კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ჩემმა მულმა, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, თავისი კუთვნილი ბინა ნოტარიუსით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დაუტოვა ჩემს ვაჟიშვილს. ჩემი ქალიშვილი ძმისგან ითხოვს, უარი თქვას მშობლის ბინის წილზე მის სასარგებლოდ, ანდა მისცეს წილი მამიდისგან საჩუქრად მიღებული ბინიდან.

გთხოვთ, განმიმარტოთ, კანონიერია თუ არა ჩემი ქალიშვილის საქციელი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი ქალიშვილის ქმედება არ არის კანონიერი. არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს პირს, უარი თქვას მემკვიდრეობაზე.

კითხვა: ვარ 70 წლის ქვრივი. ჩემი კუთვნილი ბინა, რომელიც ნოტარიუსთან მემკვიდრეობის ფურცლის საფუძველზე მქონდა, ხელშეკრულებით ჩემს ქალიშვილს ვაჩუქე. ჩემმა ქალიშვილმა მასთან საქორწინო რეგისტრაციაში არმყოფ პირს (ჰყავთ საერთო, 1 წლის და 8 თვის შვილი, რომელიც მამამ აღიარა და მისცა გვარი) უფლება მისცა, აეღო პირადობის მოწმობა ჩემგან გაჩუქებული ბინის მისამართზე. მე სხვაგან ბინა არ მაქვს, ვცხოვრობ ამ ბინაში 1955 წლიდან. გთხოვთ განმარტებას, ჰქონდა თუ არა ამის უფლება ჩემს ქალიშვილს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ უძრავი ქონება აჩუქეთ თქვენს ქალიშვილს და იგი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, მას ჰქონდა უფლება, ნებისმიერი პირისთვის მიეცა ბინაში რეგისტრაციის ნება.

კითხვა: სად შეიძლება გასაჩივრდეს ქონებასთან დაკავშირებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

პასუხი: ა) უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვებისა და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბ) უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვებისა და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.

კითხვა: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრში ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთი სხვა პირზეა რეგისტრირებული. შესაძლებელია თუ არა რეგისტრირებული მონაცემების გასაჩივრება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით?

პასუხი: საჯარო რეესტრის მონაცემების კანონიერების შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და დავის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ სასამართლოს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა არის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებია:

* სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება;

* საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

* უცხოეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქისთვის ორი წლის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკონსულო აღრიცხვაზე არდადგომა; საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლა სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებში;

* საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისთვის კანონით დადგენილია სამთვიანი ვადა.

კითხვა: ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე. მსურს, მივიღო საქართველოს მოქალაქეობა. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. საქართველოს მოქალაქეობა, შეიძლება, იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

კითხვა: ვარ თუ არა იმ პირის მემკვიდრე, რომელსაც ქონება ჰქონდა საქართველოში, მაგრამ, გარდაცვალების მომენტისთვის იგი იყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე?

პასუხი: იმ ქვეყნის ნოტარიუსის მიერ, რომლის მოქალაქეც იყო გარდაცვალების მომენტისთვის გარდაცვლილი (მამკვიდრებელი), უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტი მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ნოტარიუსთან საქართველოში მდებარე უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლის შედეგადაც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა საქართველოში არსებულ, მამკვიდრებლის კუთვნილ კონკრეტულ ქონებაზე.

კითხვა: რა დოკუმენტებია ნოტარიუსთან წარსადგენი მემკვიდრეობის მიღების განცხადებასთან დაკავშირებით?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნოტარიუსთან წარდგენილი უნდა იქნეს: მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, ანდერძი), პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მემკვიდრისა და მამკვიდრებლის ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები. ნოტარიუსის მიერ მემკვიდრეს მიეთითება სხვა დოკუმენტების წარდგენის შესახებ კონკრეტული სამემკვიდრეო საქმიდან გამომდინარე ნოტარიუსის საზღაური.


скачать dle 11.3