კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტი


***

მიხო ქალაქში ჩავიდა. ხედავს‚ რესტორანზე აბრაა დიდი ასოებით:

„თქვენ არაფერს იხდით‚ თქვენი შვილიშვილი გეპატიჟებათ!“

მიხო დაფიქრდა. მაგის დედა ვატირეო‚ ჩაილაპარაკა და შევიდა.

პატარა‚ მაგრამ გემრიელი‚ კახური სუფრა შეუკვეთა. ერთი საათის შემდეგ კარგად შექეიფიანებული ადგა და რესტორნიდან გასვლა დააპირა‚ მაგრამ ოფიციანტმა ანგარიში შეაჩეჩა ხელში.

– ვა‚ მა ეს რეკლამა რა იყო?

– რეკლამაში ყველაფერი სწორად წერია: თქვენს დანახარჯს თქვენი შვილიშვილი გადაიხდის‚ მაგრამ ჩვენთან თავის დროზე სტუმრად თქვენი ბაბუა იყო.

***

ბაღში:

ლუაა: მე სასტვენი მაქვს და პატრული გამოვალ.

ლიზი: მე ბარბი მყავს და თერმომეტრიც მაქვს‚ ექიმი გამოვალ.

სანდრო: მე – ბიზნესმენი.

– კი მაგრამ‚ შენ რა გაქვს?

– ახლა არაფერი‚ მაგრამ, ლობიოს შევჭამ და გაზს მოგყიდით.

***

განცხადება:

„ვეძებ ცხოვრების მშვენიერ თანამგზავრს. მოთხოვნები: სიმაღლე 178 სანტიმეტრი‚ თვალები ცისფერი‚ სხეული – ხორციანი‚ მაგრამ არა მსუქანი. მე კი ვარ სიმპათიური‚ შუახნის‚ სამგზის ქვრივი მამაკაცი. ჰობი: ვაგროვებ სოკოს და მათგან სხვადასხვა კერძს ვამზადებ.“

***

მწვრთნელი შეჯიბრების წინ მოძღვრავს სპორტსმენებს:

– ხომ გახსოვთ‚ რასაც გეუბნებოდით – ბიატლონში მთავარია ზუსტად სროლა და სწრაფი სირბილი; დავამატებ‚ რომ ბიატლონი სექსივითაა: თუ მიზანში ვერ მოარტყი‚ სიჩქარე ვერაფერს გიშველით.


скачать dle 11.3