ გადავიდოდი ჭკუიდან.

– ეს რა პონტია, საფერფლე არაა? – გაოცებულმა გიუშამ წინ მსხდომების სავარძელზე ლითონის შვერილს გამოქაჩა და შემომაჩერდა.

– საფერფლეა.

– აბა, ტამბურში რაღას დავდივართ, აქ ვერ მოვწევთ?

– ვერა.

– რა ვერა!

– ვერ ხედავ, რამდენი ბავშვია? თანაც, მგზავრებში ზოგი ორსული იქნება, ზოგი წნევიანი..

– ე, მაშ ეს საფერფლეები რისთვისაა, ჩასაფურთხებლად?

– რა მოუსვენარი ხარ, ტო, რა გამიტრაკე!

– არ მევასება, რომ მაგოიმებენ. რადგან საფერფლეებია, ეს იგი, მოწევა შეიძლება. დედისამათამ, თავიანთ შვილებთან არ აფუილებენ რა!...

– რა გინდა, გიუშ? – ლამის ყელში ვწვდე ამ ენაგრძელს.

– გოგონი, შემოგევლე, ეს საფერფლეები აქ რატომაა? – წაეტანა შემოსწრებულ ვაგონის გამცილებელს გიუშა.

– ბატონო?!

შვილისტოლა გოგო იყო, შავი, გადაბმული წარბებით და გაპუწული თმით, მაგრამ ეტყობოდა, რომ, სულ მცირე, შერი მაინც ეგონა თავი. ჯერ გიუშას შეხედა, მერე მე, მერე, რატომღაც მთელ ვაგონს მოავლო თვალი და უშნოდ დაქანებული მხრები აიჩეჩა. „აი, ასეთი ქალები გამოიგონებდნენ ლიპებს,“ – დავასკვენი ჩემთვის. ვაგონის გამცილებელი გაკუნტრუშდა, მაგრამ ორ წუთში ტყუპისცალივით „ძაღლი“ არ მოიყვანა? კინაღამ ვკითხე, და-ძმა ხომ არ ხართ-მეთქი. გოგო კიდევ ჯანდაბას, მაგრამ კაცს რომ მხარ-ბეჭი გამოკვეთილი არ აქვს, რაღაცნაირად აუშნოებს, ქალოია შეხედულება აქვს, თუგინდ კოჭებამდე წვერი სცემდეს ყარაბას-ბარაბასივით.

– რა ხდება? – იკითხა მხრებფერდა 2-მა.

– ეს რატომ არის აქო, – ჩვენ მაგივრად უპასუხა მხრებფერდა 1-მა.

ბიჭიც გოგოსავით მახინჯი და ლაწირაკია, მაგრამ ამბიციურობით ერთმანეთს უჯოკრავენ. გიუშამ ისე გადმომხედა, მივხვდი, ისიც იმავეს ფიქრობდა, რასაც მე.

– თქვენ გეკითხებით! – გაიმეორა ახვართაგანმა.

ესენი შემომახეთქებინა ახლა ერთმანეთს და მეტი არაფერი მინდა...

– ეს ხომ საფერფლეა? – გაღიზიანებულმა უპასუხა გიუშამ.

– მერე რა, რომ საფერფლეა? – იდიოტივით შეხედა „ძაღლმა“.

– მე მაინტერესებს, ეს თუ საფერფლეა, რატომ უნდა ვიარო ტამბურში სიგარეტის მოსაწევად?

„ძაღლი“ ერთი წამით დაფიქრდა, იმანაც ვაგონის შემადგენლობას გადაავლო თვალი და ისევ მკაცრად იკითხა:

– ვინ აგიკრძალათ მოწევა?

არ უნდა გახეთქო ეს თეფშაყურა ცემით?

– არავინ...

იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, რომ გიუშაც კი დაიბნა.

– აბა, რაღას მაწუხებთ, მოწიეთ, – „ნება დაგვრთო“ იდიოტმა და ვალმოხდილი სახით გაუყვა წინა ვაგონისკენ.

– ამათ თუ არ აჟრიალებდეთ...

– რა თქვით? – მოუტრიალდა გოგო გიუშას.

– გაიხარეთ-მეთქი, – მიუგო ამანაც.

სიგარეტს ისევ ტამბურაში ვეწეოდით. საგულისხმო ის იყო, რომ ყველა ბავშვიანი თავიანთი ბავშვებიანად, სიგარეტის მოსაწევად ტამბურში გამოდიოდა, სადაც ნისლივით იდგა სიგარეტის კვამლი.

– ამის დედა ვატირე, პატარაზე მაინც ჩაამტვრიონ ეს შუშა, – დაიჩივლა გიუშამ.

– ამ იდიოტების გამო ნორმალურად ვერ მოგვიწევია სიგარეტი, დაგვარბენინებენ წინ და უკან! – მხარი აუბა ორი შვილის დედამ.

ბავშვები შარვლის ქამარზე ჰყავდნენ ჩამოკიდებულები და ძლივს იმაგრებდნენ თავს.

– რომელი იდიოტების? – გაეპასუხა გიუშაც.

– ინტრიგანი არამწეველების. ვერ გავიგე, თორმეტი წელია, აქტიური მწეველი ვარ და რატომ უნდა ვიშალო ნერვები ერთი-ორი ავადმყოფისთვის. თუ კომფორტი და იავნანა უნდათ, „ესვეთი“ იმგზავრონ, გააჭირეს საქმე! არ ვამბობ მართალს? – მიუტრიალდა გიუშას ორატორი და ისე ჩააცქერდა, თითქოს დიდი ხნის ძებნილი იპოვა.

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ თორმეტი წელი როგორ ეწევით, როცა ახლა ჰგავხართ თექვსმეტი წლისას, – სტყორცნა ქათინაური გიუშამ.

რა უცნაურია, ქალისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მაინც საოცრად სიამოვნებს, რომ უფრო პატარას ჰგავს.

– რას ამბობთ, რაღა დროს თექვსმეტი წელია, აღარც კი მახსოვს, როდის ვიყავი თექვსმეტის, – დატკბა გოგო.

ბავშვები უფრო მიეკვრნენ დედას.

– კარგი ახლა, მეხუმრები? – გაუშინაურდა გიუშა.

– არა, მართლა, 24 წლის ვარ, – გადაიკისკისა ნასიამოვნებმა გოგომ და ფეხით გასრისა სიგარეტის ნამწვი.

– რას მეუბნები?! – შეიცხადა გიუშამ.

– დიახ... შემთხვევით ლუდის დალევას ხომ არ აპირებთ?

ვა, აქეთ ითრევს გიუშას.

– მე არა, მაგრამ თუ გინდა, მოგართმევ.

– ბუფეტში თბილი აქვთ, მე ცივი მინდა...

– ძალიან გინდა? – ხმას დაუწია გიუშამ.

ცერად გავხედე. მამაძაღლი, ეს თუ ასე ჰაერში ითრევს ქალებს, რატომ ოცდაორი ცოლი არ ჰყავს რო...

მატარებელი იყო და პონტი არ იყო, თორემ გოგო ისე იყო შეკერილი სამ ბოთლ „ყაზბეგად“, ვერაფერი დაარღვევდა... ქალის ნდობა იქნება? ახლა მაგის ქმარს ჰგონია, ცოლს მცველად ორი ბავშვი უდგას აქეთ-იქიდანო და თვითონ არხეინად ვიღაცასთან გორაობს, ცოლ-შვილი გაისტუმრა და საზაფხულო რომანი გაჩითა... რაღაც უცნაური კანონზომიერებაა, თუ ქმარი გულაობს, ცოლიც აგულავდება, სხვა შემთხვევაში ქალი ასეთ ნაბიჯს არ დგამს, სულ რომ ჩამოთავებულ-ჩამოლეული ქმარი ჰყავდეს, მარტო მოსაფსმელად რომ ეძებს და მაშინაც ეზარება. ქალს იმდენად უყვარს ალერსი, თუ მოეფერები, თან გადაგყვება, ყურით უყვარხარ...

როგორ მძულს ზოგჯერ მატარებელი, დაგა-დუგს რომ იწყებს, ეტაპი მაგონდება...

– გიუშ, მისამართი ხომ ზედა გაქვს.

– ჰო.

***

– ეს რა არის, ე, ქაღალდის კედლებია?

– მდგმურებისთვის ბლოკით ხომ არ ამოაშენებდნენ...

– ნახე რა, რა მაგრად ისმის ხმები.

– ეს რაღა ფარდაა? – წაატანა ხელი კედელზე ჩამოკიდებულ ფარდას გიუშამ.

– მაგის უკან კარი იქნება და ხმა იმიტომ გადი-გამოდის.

– ჰო, კარია. რა მაგარ ოთახში ვართ, სამი კარი და ერთი ფანჯარაა, სუფთა ქურდული ბაითი გვაქვს, საიდანაც გინდა, მოხიე, – გაეცინა გიუშას.

შენ რა იცი, ქურდული რა არის, შე ბალვანო...

– ცოტა ხანში მოიყრებიან...

– მოიყრებიან და დაღლილები დაეყრებიან.

– რა მიკვირს იცი, რა ჯანი აქვთ ისეთი, რომ მთელი ღამე შეუძლიათ ტლინკაობა, „ექსტაზის“ პონტია თუ მართლა მასე მაგრად ეცეკვებათ?

– ორივე.

– მე რა მგონია, იცი, ესენი რასაც ცეკვას ეძახიან, ეგ ცეკვა კი არა, სხვა რამეა, დაუოკებელი წყურვილია და ეგრე გამოხატავენ, ერთმანეთს ეწმაწნებიან.

– სექსის?

– ჰო, მა რა?! ჯერ მარტო სიფათებს შეხედე და მერე მოძრაობებს.

– მომკალი და ეგრე ვერ ვიცეკვებ, – ისევ იქაა გიუშა.

– როგორ, ეგრე დაგრეხილი?

– ჰო, რა! ამ გოგონებსაც რომ ერთი მასტერკა ტვინი არ აქვთ თავში, თორემ ისეთი ბიჭის გვერდზე რა უნდათ, ზედვე რომ აწერია, რვა ნომერი მინდაო, – ვერ ისვენებს გიუშა.

– რვა ნომერი რა პონტია, ტროლეიბუსია? – გამეცინა უაზროდ.

– ჰო, სამაგათო ტროლეიბუსია, პირდაპირ ჯანში მიდის...

– საიდან მოიგონე.

– მე რა მოვიგონე, ¹8 ღვინოა აქედან აიღო ვიღაცამ და შეპამპალებაზე გადააკეთა, ჯარში გავიგე, კერენსკის დროს და დამამახსოვრდა.

– რû òîæå õîðîøèé ჯóñü...

– რა ჯóñü, ჯარია რა, ცხრა ქართველი მოვხვდით ერთად, ერთი თბილისელი რუსი, ორი სოხუმელი სომეხი და ერთიც მამედა... რა გაცინებს, ნაღდად მამედა ერქვა, ჯიგარი თათარი იყო, მოკლედ, თავი მოგვაქვს, ხელში გვიჭირავს სამხედრო ნაწილი უკვე კავკასიელებს კი არა, კონკრეტულად ქართველებს. რადგან ერთი რესპუბლიკიდან ვიყავით, რუსიც, სომეხიც და მამედაც ქართველებში გადიოდნენ. პრინციპში, გვარს რა მნიშვნელობა ჰქონდა, ყველანი ქართულად ვლაპარაკობდით. სხვათა შორის, რაც მე ნაწანწალები ვარ, მაგრამ, იმათ გარდა, სხვისგან არ მომისმენია ქართულად შეგინება. ქართველობდნენ რა! ერთ დღეს მაგარი ხიპიში ატყდა. იმის გარკვევის დრო არ იყო, რა მოხდა, გავხედეთ, ჩვენს სომხებს დასცხეს და წავესიეთ დანარჩენები. ერთი კი გავიფიქრე, არასწორად ხომ არ ვაძლევთ ატმასკას ჩვენს სომხებს თავისი სისხლით ძმები რაზე წასცხებდნენ-მეთქი, მაგრამ მაინც გადავეშვი ჩხუბში. სანამ ჰაერში სროლა არ ატეხეს ოფიცრებმა, ვერ დაგვაშოშმინეს. კარგა ხანს დაგვათრევდნენ სათითაოდ დაკითხვაზე, მაგრამ, ჯერ ერთი, რომ არ ვიცით, რატომ ვიჩხუბეთ, მერე მეორე, რომც იცოდე, იტყვი? ერთმანეთსაც ვეკითხებით, მაგრამ აზრზე არაა არავინ. ჩვენი სომხები არ ჩანან, რომ ვკითხოთ. ოფიცრობას სულაც არ აწყობდა ამხელა ამბის გაბაზრება, მით უმეტეს, დარწმუნდნენ, რომ არ ვიცოდით არაფერი და გადავრჩით საჯარიმო ბატალიონს, თვითონვე მიაჩუმათეს მომხდარი...

– დაიცა, სომხებს რა უქნეს, ეგრეც დარჩა, ვერ გაიგეთ, რა მოხდა?

– რა ვერ გავიგეთ. ორივეს ყბის ძვალი ჰქონდა გატეხილი. აზრზე ხარ? კი არ დაგვშალეს, ყველანი ისევ ერთად დაგვტოვეს. ალბათ, ეგეთი რამე არ მომხდარა მთელ საბჭოთა ჯარში.

– ჰო, გააგრძელე რა, შესავალი ხო დამთავრდა... რა ყოფილა?

– თურმე იქითა მხარეში ერთი დიდი სოდომ-გომორაა გაჩაღებული. ჩვენ რა ვიცით. ერთი პატარა ტანის ბიჭი იყო, რუდიკა. თურმე ეს ჩემისა გაქანებული პეტუხია, თან ისეთი, რომ არც მალავს, ვისაც არ ენაღვლება, ჟიმავს, მაგრამ ცოტა ისეთს არჩევს რა, „მტაცებლებს“. თურმე მეორე სომეხი მიადგა, „მტაცებელი“, და ეუბნება, მაიტაო. ამას უკითხავს, ქალთან ნამყოფი ხარო? იმას უთქვამს, არა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. პეტუხს უთქვამს, ძალიან დიდიო. მე რა მენაღვლება, მაგრამ განთქმული ამბავია, პირველად რომ არასწორ ნაბიჯს გადადგამ სექსში, მერე შენ თვითონ მოგინდება რომ გაგჟიმონო. მიდი, კაცო, ერთი, ბევრს ნუ ატრაკებ. ეს ჩვენი სომხები თავის ყურით უსმენენ თურმე ამ ბაზარს, მაგრამ არ იმჩნევენ, ისინი კიდევ აზრზე ვერ მოდიან, რომ ამათ იმათი „ბაზარი“ ესმით. რა წლები, რის წლები, რამდენიმე თვე დასჭირდა ამ ამბის მოყომარებას. ის ჩემისა, „მტაცებელი“ თურმე ერთ დაჩმორებულ რუსს შეუჩნდა, მოდი, გავისწოროთო. რუსი გადაირია თურმე, მე ეგეთი არ ვარო. ეს პედერასტი კიდევ იქით რუსს არ ეშვება, მინეტზე ეჩალიჩება, თან დადის და დავაჟკაცობს რა, ვითომ მაგარი ბიჭია. იმ რუსს უფიქრია, ეს ამბავი გასკდება და კაი დღე არ დამადგებაო და ჩვენს სომხებთან უჩივლია. ესენი ისედაც ხო აზრზე იყვნენ. რუსისთვის უთქვამთ, შენ დათანხმდი, გვითხარი, სად, რა დროს დაგადგეთ და მერე ჩვენ ვიცითო. მოკლედ, ესენი თავზე წაადგნენ ფაქტზე, მაგრამ იმას უშუსტრია და თავისი „საძმო“ შეუყრია, ის ორი სოხუმელი ნაბიჭვარი დამადგა, რადგან სომეხმა სომეხს შეუპამპალე, უნდა დაისაჯოო. ესე მოხდა მთელი ის დომხალი...

– დაიცა, ის რუსი რაღა იმ სოხუმელებს მიადგა, რა პონტი იყო...

– ალიოშამ მოწვა თურმე, რომ სოხუმელები რაღაც საეჭვოდ უტრიალებდნენ იმას და შეშინდა, უცბადვე გააიასნა ყველაფერი, თავი დაიზღვია... მამედა რომ ვახსენე, ჩვენი მამედა მანამდე თურმე იმ რუდიკას ჟიმავდა და ახლა მეორეც რომ დაიადა, კაიფობდა, მაგრად ვგულაობო. რუსი უძახე შენ და, მაგარი ჯილა რუსები იყვნენ, სწორად ესმოდათ. ეს ამბავი რომ გაიასნდა, მანამდე რა ზღვარიც იყო ჩვენ შორის, აბსოლუტურად მოისპო, შევამხანაგდით აი, მაშინ გავიგე რვა ნომრის ამბავი, არადა, მე ვიცოდი, „21“ ერქვა.

რა ტლიკინაა ეს ჩემისა, თავი ამატკივა...

რა საშინელ ხმაზე კივიან ეს ნაბიჭვარი ტურები, ასე მგონია, სადღაც ახლოს სიკვდილი ტრიალებს... რა ახლო მოდიან სახლთან, ჭაობი ზედ აკრავს ყანებს?

– ხვალ სულოც გაიჩითება და გაასწორებს, – ოცნებაში წასულმა თქვა გიუშამ.

ეს ხომ ფიქრს არ დაგაცდის!..

– სულო რა სახელია, სულიკო?

– არა, რა სულიკო, სულეიმანი! – ისე შეიცხადა გიუშამ, თითქოს კეტი ჩამერტყას მისთვის.

– რა გაგიკვირდა, შე ჩემა, კაცის სახელი „სულიკო“ არ გაგიგია?! – ავიჯაგრე მე.

– მაიცა, ნეტავ რომელ „სულიკოს“ ეძებენ სიმღერაში? – სიტუაციის განმუხტვა სცადა შემცბარმა.

– ნუ ტინგიცობ რა!

გიუშა ჩაჩუმდა. ეწყინა. არა, ცოტა უხეშად კი გამომივიდა, მაგრამ დამღალა რა!... ეს რომ მიუშვა, შეუსვენებლად ილაპარაკებს მთელი ცხოვრება. მე შენ გეტყვი, რამე ადარდებს თუ რა... იქნება ახლა ასე გაყურსული და მერე ისევ დაახეთქებს რამეს. ოღონდ ილაპარაკოს და რას წამოროშავს, ფეხებზე ჰკიდია. მომინდომა ახლა იმის გარჩევა, სულიკო ქალია თუ კაცი, ვითომ არ იცის... სულიკო არა, მაგრამ გულბაათი ნაღდად ქალის სახელი მეგონა, კინაღამ მაგრად შევრცხვი... გიუშა ხმაგაკმენდილია, მაგრამ ხომ ვიცი, ვერ ისვენებს.

– გიუშ, ჯარში ოფიცრის ცოლს არ ჟიმავდი? – ავუწიე სატოპკე.

– ვისა ტო, ოფიცრის ცოლს ვინ გამაჟიმინებდა?! – გამოცოცხლდა ეგრევე.

– რატომ, ბიჭო, ვინც ჯარში ნამყოფია, ყველა ამბობს, ოფიცრის ცოლთან დავდიოდი, მაგარი ნაშა იყოო.

– მაშ მტყუვნის-თქო?! რა ცოლი, რის ცოლი, ვინ მიგასუნინებს თავის ცოლთან?!

– რა იყო, ჩემგან გაიგე პირველად?

– პირველად რომ არ გავიგე, მაგიტომ ვამბობ. მე ჯერ ქართველი ბიჭი არ მინახავს საბჭოთა ჯარში ნამსახური, მაგით რომ არ ტრაბახობდეს. არა, მამენტ, შეიძლება, რატომაც არა, მაგრამ, როგორც ბაზრობენ, ეგრე არაა. ერთადერთი ბიჭი ვიცი, ალიკა, ჩიტაში მსახურობდა, იმის გარდა, ყველა მაგას ამბობს, დაჟე უკანასკნელი ქონდრისკაციც რომ იყოს, აი, ისეთი, ბაბა-იაგაც რომ არ მიცემს... ე, მე რა მიკვირს, იცი, რატომ უნდა იბაზრო შენი ინტიმური ამბები, ვისი რა საქმეა? გაიხედავ და ტიპი დაჟე ხელს ადებს ქალს, იმასთან ვჟიმაობდიო. უნდა აიღო და დაუდო ეგრევე ყბაში! – გაწიწმატდა გიუშა.

მართალს ბაზრობს ამჯერად. კაცი, თუ მარტო ფასონად არაა კაცი, არასდროს გაუბაზრებს ქალს ეგეთ რამეს!

– მართალს არ ვამბობ?! – ფეხზე წამოდგა გიუშა და ნერვიულად გაიარ-გამოიარა.

– რა იყო, რაზე ავარდი...

– ნახიპიშები ვარ მაგის გამო და ის გამახსენდა. 500 მანეთი ჩამატანინეს „ძაღლებმა“, ტო! მაშინ ის 500 მანეთი, იცი, რა ფული იყო? „ზაპოროჟეცს“ იყიდდი.

– ცემაზე?!

– ჰო, ცემაზე, მაგრამ კაი ცემაზე, ტანკის გადავლილს ჰგავდა ის ნაბოზარი!

– მაიცა, შენ ვინც გევასებოდა, იმაზე თქვა?

– შენ რა იცი? – თვალი თვალში გამიყარა გიუშამ.

– რატომ მიყურებ მასეთი თვალებით? – დავეჭვდი მე.

– ნაღდად არაფერი იცი? – ჩამეძია მაინც.

– ე, რა გაახურე, თქვი რა!

– ჩემ ცოლზე თქვა...

ვა, ენა ჩამივარდა. რა უნდა ვუთხრა? ახლა მე ჩავჩუმდი. ამბავს ხომ არ გამოვკითხავ, ცოლია გარეული...

– რატომ გაჩუმდი? – ხმადაბლა მკითხა გიუშამ.

შევხედე, ფერი არ ადევს. ე, აქ რაღაც ვერაა საქმე, აი!

– რა უნდა ვთქვა, ძმაო...

– მაშინ მე გეტყვი. ის ნაბიჭვარი მართლა ჟიმავდა გოგოს, რომელიც მერე ჩემი ცოლი გახდა... იცი რას გეტყვი, ტო, სულ ფეხებზე მკიდია, ვინ ვის როდის ჟიმავდა და რატომ. ცოლად რომ მოვიყვანე, არ ვიცოდი რომ ცელკა არ იყო? მაგრამ არ მაინტერესებდა და არც არასდროს დამაინტერესებს. მე ადამიანი მიყვარს და არა მისი რაღაც ნაწილები. ტიპი დავამტვრიე, ავზილე, სული აღარ ედგა პირში, მაგრამ გადარჩა...

– მაიცა, იცოდა, რომ ქმარი იყავი და...

– არა, ტო, რო სცოდნოდა და მაინც ეთქვა, მაშინ ასიანი დავბრიდავდი. არ იცოდა. აი, ასე, როგორც ჩვენ ვბაზრობთ ათას რაღაცას, ისე ვბაზრობდით რა... მე შენი დედა, ამბავს ჰყვები, მოყევი, ხელს როგორ ადებ გოგოს, რას უბაზრებ.... არ მინდა რა! ხომ მიიღო, ჭკუას ისწავლის, ენას კბილს დააჭერს... ჩემამდე რას აკეთებდა, რაში მაინტერესებდა, მე გოგო მიყვარდა და მორჩა!

– ცუდი ამბავი მოგსვლია...

– მომსვლია? ოჯახი დამენგრა, ტო! ჰო, ცოლი გამცილდა მაგ ამბის გამო.

– ეგ როგორ?!

– აი, ეგრე, ჭრელად... ადგა და ტირილ-ტირილით წავიდა. დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა რომ გათხოვდა და ოჯახი აქვს... ქმარსაც ვიცნობ... იმის მერე ხომ კიდევ ორი ცოლი მოვიყვანე, მაგრამ ის სხვა იყო...

– ისევ გიყვარს?

– მე ყველა ქალი მიყვარს, მაგრამ იმასთან კიდევ სხვა რაღაც იყო, სიყვარულზე მეტი... პრინციპში, შეიძლება, რაღაცას ვურევ, მაგრამ... ვერ გადმოვცემ, რისი თქმაც მინდა და ეგაა რა!

ნახე, ამ ბალვანს რა შიგთავსი ჰქონია?!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3