კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


სალუქვაშვილი

გვარის ფუძედ ჩანს საკუთარი სახელი სალუქვა, სალუქი. ზოგადი მნიშვნელობით ის ნიშნავს კოხტას, ნაზს, მოხდენილს, ფაქიზს.

„სალუქვაშვილები მეჯვრისხევს მცხოვრებნი, ნაზარალი-ხანმა გაათარხნა” (1690 წელი).

„სალუქვაშვილი ისრულისხევს მცხოვრებნი, მათი წყალობა ნაზარალი-ხანმა განუახლა სახასო-სადედოფლო აზნაურიშვილებს გიორგის და მის ძმებს” (1700 წელი).

„სალუქვაშვილი ოჰანას გორინჯუკს მცხოვრებს ჰყავს განაყოფი სუჯუმა. ისინი წილად ხვდნენ ლეონ თურქისტანიშვილს, ქვემო ქართლის მებატონეს” (1646 წელი).

სალუქვაშვილები ჩანან ისროლისხევის სოფელ ატენში, ცხოვრობენ მეჯვრისხევში. 1781 წლის აღწერით ამ გვარისანი მთაში, ისრულისხევის სოფელ ატენში მკვიდრობენ. ამავე დროს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გადასახლებული იყო მეჯურისვე ხეობის სოფელ ღრომში. 1799 წლის განჩინებიდან (სალუქვაშვილებისა და ყანჩელების მამულის საქმეზე), ირკვევა, რომ ღრომის მამული სალუქვაშვილებს დიდი ხნის წინ ყანჩელებისგან ჰქონიათ ნაყიდი. ახლა კი, ამავე მამულზე ყანჩელებმა ოსები დაასახლეს და ეს უკანასკნელნი კუთვნილ მამულს სალუქვაშვილებს არ ანებებდნენ. ოსთა მთიდან მოწოლამ ბოლოს სალუქვაშვილები მაინც აიძულა ღრომი დაეტოვებინათ და მეჯვრისხევში გადასახლებულიყვნენ. სალუქვაშვილები შიდა ქართლის მთიდან ქვემო ქართლში გადასახლებულან. 1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლის სოფელ გორინჯუკს ცხოვრობდა სალუქვაშვილი სალუქა.

საქართველოში 176 სალუქვაშვილი ცხოვრობს: გორში – 99, თბილისში – 66, რუსთავში – 3. არიან სხვაგანაც.

ბეღელური

ბეღელური წმინდა ქართული გვარ-სახელია. გვარის ფუძეა მამაკაცის ძველი ქართული სახელი ბეღელა. ამ სახელის სუფიქსად გამოყენებულია ური.

ამავე ფუძისაა გვარი ბეღელაძე.

ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ სოფელ სვირში, ალისუბანში, ეწერში, ზოვრეთში, თერჯოლაში, თხილთწყაროში, საზანოში.

ბეღელა საკუთარ სახელად გვხვდება უძველეს ისტორიულ წყაროებში.

საქართველოში 230 ბეღელური ცხოვრობს: გორში – 97, თბილისში – 89, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.

332 ბეღელაძე: ზესტაფონში – 132, თერჯოლაში – 69, თბილისში – 27. არიან სხვაგანაც.

დოჩია

დოჩია მეგრული გვარია. გვარის ძირძველი დასახლებაა დარჩელში. დარჩელი სოფელია ზუგდიდის რაიონში. ასევე, დარაჩეთი სოფელია გურჯაანის რაიონში. შუახევში გვხვდება სოფელი დარჩიძეები.

გაუვრცობელი გვარია. დოჩი გურიასა და აჭარაში ბოჩოლას, ხბოს, დეკეულს ეწოდებოდა. ქართლში კი „დოჩი” უეშმაკო კაცის სინონიმია.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 418 დოჩია: ზუგდიდში – 229, თბილისში – 62, წალენჯიხაში – 18. არიან სხვაგანაც.

ჩოჩიაშვილი – ჩოჩოური – მაისურაძე

ქართული გვარ-სახელია, გვარს არაფერი აქვს საერთო ოსურთან (თუნდაც ჩოჩიევთან). ფუძე ჩოჩი, ჩოჩვა და ჩოჩავს – ქართული ზმნისმიერი სიტყვებია. ოსებს ჰქონდათ გვარი ცოცითი (ცოციეთი)+ჩოჩითი+ჩოჩიშვილი, რუსულის გავლენით ჩოჩიევი. აი, ასეთია რეალობა.

ჩოჩიდან წარმოქმნილია გვარი ჩოჩია და ის ქართულია. ოსი ჩოჩიევები ძირად დვალები არიან.

საისტორიო საბუთებითა და ეთნოგრაფიული მონაცემებით ქართლში ჩოჩიშვილები ადრე ოქროპირიძის გვარს ატარებდნენ. ქართლში არის ჩოჩაშვილის გვარიც. მათი თავდაპირველი გვარი, როგორც გადმოცემით, ისე საარქივო მონაცემებით, 1859 წლის აღწერით, ქურდაძე ყოფილა. ქართლში მცხოვრები ჩოჩიშვილების გარკვეული ნაწილი ხევის სოფელ ხურთისიდანაა მიგრირებული, რომელნიც მეთვრამეტე საუკუნის აღწერის დავთარში ჩოჩოურად არიან ჩაწერილნი. 1860 წლის მოსახლეობის კამერალური აღწერით ირკვევა, რომ ვანათელი ჩოჩიშვილების ადრინდელი ქართული გვარი მაისურაძე ყოფილა.

სადაც იყვნენ ოსები ცხინვალში, გვარი ჩოჩიშვილი ჩანდა. 1031-1033 წლებში, საისტორიო საბუთებში სოფელი ჩოჩეთია მოხსენიებული.

ამავე ძირისაა გვარი ჩოჩია.

საქართველოში 507 ჩოჩიშვილი ცხოვრობს: გორში – 126, თბილისში – 114, ქარელში – 101. არიან სხვაგანაც.

ხასიშვილი – ხასიევი

დვალეთის სოფელ ჯაშისში ცხოვრობდნენ ხასიშვილები, დღევანდელი ხასიევები. გვარი ხასია კი მეგრული წარმოშობისაა.

ამ ერთი და იგივე გვარიდან ზოგი ოსად ჩაეწერა. ისე კი, როგორც ხასიშვილი, ასევე ხასიევიც ქართული გვარია.

საქართველოში 32 ხასიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, ქარელში – 7, კასპში – 3. არიან სხვაგანაც.

208 ხასიევი: თბილისში – 87, ლაგოდეხში – 24, ბოლნისში – 22. არიან სხვაგანაც.

ფსიტიძე – აფციაური

ერთი და იგივე გვარია. 1781 წელს ჭალისუბანში (მეჯუდას ხეობის მთაში) ფსიტიძეების ოთხი კომლი მოიხსენიება. ფსიტიძეები ახალუბანში ცხოვრობენ. მათი ადრინდელი გვარი აფციაური ყოფილა. ფსიტიძეები დღესაც მეჯუდას ხეობის სოფელ ჭალისუბანში „სამებობის” დღეობაზე დადიან.

ფსიტიძეები არიან მეჯვრისხევშიც.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კი აფციაურების გვარს 77-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 86 ფსიტიძე ცხოვრობს: გორში – 50, თბილისში – 35, მცხეთაში – 1.

5 083 აფციაური: თბილისში – 1 954, დუშეთში – 600, თეთრი წყაროში – 591. არიან სხვაგანაც.

გოგიჩაიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გოგიჩა. ეს სათავეს იღებს საკუთარი სახელიდან გოგი. ამ სახელიდანაა ნაწარმოები – გოგილა, გოგინა, გოგიტა, გოგიჩა, გოგიჭა, გოგიჯანა. მათგანაა მიღებული შესატყვისი გვარები – გოგიჯანაშვილი, გოგიჭანაშვილი და ასე შემდეგ.

გოგიჩაიშვილი გურული გვარია და გურული ფორმითაა გაფორმებული. თუმცა, გვხვდება იმერეთშიც.

„გოგიჩაიშვილებს, ფარცხანაყანევს მცხოვრებთ, ემართათ აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორმოცი კოკა ღვინო, ორი თეთრი.”

საქართველოში 2 224 გოგიჩაიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 037, ლანჩხუთში – 370, ბათუმში – 196. არიან სხვაგანაც.

ცივაძე

ცივ ფუძისაა საკუთარი სახელი ცივა. ის გვხვდება გვარში ცივაძე. ცივაძეები სოფელია შუახევის რაიონში.

ასევე გვხვდება მეტსახელები: ცივკვირა, ცივნარა, ცივნარი, ცივჯარა. მათგან კი მომდინარეობს გვარი ცივქარაშვილი.

საქართველოში 458 ცივაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 329, ბათუმში – 61, შუახევში – 16. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3