კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა დატოვოთ ღამით ჩვილი ბავშვის სარეცხი გარეთ და არის თუ არა საშიში და საფრთხის მომასწავებელი გარდაცვლილი ადამიანის სიზმრად ნახვა


როგორც ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ბატონი დავითი ამბობს, ის ბევრჯერ შეხვედრია ისეთ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ არაერთხელ უნახავთ არამიწიერი არსებები. თავად ბატონი დავითი ამ საქმეს უკვე წლებია იკვლევს და საინტერესო ფაქტებიც დააგროვა. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ თურმე, უჩინარი, იდუმალი ძალები ჩვენს ირგვლივ ნამდვილად არსებობენ და ისინი გარკვეულ კრიტიკულ მომენტებში, მხსნელებადაც კი გვევლინებიან.


დავითი: ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ პირადად შეხვდა არამიწიერ, იდუმალ არსებებს და მათთან საუბრის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ამ ცხოვრებაში ასეთი ფაქტები მართლაც ხდება. ისინი ხან მხსნელად, ხანაც პირიქით, საფრთხეში ჩასაგდებად გვევლინებიან და ამის გარჩევა ძალიან რთულია.

– კერძოდ, როდის აქტიურდებიან იდუმალი და უჩინარი ძალები ჩვენს ირგვლივ და როგორ ვიგრძნოთ მათი სიახლოვე?

– ჩვენს ირგვლივ, უამრავი ადამიანი საჭიროებს ასეთი ძალების დახმარებას, მაგრამ ისინი მხოლოდ კეთილ და დაჩაგრულ ადამიანებს ეხმარებიან. გეტყვით, რომ ისინი ჩვენს ირგვლივ მუდმივად ტრიალებენ და მათი არსებობა ჩვენ უბრალოდ, უნდა ვიგრძნოთ. სხვათა შორის, ეს ძალები ხშირად მაშინ აქტიურდებიან, როცა ადამიანს დაძაბული, საშიში და კრიტიკული პერიოდი უდგას. ისინი ცდილობენ, დაგვეხმარონ და განსაცდელის დროს საშველად მოდიან ჩვენთან. არ დამავიწყდება ის ამბავი, რომელიც თავად გადამხდა. რამდენიმე წლის წინ, გამზრდელი ბებია დამეღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგაც კი ვგრძნობდი, მის არსებობას სახლში, თითქოს იქვე, გვერდით იყო და თვალს მადევნებდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ფიქრებში ხშირად მითქვამს, ის არ წასულა, აქ ჩემთან არის-მეთქი. ერთ ღამესაც ძილში მოვიდა და მითხრა, რასაც შენ ფიქრობ, მართალია, მე არ მაქვს უფლება მარტო დაგტოვო, მანამდე მაინც, სანამ გჭირდებიო.

– რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებით?

– იმ პერიოდში ცოლს გავშორდი, მტკივნეული თემაა, მაგრამ გეტყვით რომ, საყვარელი გაიჩინა, მიღალატა და არ ვაპატიე. ან რა საპატიებელია? ბოლოს და ბოლოს კაცი ვარ. შვილებმა კი, არ მოინდომეს ჩემთან ცხოვრება, დამადანაშაულეს, თითქოს რამეს ვაკლებდი, არ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას მათ დედას და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემი ცოლი დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, გოგონებიც მას გაჰყვნენ და მარტო დავრჩი. ალბათ, ამიტომ ვებრალებოდი და ვერ მელეოდა, არ ვემეტებოდი მარტოობისთვის. სხვათა შორის, ხშირად ვხედავდი, უეცრად ოთახში როგორ შეირხეოდა ფარდა, ძაღლი მყავს და იწყებდა ოთახში კუდის ქიცინს და ბზრიალს. ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, თუმცა ვეჭვობდი, რომ იდუმალ ძალებთან მქონდა კავშირი. ამ სიზმრით კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს იდუმალი ძალა გარდაცვლილი ბებიის სული იყო და ის არ მცილდებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში. საოცარი იცით, რა იყო? სიზმარში ვეკითხებოდი და ისიც პასუხს მცემდა, მეუბნებოდა, რომ ასე ვერაფერს მივაღწევ, ვერ დავიბრუნებ წარსულს და ცხოვრებაში რაღაც უნდა შევცვალო. კითხვაზე კი, მიპასუხა, ახალი ადამიანის ძიება უნდა დაიწყო, რომელიც შენი ერთგული იქნება და დაგავიწყებს წარსულ დარდებსო. არადა, ისეთი დეპრესია მქონდა, არც კი ვფიქრობდი სხვა ქალზე და ვერ წარმომედგინა, თუ ოჯახს როდისმე ისევ შევქმნიდი. რომ ჩავუფიქრდი©© ბებიის რჩევას და ვიგრძენი მისი იდუმალი არსებობა, გადავწყვიტე, ხელახლა დამეწყო ცხოვრება და ასეც მოვიქეცი. დღეს ბედნიერი კაცი ვარ, ცოლიც მყავს და სამი წლის საბუკაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ბებიის უჩინრად არსებობას ისევ ვგრძნობ, თითქოს ჩემს გვერდითაა და ისიც ბედნიერია. ერთხელ ისევ მოვიდა სიზმრად და მითხრა: ბოროტისგან ჩემი არსებობით გიცავ, მინდა, ბევრ რამეზე გაგაფრთხილო, მაგრამ ჩვენ, ამქვეყნიდან ადამიანების იმქვეყნად გაფრთხილების უფლება არ გვაქვს და არ შეგვიძლია, თქვენს თავისუფალ ნებაში ჩარევა. სამწუხაროდ, სრულ ინფორმაციას ვერასდროს მოგაწვდით მომავალ საფრთხეზე, ჩემი უხილავი არსებობით კი ბოროტი ძალებისგან დაგიცავ. შენც კარგად თუ დააკვირდები, იგრძნობ, რომ მე არსად წავსულვარ და უხილავად, მაგრამ მაინც, შენ გვერდით დავრჩიო.

– ამბობენ, ადამიანს ყველაზე მეტად ბოროტი ძალები ღამით ებრძვიანო. ასეთი ბოროტი სულებისგან დაცვა როგორ მოვახერხოთ?

– მართალია, ადამიანს ყველაზე მეტი დაცვა ბოროტი სულებისგან ღამით ესაჭიროება და ამიტომ, ის უხილავი, ზეციური იდუმალი ძალები ანუ, მფარველი ანგელოზებიც მათ დასაცავად ამ დროს აქტიურდებიან. მათი მფარველობა თითქმის ყველა ადამიანს უგრძვნია, უჩინარი მფარველი ძალების გვერდით დგომაც და გამოუვალ სიტუაციებში მათი დახმარებაც. უამრავი ამბავი გამიგია, როცა ისეთი სიტუაციებიდან გადარჩნენ ცოცხალი, საიდანაც პრაქტიკულად, ვერ უნდა გადარჩენილიყვნენ. ბევრს უთქვამს კიდეც, ამ დროს, რაღაც იდუმალმა ძალამ ჩამავლო ხელი და მისი წყალობით დღეს ცოცხალი ვარო.

– ბევრი იმასაც ამბობს, თუ სიზმრად გარდაცვლილი ადამიანი ნახე, ეს ცუდად აგიხდება რეალურ ცხოვრებაშიო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– ეს ძალიან საკამათო თემაა და იმასაც გააჩნია, ვის როგორ აქვს დაცდილი გარდაცვლილი ადამიანის სიზმრად ნახვა. საერთოდ, სიზმარში, როცა ადამიანის სული ასტრალში ხვდება, შეიძლება გარდაცვლილი ახლობლის სახე დემონმა, ანუ ბოროტმა ძალამაც მიიღოს. დააკვირდით, თუ გარდაცვლილი ადამიანის სიზმრად ხილვა ცუდად გიხდებათ დღის განმავლობაში, ესე იგი მისი სახე სწორედ ბოროტმა ძალამ მიიღო. ზოგ ადამიანს ღამით ფეხის ხმა, კაკუნი, სტვენა ან ძახილი აღვიძებს. დემონურ ძალებს შეუძლიათ ნებისმიერი ხმის მიღება, დაძახება და მას არ უნდა აჰყვეთ, არ უნდა გამოეხმაუროთ. ერთ ჩემს ახლობელს სწორედ ასეთი ძახილის დროს საშინელი ამბავი დაემართა. მეგობართან დარჩა. ღამით ძახილის ხმამ გამოაღვიძა, წამოდგა და იფიქრა – გავიხედავ, ვინ მეძახისო. ნასვამი იყო. ეგონა, კარი გააღო. სინამდვილეში ფანჯარა გამოუღია, გადმოვარდა და ისეთი ტრავმა მიიღო, დღესაც ლოგინსაა მიჯაჭვული საწყალი. მჯერა, დემონური ძალები ცდილობენ, სახე და ხმა იცვალონ, ახლობლის ხმით გაგვიტყუონ გვიან ღამით გარეთ და განსაცდელი მოგვიწყონ, საფრთხეში ჩააგდონ ჩვენი სიცოცხლე. ამიტომ, გაფრთხილებთ, რომ თუ ღამით რამე ხმა მოგესმათ, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება და მშვიდად „გაატაროთ“. ჩემი მეზობლის შვიდი წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მანამდე ხშირად მეუბნებოდა მამამისი, ღამით იღვიძებს და ამბობს ტასო ბებო მეძახისო. არადა, ის ქალი გარდაცვლილი იყო. დარწმუნებული ვარ, ბავშვი, ღამით მოტყუებით, სწორედ ტასო ბებოს ხმაშეცვლილმა დემონურმა ძალამ გაიხმო გარეთ. ამ დროს მფარველი ანგელოზიც ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ის უძლურია, შესაძლო საფრთხისგან დაგვიცვას. ღამის მბრძანებლად ხომ დემონური ძალებია მიჩნეული. აბა, დაფიქრდით, რატომ ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ჩვილი ბავშვის გაყვანა შებინდების შემდეგ გარეთ არ შეიძლებოდა, ან რატომ არ ტოვებდნენ პატარების სარეცხს ღამით თოკზე?


скачать dle 11.3