კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში იპოთეკური ექსპროპრიაციის რეკორდი დამყარდა


2010 წლის მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში ბანკებმა 92 432 საცხოვრებელი ბინა მიიღეს საკუთრებაში, რომლის ყოფილმა მფლობელებმაც იპოთეკური სესხების გასტუმრება ვერ შეძლეს. ეს ამერიკის საცხოვრებელი ბინების ბაზრისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. 2010 წლის მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45 პროცენტით მეტია. იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინების ჩამორთმევის წინა რეკორდი 2009 წლის დეკემბერში დამყარდა, როდესაც ამერიკულმა ბანკებმა 92 182 ობიექტი გადაიფორმეს. 2010 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი 258 ათასამდე იპოთეკურმა მევალემ დაკარგა და ეს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით მეტია. წელს, აპრილში კიდევ 334 ათასამდე ამერიკელმა მიიღო კრედიტორებისგან შეტყობინება – ვალების გამო საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევის, აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვისა და ბინის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. იპოთეკური გაკოტრებისა და ვალების გაუსტუმრებლობის მაჩვენებლის ზრდას ექსპერტები, უპირველესად, უმუშევრობის ზრდით ხსნიან. გარდა ამისა, უძრავი ქონების ღირებულების შემცირების გამო, ის მოვალე მოქალაქეები, რომლებმაც მეორე საცხოვრებელი ბინა იყიდეს, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ქონება, რომელიც იპოთეკით დატვირთეს, კრედიტის გასასტუმრებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა.


скачать dle 11.3