კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიქალის გაზი სამყაროს შეცვლის


როგორც ამერიკული პრესა აღნიშნავს, ფიქალის გაზის კოლოსალური მარაგი ენერგომატარებლების ბაზრებსა და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე გადატრიალებას მოახდენს. არსებული მონაცემებით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 1 ბილიონი კუბური მეტრი ფიქალის გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მოხმარების შენარჩუნების პირობებში ეს მარაგი ამ ქვეყანას 45 წელიწადი ეყოფა. ანალიტიკოსების აზრით, გაზის ამ სახეობის თვითღირებულების შემცირება, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, ახალი კარტელების შექმნას შეუძლებელს გახდის, გეოპოლიტიკას შეცვლის და ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის პროცესს შეანელებს. ამჟამად მოხმარებული ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი რუსეთსა და ირანში მოიპოვება. ფიქალის გაზზე გადასვლა ამ სახელმწიფოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამბიციებს დააცხრობს და მონოპოლიზმის საფრთხესაც აღკვეთს. ამ ტენდენციის განვითარების შემთხვევაში, ბევრად უფრო გაადვილდება ევროპის გაზით უზრუნველყოფის პროცესის დივერსიფიკაცია. ექსპერტების შეფასებით, ევროპაში ფიქალის გაზის მარაგი 200 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს და ის გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, შვედეთში, ავსტრიასა და უკრაინაში არსებობს.


скачать dle 11.3